საშობაო ზღაპარი

Day 2,968, 06:56 Published in Georgia Georgia by salinio

როგოც მითხრეს საჭიროა აქ კუნთების გაზრდა :დ :დ ვარჯიში ,თანაც ეს ოქროსაც მომიტანს თუ გავარემონტებ ჩემ მოედნებს,როგორც ჩემმა სამმა სტატიამ მაჩვენა თითო სტადიიდან საშუალოდ 150 ე ლარი შემომდის,ასე რომ თუ კარგად გამოვთვალე 400 სტატია მჭირდება რათა მოედნები განვავითარო :დ და ასევე ქარხნებსაც მივხედო და ე-ხადური გავხდე :დ

ამ რაოდენობის სტატიას მე ამ თამასშე ვერ დავწერე 🙂 ამიტომაც დღეიდან შემოქთავაზებთ შემეცნებითი სახის სტატიებს :დ თუ არ მიწყენთ რათმქუნდა :დ

სტატია პირველი ! 😁

საშობაო ზღაპარი

შობის ღამე დადგა. პატარა ირინა დასაძინებლად დააწვინეს. მის გვერდზე, უმცროსი ძმა, კაკუჩა მშვიდად ფშვინავდა. “ეჰ, ჩემთან დღეს თოვლის ბაბუა ალბათ არ მოვა, ახალ წელს ხომ უკვე იყო, საჩუქრებიც მომიტანა. არადა ყველა მულტფილმში და კინოში, თოვლის ბაბუა შობაზე დადის ბავშვებთან. ჩვენ რა დავაშავეთ?”
-ირინა! - გაიგონა უცნობი ხმა. გოგონა საწოლზე წამოჯდა და თვალები დააჭყიტა. მის საწოლთან სავარძელზე თოვლის ბაბუა იჯდა. ფეხი ფეხზე გადაედო და სიგარეტს აბოლებდა.
- შენ ვინა ხარ? - ჰკითხა ირინამ.
- თოვლის ბაბუა ვარ, ვერ მიცანი? - ჩაეღიმა უცობს.
- თოვლის ბაბუები სიგარეტს არ ეწევიან.
- ეს, ძველი თოვლის ბაბუები არ ეწეოდნენ. ახლა სხვა დროა ჩემო ჭუკლიკებო. აბა ადექი, ადექი წავედით.
- სად წავედით, ახლა ღამეა. - გაიკვირვა ირინამ.
- წამო, წამო, რაღაცეები უნდა გაჩვენო, თორემ ბავშვები სულ წახვედით ხელიდან. - უცნობმა ირინას ხელი ჩაჰკიდა, კაკუჩა ხელში აიტაცა და ოთახიდან გავიდა.
ირინას ოთახი კორიდორში გადიოდა, არადა ახლა, ოთახიდან პირდაპირ ქუჩაში გავიდნენ. არა, ეს ქუჩა არ იყო. ოთახიდან პირდაპირ გადააბიჯეს რაღაც რბილ და ფაფუკში, თითქოს ღრუბელში ჩაეფლნენ. ირგვლივ ყველაფერი გადათეთრებულიყო.
- თოვლია? - იკითხა ირინამ. - სირბილეში გადააბიჯა და რაც მთავარია ეს ძალიან ესიამოვნა. კაკუჩამ თვალები გაახილა, თოვლის ბაბუას ლოყაში სილა უთავაზა და ძირს ჩამოფოფხდა.
- აჰ, ხომ ვამბობდი. უწინ ბავშვი გაგიბედავდა სილას? სულ თქვენობით გველაპარაკებოდნენ და მორცხვად თვალებს ხრიდნენ. ხულიგანია ნამდვილი ეს ბიჭი.
- შენ არა ხარ ნამდვილი თოვლის ბაბუა, თოვლის ბაბუები ამდენს არ ლაპარაკობენ. - ცხვირი აიბზიკა ირინამ.
- დაგენიძლავო, რომ თოვლის ბაბუა ვარ?
- თოვლის ბაბუები არ ნიძლავდებიან. - მკაცრად უპასუხა გოგონამ და კაკუჩას გახედა. კაკუჩა დაოთხილი მიბობღავდა (ის ხომ ძალიან პატარა იყო) და იმ რაღაც რბილ და ფაფუკს მადიანად ლოკავდა. შემდეგ პირში იტენიდა და კმაყოფილებისაგან თვალები ვარსკვლავებივით უბრწყინავდა.
- ეს რა არის, რას ჭამს? - შეშფოთდა ირინა.
- ეს ზეფირია, შენც შეგიძლია ჭამო, რამდენიც გინდა, არ გაწყენს, თქვენს სუპერმარკეტებში რომ იყიდება ისეთი კი არ არის.
ირინამ პატარა მოციცქნა. ჯერ დასუნა, მოეწონა და პირისაკენ გაიქანა.
- გემრიელია.
- წამო, წამო უკეთესი განახო.
გვერდზე გაუხვიეს. მათ თვალწინ საოცრება გადაიშალა. თეთრ ზეფირზე, პატარ-პატარა ფერადი ხეები ამოსულიყო. ზოგს ვაშლი ესხა, ზოგს მსხალი, ალუბალი.
- ეს ნამდვილი ხილია? - იკითხა ირინამ.
- რა სულელი ხარ. რა უნდა აქ ხილს. ამ ხეებს ჟუვაჩკები ასხია, სხვადასხვა ხილის გემოთი.
- ჟუვაჩკა კი არა, საღეჭი რეზინა. - გაუსწორა გოგონამ.
- საღეჭი რეზინა? კარგი, საღეჭი რეზინა იყოს. ყველა ბავშვი ჟუვაჩკას ეძახის და მეც ვიფიქრე, შენთვის ასე უფრო გასაგები იქნებოდა. სხვათა შორის ხის ფოთლები კარამელისაა.
- არ მიყვარს კარამელი, მე შოკოლადი მიყვარს.
- კარგი ბატონო. - თოვლის ბაბუამ ტაში შემოჰკრა. ტაშის შემოკვრაზე, რომელიღაცა ხის უკნიდან დათვი გამოვარდა და პირდაპირ ირინასაკენ აიღო გეზი. ირინას ცოტა არ იყოს შეეშინდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ დათუნია სათამაშო იყო. უფრო სწორედ ეს დათუნია შოკოლადისა ბრძანდებოდა.
- გამარჯობა ირინა - ადგილზე ცქმუტავდა დათუნია. ხელში კარამელის დიდი ფოთოლი ეჭირა და გემრიელად აკნატუნებდა.
- გამარჯობა დათუნია, - ირინას სახე გაუბრწყინდა - რა კარგი ხარ და რა კარგი სუნი გაქვს, შოკოლადის.
- გინდა? - თვალები გადაატრიალა დათუნიამ. რატომღაც თვალებს სულ აქეთ-იქით ატრიალებდა. თვალებიც კარამელისა ჰქონდა.
გოგონამ თავი დაუქნია. დათუნიამ თათი გამოწია, შუა თითი მოიტეხა და ირინას გაუწოდა.
- ჰა, ჭამე.
ირინამ დათუნიას თათს დახედა, შუა თითი ისევ ადგილზე ჰქონდა.
- ნუ გეშინია, ჭამე, სუფთა შოკოლადია. ისეთი კი არაა, თქვენს სუპერმარკეტებში რომ იყიდება. თუ გინდა ახლა ყურს მოვიტეხავ და ისევ ამოვა. - დათუნიამ ახლა ყური მოიტეხა და კაკუჩას გაუწოდა. თათის გაწოდება და ახალი ყურის ამოსვლა ერთი იყო. ირინა აკისკისდა.
- რა კარგი დათუნია ხარ, ნეტავი ჩამთან ცხოვრობდე. - ყავისფერ დათუნიას ცოტა სიწითლემ გადაჰკრა და თავი დახარა.
- მეც კი მინდა, მაგრამ....
- მწყურია, - წაილუღლუღა კაკუჩამ.
- მოდი, მიირთვი რაც გენებოს. - თოვლის ბაბუამ ბავშვები ბეზეებისაგან აგებულ სასახლეში შეიყვანა. კედელზე კარამელისაგან დამზადებული სხვადასხვა ცხოველები იყო მიმაგრებული, რომლებსაც ონკანის დანიშნულება ჰქონდათ.
- მოუშვი და დალიე რამდენიც გინდა. კოკა-კოლა, ფანტა, სპრაიტი, აირჩიე.
- ზღაპრებში ლიმონათის მდინარეები უნდა მოედინებოდეს და არა კოკა და ფანტა, თანაც ონკანიდან. - ისევ გამოამჟღავნა ცოდნა ირინამ.
- უფ, ეგ ძველ დროს იყო. ლიმონათის მდინარე, შოკოლადის მთები, შოკოლადს რომ ვერ მოაღრღნიდი ისეთი. ლიმონათს კი არავინ აღარ სვამდა, ბოლოს ბუზები დაესია, მართალია ბუზებიც შოკოლადისა იყო, მაგრამ ამდენი შოკოლადის ბუზს მაინც ვეღარ აუვედით. თანაც ეს განსაკუთრებული ონკანებია. გინახავს სადმე თქვენს სუპერმარკეტში ასეთი ონკანები? - ჩაიცინა თოვლის ბაბუამ. - ერთჯერდი ჭიქებიც აქვეა, დალიეთ.
ირინა და კაკუჩა კოკა-კოლას დაეწაფნენ, ჭიქა კარამელისა იყო და კოკა-კოლას განსაკუთრებულ გემოს აძლევდა.
- ისე, ერთი ოთახი დიდებისთვისაც გვაქვს. იქ ონკანში ლუდი მოდის და მისატანებლადაც ლუდის აუზში სხვადასხვა ჯიშის შებოლილი თევზი ცურავს. მაგრამ დიდებს თოვლის ბაბუის აღარ სჯერათ და ამიტომ ოთახი ყოველთვის ცარიელია. მე თუ შევალ ხოლმე ხანდახან ლუდის დასალევად, ან მეზობელი ქვეყნის თოვლის ბაბუა თუ მესტუმრება, იმას ვუმასპინძლდები. აბა ამ ხნის კაცს ზეფირს ხომ არ ვაჭმევ? - გულიანად გადაიხარხარა თოვლის ბაბუამ.
ბავშვებმა წყურვილი რომ მოიკლეს, ძილი მოერიათ. თოვლის ბაბუა რაღაც ეშმაკური თვალებით შესცქეროდა მათ.
- ირინა, სიმართლე გითხრა, ძალიან მომეწონე. ასე რომ, ერთ სურვილს შეგისრულებ, მთხოვე რაც გინდა. - მან ბავშვებს გახედა, რომელთაც უკვე ღრმად ჩასძინებოდათ.
შობის დილა გათენდა. პირველმა ირინამ გაიღვიძა. თვალები ჯერ არ გაეხილა, “რა კარგი სიზმარი იყო, იმდენად კარგი, რომ პირში ტკბილი გემოც კი დამიტოვა”. გაიფიქრა გოგონამ და თვალები გაახილა. გვერდიდან კნატუნის ხმა მოესმა.
- გამარჯობა ირინა, რამდენი ხანი გეძინა, ორი საათია აქ ვყურყუტებ. - გოგონა თვალებს არ უჯერებდა. მ ის გვერდით სავარძელში შოკოლადის დათუნია იჯდა და კარამელის ფოთოლს გემრიელად ახრამუნებდა.