----------------------!!!!!!!!!!!!!!!!-- ------------------------

Day 2,960, 15:20 Published in Georgia Georgia by Sir Integra



სალამი ბიჭებო და გოგოებო

მოკლედ ორი სიტყვით მინდა გითხრათ რა ხდება და რა როგორ მოხდება.

1) 4 დღე ვიყავი წასული, დღეს დილით ჩამოვედი და ჯერ კიდევ ვერკვევი რა და როგორ ხდება, ვინ რას აპირებს და ა.შ ასე რომ მოგვეცით რამდენიმე დღე ყველაფრის დასალაგებლად. მიდის სამინისტროების დაკომპლექტება, გადალაგებ გადმოლაგება და ა.შ

2) ვინმეს თუ გონია თემოს საწინააღმდეგოდ ყველა პარტია დავირაზმეთ თემოს იმპიჩმენტისთვის ძალიან ცდება, კონგრესის უმრავლესობა NFG,RPG და დემოკრატების მხარეს იყო ასე რომ ისეთ რამეს ნუ შემტენით რაც ჩემი ბრალი არ არის.

3) რაც შეეხება ომს, რაც არ უნდა მოხდეს ირანთან შეთანხმებას არ ვაპირებთ, სანამ თურქეთი ამ დაპირისპირებაშია ჩართული არანაირი შეთანხმება არ იქნება, ვინც არ მეთანხმება დაფიქრდით:

2-მა მეგობარმა ერთად დავიწყეთ ომი იმ იმედით რომ მტერს დავამარცხებდით, მაგრამ რადგანაც მოწინააღმდეგე იმაზე ძლიერი გამოდგა ვიდრე გვეგონა რა ვქნათ? მოვაწეროთ მშვიდობას ხელი და თურქეთს ვუთხრათ, აბა ჰე ბიჭებო თქვენი საქმის თქვენ იცითო?

არ გამოვა ასე მეგობრებო. ასე რომ მოგწონთ არ მოგწონთ უდნა შეეგუოთ იმ აზრზს რომ ამ მომენტისთვის მშვიდობა შეუძლებელია.

4) მოგვეცით 3-4 დღე რომ ყველაფერი თავის ადგილას დავალაგოთ, მალე გამოვაქვეყნებთ მინისტრების სიას და ზოგად მონახაზს რა როგორ გაკეთდება.

დიდი მადლობა