მე - დიქტატორი.

Day 2,674, 23:43 Published in Georgia Georgia by J.Volandi

წუხელ დამთავრდა სისხლისმღვრელი ბრძოლა ძმათა შორის და ბავშვობის ოცნება ავისრულე, ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი ვარ. მართალია ეს მხოლოდ თამაშია, მაგრამ მაინც...

სამხედრო გადატრიალება, პუტჩი ოთხმა კაცმა მოვაწყვეთ (სულაც არ ვართ ხუთნი, როგორც აწ უკვე გაბუნძულებული ხელისუფლება და მისი დამქაშები ამბობენ) და თქვენ, ხალხის აზრს დაგიპირისპირდით.



ყველაფერი მართალია რასაც ისინი ამბობენ, ჩვენ ვერ ავიტანეთ არჩევნებში წაგება, ვერ ავიტანეთ რომ თქვენს მიერ არჩეულ ხელისუფლებას უნდა ვემართეთ.

ჩვენ არ ვაპირებთ ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ვიზრუნოთ ბეიბი ბუმზე, ვაპირებთ ის ფული რაც ბიუჯეტში შემოვა, ჩვენი პირადი მოხმარებისთვის დავხარჯოთ და ჩვენი ექაუნთები გავაძლიეროთ.

უფრო მეტი, მე არ ვაპირებ ძალაუფლება დავუთმო იმ დანარჩენ სამს, რომლებიც დიქტატორად გახდომაში მეხმარებოდნენ, მათ მხოლოდ ძვალს გადავუგდებ, ყველაზე გემრიელი ხორცი კი მე შემხვდება.

ვაპირებ მოვიყვანო ბევრი ჩემი უცხოელი მეგობარი, რომ ვერასდროს შეძლოთ აჯანყება. ამიტომ, ვისაც გინდათ შეგიძლიათ გაიქცეთ ქვეყნიდან, ეს ქვეყანა თქვენი უკვე აღარ არის!!!

















რასაკვირველია ის რაც უკვე დავწერე, სრული სისულელეა, მაგრამ ამის გაგონება, ამ აბზაცის წაკითხვამდე ალბათ შვების მომგვრელი იქნებოდა ჩვენთან დაპირისპირებული ძალისთვის და ვეცადე ასე მენუგეშებინა.

მანტექს, გამუკა, ვუქსმენ და სხვებო 😘****


ახლა კი რეალურად, რა მოხდა წუხელ საქართველოში და რატომ მოხდა და რა იქნება?!


დიქტატურა - კლასიკური გაგებით ერთი ადამიანისთვის განუსაზღვრელი ძალაუფლების გადაცემას ნიშნავს, მაგრამ არის მეორე მნიშვნელოვანი დეტალი. რეალური დიქტატურა გვაქვს მაშინ, როდესაც ეს ერთი ადამიანი ამ განუსაზღვრელს ძალაუფლებას განუსაზღვრელად იყენებს და ფეხზე ჰკიდია სხვა ყველაფერი.

გვექნება თუ არა ჩვენ ქვეყანაში რეალური დიქტატურა? არა! მე არ ვაპირებ ვიყო ერთპიროვნული მმართველი და უფრო მეტიც, ზოგადად მძულს მმართველობა, ზედმეტად უმადური საქმეა.

ქვეყანას ისევ ეყოლება კონგრესი, ქვეყანას ისევ ეყოლება მთავრობა და პრეზიდენტი.
რეალურად, ისინი იქნებიან ფაქტობრივი მმართველები, ხოლო ჩვენ - დიქტატოტრები, უბრალოდ იურიდიულად ვიქნებით ამ პოსტზე.

ჩვენ ვაპირებთ შევქმნათ რამე ორგანო, ვთქვათ ,,უხუცესთა საბჭო" ან ნებისმიერი დასახელების ერთობა, სადაც გაერთიანდება ყველა მოქმედი და ძველი პრეზიდენტი და ყველა პარტიის ლიდერი (ქ ალბათ შეზღუდვა იქნება და მმართველობაში მიიღებენ მონაწილეობას ისეთი პარტიები, რომელთა რაოდენობა კონკრეტულ ციფრს აღემატება, იმიტომ რომ ერთი და ორ კაციანი პარტიები არ წყვეტდნენ ქვეყნის ბედს). გადაწყვეტილების მიღება იქნება დამოკიდებული ამ ხალხის კენწისყრაზე და მათ ხმებზე.

გადაწყვეტილებას მიიღებს მთავრობა, გადაწყვეტილებას მიიღებს კონგრესი, ეს ხალხი კი უბრალოდ ამ ყველაფრის შემსრულებელი იქნება. მაგრამ შეეძლებათ მთავრობის და კონგრესის გადაწყვეტილებაში ჩარევა მხოლოდ ორ შემთხვევაში, ვეტოს უფლების გამოყენება ან გადაწყვეტილების შეცვლა ისე, როგორც ეს ქვეყნისთვისაა მისაღები 1. თუ საკითხი ეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ცვლილებებს 2. თუ საკითხი ეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ ცვლილებებს.

რატომ მოხდა ეს გადატრიალება და წავედით თუ არა ჩვენ დემოკრატიის წინააღმდეგ?

გადატრიალებას ორი მიზეზი ჰქონდა.

1. საგარეო ფაქტორი - თუ დააკვირდებით სხვა ქვეყნებს, ნახავთ რომ უმრავლესობაში დიქტატურა დამყარდა და საკმაოდ ბევრია ისეთი ქვეყნები (უმეტესად სუსტები) სადაც ეს დიქტატურა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა დაამყარეს. დიდ ქვეყნებშიც იყო მცდელობები, მაგრამ ვერ შეძლეს. დიქტატორის ფუნქციის დამატებით ადმინისტრაციამ მისცა შანსი ძლიერ ქვეყნებს, გადაყლაპონ სუსტები. როდესაც ამოიწურება მაგ ქვეყნებისთვის მეზობელი ,,სუსტი ქვეყნები" ერთ-ერთი სამიზნე მათთვის ჩვენც ვიქნებით. ანუ ჩვენ კვლავ დავდექით იმ საფრთხის წინაშე, რის არიდებასაც მაშინ ვცდილობდით როდესაც ესაქართველო შეიქმნა. პტო-ს საფრთხის წინაში. იმ პერიოდში სხვა ქვეყნებს შეეძლოთ დაეპყროთ ჩვენი ქვეყანა შიგნიდან, თუ ჩვენზე მეტნი იქნებოდნენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, დღეს ეს ძალით შეუძლიათ. დიქტატურა ერთგვარი პრევენციაა ამისთვის, ა) ჩვნს გადასაყლაპად მათ დასჭირდებათ არა 200 000 არამედ 400 000 ფული, და უფრო მეტი დრო, რომ თავისი გეგმა განახორციელონ. რასაკვირველია ჩვენს მიერ დამყარებული დიქტატურა, თუ რომელიმე ძლიერმა ქვეყანამ სერიოზულად მოინდომა ჩვენი დაპყრობა, ამის თავიდან აცილების 100 %-იან გარანტიას ვერ იძლევა, მაგრამ ასე უფრო დაცულები ვართ.

2.მეორე მომენტი იყო საშინაო ფაქტორი, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს იყო კონგრესი და ეს იყო ახალბედები რომლებმაც იმაზე მეტი ,,იკისრეს" ვიდრე საჭირო იყო, ეს იყო ,,იდეალურად ჩატარებული არჩევნები", ეს იყო პრეზიდენტის ,,ეფექტური" მუშაობა.

სულ ბოლოს კონგრესი არაადეკვატური გახდა და მიიღო ისეთი კანონი, რომელმაც რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია. ეს საფრთხეა ქვეყნისთვის, ახალბედების ჯგუფს, რომლებიც უმეტესად არც კი კითხულობენ რატომ გამოვიდა კანონი ისე აძლევენ ხმას, შეუძლიათ მიანგრიონ აწყობილი სისტემა. მათთვის კონგრესმენობა პრივილეგიაა და არა პასუხისმგებლობა.

ამავე დროს ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც რამდენიმე ახალბედა, რომელიც ქვეყნის სათავეში მოხვდა, იღებს იმ წესებს, რომელიც მას უსწორდება და ბლოკავს იმ ხალხს, ვინც ამ ქვეყნისთვის იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე ეს ახალბედები აკეთებენ თავის პარტიასთან ერთად. ჩემთვის პირადად უდიდესი უნამუსობაა, დაბლოკო ჯორჯიან ვულფი (სხვებს რომ თავი დავანებოთ) მილიტარი იუნიტის ჩატში, ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა არა მარტო ქვეყნის განვითარებაში, არამედ თქვენი - უმრავლესობის ,,გაზრდაში". არ გეჩვენებათ რომ უნამუსობაა ვიღაც ზაგრადამ დაბლოკოს ვულფი ჩატში, სადაც უამრავი ახალბედა შემოდის და რჩევები უნდა მისცე და დააკვალიანო?! მე მეჩვენება.

აქ მე დავინახე მორიგი საფრთხე, არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის. ვიღაცას, ვისაც ამის მორალური უფლება არ აქვს, შეუძლია გვერდით ჩააჩოჩოს ის ხალხი, ვინც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა და ვინც ქვეყნისთვის ბევრ რამეს აკეთებს. ქვეყანა ისევ ზარალდება.

ახლა სევეხოთ დემოკრატიის თავზე გავლას და ჩვენს მიერ ხალხის ნების ფეხზე დაკიდებას, როგორც ჩვენი ოპონენტები ამბობენ.

ბოლო არჩევნებზე ხალხის ხმა ასე განაწილდა, ვეტელი - 86 ხმა, მანტექსა - 87 ხმა. ჯამში 173 ხმა. (მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამ დროს ბეიბი ბუმი დაწყებული არ იყო)
10 დღით ადრე, კონგრესის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 172-მა ადამიანმა.

ახლა გადავხედოთ სტატისტიკას...

ვინაიდან ყოველი თვის 25-ში ჯერ კონგრესის არჩევნებია ხოლო 10 დღეში, ანუ მომდევნო თვის 5 რიცხვში საპრეზიდენტო არჩევნები, სტატისტიკა ასე დავთვალოთ, წინა თვის კონგრესის და მომდევნო თვის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.

2014 წლის სექტემბერში კონგრესის არჩევნები. მონაწილეობა მიიღო - 155 ადამიანმა.
2014 წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 122-მა ადამიანმა.

2014 წლის კონგრესის არჩევნები - ოქტომბერი. მონაწილეობა მიიღო - 159-მა ადამიანმა.
2014 წლის ნოემბერი. საპრეზიდენტო არჩევნები - 138 მონაწილე.



2014 წლის ნოემბერი. კონგრესის არჩევნები - 146 მონაწილე.
2014 წლის დეკემბერი. საპრეზიდენტო არჩევნები - 109 მონაწილე.


2014 წლის დეკემბერი. კონგრესის არჩევნები. – 128 მონაწილე.
2015 წლის იანვარი. საპრეზიდენტო არჩევნები - 140 მონაწილე.


2015 წლის იანვარი. კონგრესის არჩევნები - 193 მონაწილე.
2015 წლის თებერვალი. საპრეზიდენტო არჩევნები - 180 მონაწილე.


ესაა სტატისტიკა და ესაა ფაქტი. კონგრესის არჩევნებში, ყოველთვის იმაზე მეტი ადამიანი მონაწილეობს, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებში. ხშირად რამდენიმე ათეული ადამიანით მეტი.(ამ სიაში მხოლოდ ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც ეს პირიქით მოხდა. 2015 წლის იანვარში ჯიმი ლევი ავირჩიეთ ერტობლივი გადაწყვეტილებით)

წინა არჩევნებში ეს სტატისტიკა გათანაბრდა, კონგრესის და საპრეზიდენტო არჩევნებში ერთი და იმავე ოდენობის ხალხმა მიიღო მონაწილეობა. ეს ყველაფერი გასაგები იქნებოდა, რომ არა ერთი დეტალი.

ბოლო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა ერთ-ერთმა პარტიამ. ეს იყო National Front of Georgia რომელმაც 10 დღით ადრე 31 ხმა მიიღო კონგრესის არჩევნებზე. ანუ, რეალური სხვაობა კონგრესის და საპრეზიდენტო არჩევნებზე 1 კი არა, 30 ხმაა.

საიდან მოვიდა ის 30 ხმა (რომელიც National Front of Georgia-ს არ მიუცია) და ასევე ის რამდენიმე ათეული ხმა, რომლითაც კონგრესის არჩევნები ყოველთვის ჯობდა საპრეზიდენტოს, რაოდენობით?

ეს ხმა ალტერებით მოვიდა. არჩევნები კი გაყალბდა. ვინ აყალბებს არჩევნებს?
ბოლო საპრეზიდენტოზე მანტექსას 6 ხმა დააკლეს, ვეტტელს კი მხოლოდ ერთი.
გაითვალისწინეთ ისიც რომ ადმინისტრაცია ხშირად ვერ პოულობს ალტერებს.
გაითვალისწინეთ ისიც რომელი პარტიის წევრები იყენებენ ალტერებს ფულადი მაქინაციებისთვის.
გაითვალისწინეთ ისიც, თუ რომელ პარტიებს ემატებათ წევრები გეომეტრიული პროგრესიით, რაც მხოლოდ სპამის შედეგი არაა.

მე არ ვამბობ იმას, რომ ვეტელის მხარდამჭერები ანგელოზები არიან, მაგრამ არსებობს სტატისტიკა, არსებობს თანაფარდობა და ყველანი ვხედავთ თუ რაც ხდება ხოლმე ჩვენს ქვეყანაში, რომ რამდენიმე ჩვენი მოწინააღმდეგე არც მალავს რამდენიმე ალტერი რომ ჰყავს და მშვენივრად უმალავს მას ადმინისტრაციას.

ანუ, არჩევნები მოტყნეს და მანტექსამ მხოლოდ იმიტომ გაიმარჯვა, რომ ალტერებით დაუჭირეს მხარი.

არჩევნები - ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია. თუ არჩევნები ყალბდება, დემოკრატიაც იტყვნება. და ჩვენ, ე.წ. დიქტატორებს, დემოკრატიის მოტყვნაზე გვიკიჟინებს ის ხალხი, ვინც ყველაზე არადემოკრატიული ხერხით, არჩევნების გაყალბებით მოტყნეს დემოკრატია. მაგ არჩევნების გაყალბებით დაირღვა უმრავლესობის უფლებები და არა ამ დიქტატურის მოწყობით. და უმრავლესობა ჩვენ ვართ, არა 5 ადამიანი, არამედ რამდენიმე ათეული- თქვენდა სამწუხაროდ.

და ბოლოს, პრეზიდენტის ,,ეფექტური" მუშაობა.

ხელისუფლებასი მოსვლისთანავე, მატექსამ ის ,,ბაზარი" გაუშვა რაც ოცნებას აქვს გაშვებული დღეს, რომ ყველაფერი ცუდი რაც ახლა ხდება, წასული ხელისუფლების ბრალია 😁))))
მაგალითი?
კრედიტების თემა.
კრედიტების გადაცემა გადაწყვიტა ჩემი მმართველობის დროს მყოფმა ხელისუფლებამ. დავახურდავეთ ფული, გადავიტანეთ ბანკში. 2 დღეში ახალი არჩევნები ჩატარდა და მანტექსამ გადაიბარა ხელისუფლება. 9 დღეზე მეტი კრედიტი არ ჰქონდა გაცემული და როდესაც პასუხი მოთხოვეს (მეცხრე დღეს სტატია დაიდო) მანტექსამ ჩვენკენ გამოიშვირა ხელი, იმათი ბრალიაო 😁))))))) და რამდენიმე დღის მერე, როგორც იქნა კრედიტები გასცა.

ნუ, ალბათ დემოკრატიის საოცარ ნიმუშად უნდა ჩაითვალოს ის, რომ შეიქმნა აუარება ჩატი, კონგრესის, სამხედროების, მთავრობის, მგონი მეწარმეთა ჩატის გაკეთებაც უნდოდათ 😁) და რომ მანტექსას თითოეულ სამინისტროში 5409455 ადამიანი სჭირდებოდა დასასაქმებლად.

ყველაზე დიდი შეცდომა, რუსეთთან სავარჯიშო ომი იყო.
ამ ხელისუფლებას მე ვაფრთხილებდი ყველგან, რომ არ იყო ეს ომი კარგი, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლებოდა.
მაინც დაიწყეს.
სადამდე მივედით თქვენც დაინახეთ.
ორჯერ ვიყავით თბილისის დაკარგვის საფრთხის ქვეშ.
ორივეჯერ ჩვენი მუ-ს და მისი წევრების დიდი ძალისხმევით ეს ავირიდეთ თავიდან.
დავხარჯეთ აუარება ფული.
დავკარგეთ ჩილესთან მპპ.
და საბოლოოდ ეს ომი სადღაც 200 ათასზე მეტი დაჯდა, ამას მიათვალეთ ის რესურსები რომელიც ამ ომში დავხარჯეთ.
ყველაზე მაგარი ისაა, რომ ტიპს ლამის გეგმა დავუწერე, როგორ დაედო ზავი, მაგრამ მიუხედავად ამისა 17 საათით ადრე დაიწყო ბრძოლა (ამბობს თამაშის ბაგის ბრალიაო. თუმცა ადმინებმა უპასუხეს ჩვენ არაფერ შუაში ვართო) და მინიმუმ 13 საათზე მეტი ხნით გაწელა ზავის დადების პროცესი. საბოლოოდ მივედით იქამდე რომ ახლაც ურტყამენ რუსები თბილისს. ამ თამაშში დროულად მოქმედებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ყველაფერი ძალიან სწრაფად ხდება ხოლმე (1 თვის განმავლობაში 3 არჩევნები გვაქვს)
ამისთვის მოგვიხდა წინა ბრძოლებში რამდენიმე ზედმეტი რაუნდის მოგება, ისევ რესურსების ხარჯვა, რომ დრო გაწელილიყო...

შემიძლია დაგამშვიდოთ, ზავის ხელშეკრულება მანამ შევა ძალაში, ვიდრე ეს ომი დასრულდება, მაგრამ პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ომი დაწყებულიყო და ასე უაზროდ გაწელილიყო..

და აქ მხოლოდ იმპიჩმენტი გამოსავალი არ იყო, იმიტომ რომ ზემოთ დასახელებული ფაქტორებიც არსებობდა.

ძაან გამიგრძელდა.
ჩვენ - ის ხალხი ვინც ახლა მოვედით, ვიზრუნებთ იმაზე რომ ესაქართველო უკეთესი იყოს, თითოეულს გექნებათ შანსი გააკეთოთ ამისთვის ყველაფერი, გექნებათ შანსიც და ხელშეწყობაც.

ვისაც წასვლა გინდათ, არავინ გაკავებთ, მე თვითონაც ორჯერ ვიყავი სხვა ქვეყანაში აქ რომ არ მომწონდა სიტუაცია.

ჰო, ერთი დეტალია კიდევ.
გამას 53 თუ 63 ათასი აქვს ნასესხები ბიუჯეტიდან, რომელიც პრეზიდენტმა მისცა.
იმედია მალე დააბრუნებს.
ასევე იყო საუბარი იმაზე, რომ კრედიტებს არ დააბრუნებს მავანი, რახან დიქტატურაა.

იმედია ეს ყველაფერი ხუმრობაა და ვიღაც ბიუჯეტის ხარჯზე არ იგულავებს. შეგახსენებთ, რომ კრედიტების ოქრო, ჩვენმა ქვეყანამ ტურნირში მოიგო, და ამ ტურნირში ჩვენი მილიტარი იუნიტიდან ტოპ 5-ში ჩვენი მილიტარი იუნიტის 3 წევრი იყო, ხოლო დანარჩენი ორი სხვა მუ-ს უცხოელი.

ეს ოქრო ბრუნავს, კრედიტს ვაძლევთ ერთს, როცა ის აბრუნებს, ვაძლევთ მეორეს.
თუ ფული არ დაბრუნდება, ახალი კრედიტი ვერ გაიცემა.
და თუ ვერ გაიცემა, ეს იმ ხალხის ბრალი იქნება, ვინც ბიუჯეტის ფულს შეთქვლეფს და არა ჩვენი. მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ, იმედია იხუმრეს.