რენდლ პატრიკ მაკმერფი

Day 2,902, 05:46 Published in Georgia Argentina by M i r M i

გამარჯობა ადამიანებო.

ეს სტატია იდეაში ჩემი წინასააჩევნო სტატია უნდა იყოს, დაპირებებით და ათასი ბლა ბლა ბლებით მაგრამ ამისთვის სხვა კანდიდატების სტატიები შეგიძლიათ ნახოთ. ჩემი სტატია ალბათ განსხვავებული იქნება, მაგრამ აქაც ვერ ავცდები წინასაარჩევნო ბლა ბლა ბლებს.

რამდენად უცნაურად არ უნდა მოგეჩვენოთ, ჩემი დაკვირვებით ადამიანი იმ ნიკ ნეიმს ემსგავსება ხოლმე რომელსაც ირჩევს. არ ვიცი, ალბათ ქვეცნობიერად იმ ნიკნეიმის უკან მდგარი პიროვნებით, ან საგნით ისეა აღფრთოვანებული რომ ცდილობს დაემსგავსოს. რა ნიკები არ მქონია სოციალურ ქსელებში თუ ფორუმებზე, დაწყებული იზმა-თი (ძალიან მაგარი მულტფილმის ძალიან თესლი პერსონაჟი) დამთავრებული აურეა მედიოკრიტას-ით (ოქროს შუალედია, ლათინურად). მაგრამ რეალურად ორი ძირითადი ნიკი მქონდა მაინც სულ, ერთი იყო კაატინგა, მეორე კიდე რენდლ პატრიკ მაკმერფი.

კაატინგა ჩემი პირველი ნიკია, რომელიც ერთ-ერთ ფორუმზე რეგისტრაციისას გაუაზრებლად ავირჩიე, იმიტომ რომ დოჩანას სამოსელი პირველი მიყვარს ძალიან. მერე მივხვდი, რომ ჩემი პოსტებიც კაატინგას ქმედებებს ემსგავსებოდა. რატომღაც მქონდა შინაგანი მოწოდება, ცუდ და ავყია ხალხს (ჩემი გადმოსახედიდან) ,,შევბრძოლებოდი" და კეთილი ხალხი დამეცვა, რასაკვირველია ხშირად ვამლაშებდი, და შეიძლებოდა ობიექტურად ის ცუდი ადამიანი სულაც არ ყოფილიყო ცუდი, მაგრამ სუბიექტურად, ჩემი გადმოსახედიდან ის ცუდი ნამდვილად ცუდი იყო და პირველად აქ შევნიშნე რომ ჩემი ნიკის მსგავსებისკენ მივდიოდი პიროვნულად.

მეორე ეს ნიკი იყო, მაკმერფი. ამ თამაშში ჩემი თავდაპირველი ნიკი კაატინგა იყო, მაგრამ როდესაც ეს ნიკი დავაბლოკინე და ახალზე ,,გადავჯექი" მაკმერფი ავირჩიე. და ახლა რომ ვაკვირდები აქაც დავიწყე ამ ნიკზე დამსგავსება. იმედია გაქვთ წაკითხული კენ კიზის ,,ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა" ან ახალ თარგმანში ,,გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა", ან ფილმი მაინც გექნებათ ნანახი (თუმცა ჩემი აზრით წიგნი გაცილებით უკეთესია, მიუხედავად იმისა რომ გენიალური ფილმია), სადაც ამხანაგი რენდლი შედის საგიჟეში და იმ სიმშვიდეს გამოაცოცხლებს რაც ამ საგიჟეშია, გუგულის წყნარ ბუდეზე ძალიან ხმაურიანად გადაფრინდება და საბოლოოდ შეცვლის ძალიან ბევრი ადამიანის ბედს.

აი ეს ხმაურიანი გადაფრენებია ჩემი აქაური სავიზიტო ბარათი თუ იმ ფაქტებს გავითვალისწინებთ რაც ესაქართველოში ხდებოდა ხოლმე. ერთ-ერთი პირველი გამოვვარდები ხოლმე როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო და იმ წყნარ რუტინაში რაც ბევრისთვის თუკლიკერობაა ძალიან დიდი ხმაური შემომაქვს. წარსულს რომ თავი დავანებოთ ჩემი თამაშში დაბრუნებიდან მარტო იმ ორი ფაქტის გახსენება კმარა, რომ ჩემი უდიდესი წვლილია სპას რეინკარნაციაში და შევქმენით ისეთი დანაყოფი რომელიც საქართველოში საუკეთესოა და ჩემი უდიდესი წვლილია იმაში, რომ გავაცოცხლეთ მკვდარი ედპ. სხვა მეტ მაგალითებს არ მოვყვები, თუმცა ასეთი რამ ბევრია, პირველი იმპიჩმენტის ამოქოქვა, პირველი დიქტატურის დამყარება და ა.შ. ძალიან ბევრია 😁) რასაკვირველია ყველა ამ საკითხში მე მარტო არ ვიყავი, სხვებიც იყვნენ ჩემ გვერდით, ან მე მათ გვერდით, მაგრამ საბოლოო ჯამში მე ვიყავი ერთ-ერთი (და არა ერთადერთი) ლოკომოტივი რომელიც ამ სიმძიმეებს ლიანდაგებზე მიათრევდა.

ანუ, ამ თამაშშიც მე ჩემს ნიკს ვემსგავსები, ვცდილობ გამოვაცოცხლო აქაური ყოველდღიური რუტინა, რომ საბოლოოდ ყველა თქვენგანზე ამან კარგად იმოქმედოს.

და მე მგონია მე ამას ვაღწევ და საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქვეყანაზეც და თქვენზეც კარგად აისახება.

ეს ყველაფერი რასაკვირველია არ მიიღწევა მარტო და არ მიიღწევა თქვენს გარეშე. ამიტომ მინდა, რომ ეს ყველაფერი თქვენ დაინახოთ, დამიჭიროთ მხარი საპრეზიდენტო არჩევნებში და ჩვენ - ერთად გავაკეთოთ კარგი და კარგი საქმეები.

მომავალი თვე საკმაოდ დაძაბული იქნება, ჩვენ არ განვაახლეთ ურთიერთობა ბულგარეთთან, იგივე ელის მაკედონიასაც. სამწუხაროდ ეს მათი ქმედებების ექოა, და არა ჩვენი სიხარულნარევი გადაწყვეტილება. ომები ბევრი იქნება, სერბეთის წაშლა ასე უკვალოდ არ ჩაივლის. ამიტომ ქვეყანას სათავეში გამოცდილი პოლიტიკოსი სჭირდება. ერთ-ერთი ასეთი მე ვარ.


თუ გავიმარჯვებ, საქართველო ამით არ წააგებს და ყველაფერს ვეცდები, რომ გავიუმჯობესოთ ჩვენი ეცხოვრების პირობები. მაქვს ამის ტრაკიც, შესაძლებლობაც, უნარიც. მე ვეცდები დავარეგულირო როგორც შიდა სიტუაცია (დიქტატურის დამხობა, დემოკრატიისთვის მეტი მოტივაციის მიცემა) ასევე საგარეო ურთიერთობები, ახალი გადანაწილებების ფონზე.

თუ მე არჩევნებში ვერ/არ გავიმარჯვებ, გამიტყდება არა ის, რომ ვიღაცამ მომიგო, დარწმუნებული ვარ ყველა კანდიდატი მოწადინებულია საქართველოსთვის კარგი გააკეთოს და არც ერთის გამარჯვება გულწრფელად არ გამიტყდება, მე ის გამიტყდება რომ იმ ყველაფერს რასაც ვაკეთებ, ესაქართველოს მოსახლეობა უბრალოდ არ ან ვერ ხედავს და შესაბამისად ვერ აფასებს. ამიტომ თუ დავმარცხდი მეც ერთ-ერთი იმ გიჟთაგანი გავხდები ესაქართველოსთვის, ვინც რუტინულ ცხოვრებას მიჰყოფს ხელს და არ ეცდება გადაუფრინოს ხოლმე გუგულის ბუდეს.

შესაბამისად, მოგიწოდებთ როცა 5 რიცხვში ,,საარჩევნო ურნასთან დადგებით" ყველაფერი კარგად გაანალიზოთ და ისე მისცეთ ხმა, იმას ვინც თქვენი აზრით მხარდაჭერას იმსახურებს.

სულ ესაა.

თუ არ დამეზარება შეიძლება არჩევნებამდე კიდევ ერთი სტატია მოვცხო, მაგრამ ამაზე მეტი რა ვთქვა, პა ბალშომუ არ ვიცი. ვინძლო მერე გამოჩნდეს სათქმელი.