კონკურსი-"პოეზია სამშობლოსთვის"-დასრულდა!

Day 2,860, 08:28 Published in Georgia Serbia by MORAL1994

კონკურსი-"პოეზია სამშობლოსთვის"-დასრულდა!
პირველი ადგილი-v.kandelaki
მეორე ადგილი-Luka Koberidze
მესამე ადგილი-LukaKoberidze



ლექსები:

პირველი ადგილი:

"რა გვაძლევს ძალას"

რა გვაძლევს ძალას ნეტავ ქართველებს,
სხვადასხვა ხალხის ნაწამ ნაგვემებს,
აქამდე ცოცხლად ჩვენ რა გვაჩერებს,
რა ძალა გვაქვს და რა არ გვანელებს.

ნუთუ მხოლოდ ის, რომ ღვთისმშობელმა
ჩვენი მოქცევა თავად იკისრა,
ნუთუ მხოლოდ ის, რომ ქრისტიანნი
ვიყავით, ვართ და ვიქნებით მარად.

ალბათ ისიც, რომ ჩვენ არასოდეს
ხმალი ქარქაშში არ ჩაგვიგია,
ენა, მამული, სარწმუნოება
ბოლო წუთამდე მით დაგვიცვია...

ახლა რაღა ვართ, დავიხარჯენით,
რაც დავრჩით ისიც ტანჯვით, წამებით...
მაგრამ მოვა დრო, როცა იქნება
და ქართველ ერსაც დაულხინდება...

ავტორი:v.kandelaki

მეორე ადგილი:

***
დრო, ხედავ როგორ მსწრაფლად გაიქცა,
უთქმელი დარდი ტუჩზე შეგახმა
და მოდის ვიღაც, ამბობს
სამძიმარს, დროს გუშინ მისი ხელიც ეკავა...

ახლა კი შენი სიმწრიდ აღვსილი
თვალები ცრემლით შეეგებება
და ხალხთა ,ზოგჯერ,ცბიერ გარინდვის
მიღმა
სიხარულს გადაეყრება.

დამალულია ყველგან ყოველი,
მაგრამ შენ იგრძნობ ,როგორც არასდროს,
როგორც არასდროს ახლა
უღირსი,
შენს დედის წმინდა საფლავს დარაჯობს.

გახსოვს,როდესაც დაუჭკნა კანი
და გიყურებდა მქრქალი ფიქრებით,
ახსენდებოდა ,როდესაც ღამით მის
სასთუმალზე დაიძინებდი,

როცა იარას დაუმალავდი,
გულის სიღრმეში რომ გეხსნებოდა,
რადგანაც გსურდა ,რომ არ ენაღვლა,
სანამ სიმშვიდეს შენში ჰპოვებდა.

შემოგხედავდა...დაგამშვიდებდა,
გეფერებოდა ევას კარნახით,
იგი შენს ყოველ ფიქრს მიხვდებოდა,
არ დაგაცლიდა სანამ გათქვამდი.

ყოველი ძნელად გეჩვენებოდა
და გშურდა თითქოს მისი რაღაცა,
მაგრამ მაელვე დრო გაიპარა,
ხომ ხედავ,
შურიც კი გამოგტაცა?

გახსოვს, გათბობდა მისი სხეული?
ახლა კი ყველა თითქოს ცივია,
ისიც ჰაერში ცრემლად გაიფრქვა
და მიწის მტვერში დაუძინია,

მთვარეს მოკითხვას თუ დააბარებ,
გაახსენდება,როს გათენდება
,შენ ნამსხვრევებში გძინავს ყოველდღე
და დედაშენი თავზე გევლება...

ავტორი:LukaKoberidze

მესამე ადგილი:

***
ცხრა პროცენტია გადასახადი,
ხალს წელში ვწყვეტ და ეს მე მახარებს,
დიქტატორი ვარ ,თუმცა ახალი-
მე გაზაფხულზე არ ვთვლი ბახალებს .

უმუშევრობა სწრაფად იმატებს ,
მაგრამ ჩემს გულში კვლავ სუფევს სითბო.
თქვენს ჯიბეში რომ ხურდა ჩხრიალებს,
ეგეც ჩემია, არ გპარავთ-ვითხოვ.

პირსისხლიანი ვარ-არ გეშლებათ,
სულსაც ამოგხდით თუკი დამაცდით,
მაგრამ ვერავინ ვერ დაივიწყებთ ,
რომ ქვეყანას აქვს ჩემი ამაგი :

ერთი რომ გახრჩობთ ,გაწვალებთ,
მერე რომ- არავის გისმენთ,
მესამე - პრეზოს ვაწამებ ,
მეოთხეც -სმასაც არ ვიკლებ .

ავტორი:LukaKoberidze

მაგალითი:

გამოფხილდი საქართველო!

მე ვერ ვიტან,შურს და ბოღმას
და არ მიყვარს ორპირობა,
არც ის მიყვარს,რომ დღეს ხალხმა...
მოინდომეს თვით გმირობა.

მაშ თქვენ ამბობთ-საქმე არ მაქვს?
ან ტყუილად ვიკლავ თავსა?
მე საქმეც მაქვს,საჯავრელიც...
ქვეყნისთვისაც ვწირავ თავსა.

მე არ მინდა დღეს შექება
და ამისთვის...სარ ვირჯები,
მე სულაც არ მენაღვლება,
ამისტვის ტუ დავისჯები...

მენაღვლება მე სამშობლო,
მე რომ წავალ...ვის დარჩება,
არც სკამი არ მენაღვლება,
ქარტულია ჩემი რწმენა.

მე მიყვარს ჩამი სამშობლო,
მისი მიწა,მისი წყალი,
სადაც არუნდა წავიდე...
სამშობლოა საფიცარი.
ავტორი:MORAL1994

მინისტრი-MORAL1994

მოადგილე-zaza nozadze SFX

გამარჯვებულებს,გადაეცათ პრიზები!
მადლობა აქტიურობისთვის,ასეთი კონკურსები გაგრძელდება მომავალშიც.