დამწყები მოთამაშის გადმოსახედიდან

Day 2,734, 13:03 Published in Georgia Georgia by Givanidze99

მოგესალმებით სრულიად საქართველოს Eსაქართველოს მოთამაშეეებს. მინდა ამ სტატიით გადმოვცე ის შთაბეჭდილება რასაც ეს თამაში იძლევა. მიუხედავად იმისა რომ უკვე 2 თვეა რაც ამ თამაშს ვთამაშობ ძალიან ჩამითრია და საკმაოდ დამაინტერესა. ახალბედა გეიმერი არ ვარ და არც პატარა ვარ ასაკით საკმაოდ კარგი გამოცდილება მაქ და ის რაც ამ თამაშს აქ ძალიან იშვიათ თამაშში თუ შეხვდები. უპირველეს ყოვლისა უდიდეს პლიუსად მიმაჩნია შემეცნებითი ხასიათი, ანუ სახელმწიფო მოწყობისა და სოციალური წყობის ვირტუალური იმიტაცია ძალიან საინტერესოა მითუმეტეს როდესაც ეს თამაშის სახითააა გადმოცემული.

ჩემი სტატიის ძიტითადი მესიჯი მინდა იყოს ის რომ მე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოვუხადო იმ გამოცდილ თუ ახალბედა მოთამაშეს რომელიც მე გვერდში დამიდგა და მხარში ამომიდგა რომ წელში გავმართულიყავი . მე უკვე 635 ძალა მაქ მართალია ეს არაფერია განსაკუთრებული , მაგრამ ის გამოცდილი მოთამაშეები რომ არა ესეც არ იქნებოდა და მეც ხელს ავიღებდი თამაშზე . რაც მეტი იქნება დახმარება ახალბედებისათვის მით უფრო მეტ პოტენციურად ძლიერ პროფილს ჩაეყრება საფუძველი. ახალბედებმა მილიონამდე დიმეიჯი დადეს პრეუსთან ბრძოლაში რომელშიც ყველას მოგეხსენებათ რომ ყველა ბოლომდე დაიხარჯა და შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთა . ამ დროს გამოჩნდა ისე როგორც მთელი საქართველოს ძალა ასევე ახალბედა და მონდომებული E მოქალაქეების მნიშვნელობა .


კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას და წარმატებებს გისურვებთ სუყველას . არ მინდა სახელების ჩამოთვლა დავიწყო რადგან არ მინდა ვინმე გამომრჩეს. დიდი მადლობა ჩემ პარტიას მის ხელმძღვანელობას რომლებიც FB ჩატში დაუზარელად მაძლევენ რჩევებს და მეხმარებიან ჩამოვყალიბდე ძლიერ მოთამაშედ.



არ დაიზაროთ დააკომენტარეთ და და VOTE + SUBSCRIBE საც თუ გააკეთებთ ხომ მით უკეთესი ,,,