რესპები ძლიერი ე-საქართველოსთვის

Day 2,672, 08:03 Published in Georgia Austria by NicK TS

მოკლედ ბბ დასრულდა ასევე ჩემი პარტიის პრეზიდენტობის მეორე ვადაც დასრულდა და მინდა ცოტაოდენი შეჯამება გავაკეთო და მომავალზეც გავამახვილო ყურადღება.
მოდით ბბ-ს შეჯამებით დავიწყოთ და ჩემი ვიწრო თვალსაწიერიდან (მენტორი ვარ და მეტი არაფერი) შევაფასებ. საკმაოდ კარგი ბბ გამოვიდა ბევრი ახალი დაგვემატა და განსხვავებით გასული თვეებისაგან უფორ მეტი დარჩა თამაშში (ნუ ამ ეტაბზე ასეთია სიტუაცია) და იმედია ასე გაგრძელდება. ყველაზე მეტად არ მომეწონა ის ფაქტი, რომ მენტორების უმრავლეოსბა არ ასრულებდა საკუთარ მოვალეობას ჯეროვნად და ძირითადად პარტიის პიარით და მასში ახალბედების შეყრით იყო დაკავებული და ნორმალურად არც კი უხსნიდნენ თამაშის არსს. (ხშირი იყო ისეთი შემთხვევა როცა მოთამაშე პარტიის წევრი იყო უკვე და სამხედრო დანაყოფი რა იყო არც კი იცოდა სხვაზე რომ არ გავამახვილოთ ყურადღება) რაც ძალიან სამწუხაროა, იქედან გამომინარე რომ ალბათ ჯერ ვერ მივხვდით ან არუნდათ მიხვდენენ რომ მთავარი დროებითი პირველობა კი არ არის მთავარი ქვეყნის მოსახლეობის ზრდაა, თქვენც ხომ კარგად იცით რომ თუ ასე არ მოხდება ვერც აფხაზეთს დავიბრუნებთ და შეიძლება სხვა რეგიონის გაქირავებაც მოგვიხდეს. (თუ ყურადღებას არ მიაქცევთ და არ დაეხმარებით დაანებებს თამაშსს თავს და დარჩებით ხიშტზე თქვენც და ქვეყანაც. უკვე 8 თვე გავიდა რაც ქვეყანა დაამატეს და 200 აქტიურ მოთამაშეს ვერ ავცდით ნუთუ კიდევ არ ფიქრობთ რომ სტრატეგია რომელიც ახალი მოთამაშეების მიმართ გაქვთ დამკვიდრებული შესაცვლელია? 🙁 ) ახლებს კი ვთხოვ თუ ვერ მოახერხეს ესაქართველოს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრების ფერხულში აქტიური ჩაბმა გთხოვთ თავს ნუ დაანებებთ თამაშსს ყოველ დღე 10 წუთით თამაშში შემოსვლით ვარჯიშით და მუშაობითაც კი დიდი დახმარება შეგიძლიათ გაუწით ესაქართველოს, როგორც რეალურ ცხოვრებაში აქაც ბევრმა ირონიულად თქვა აფხაზეთი ვერ დაგიბრუნებიათ და რუსეთს უტევთოო? 🙂 რას ვიზავთ თქვენი დახმარება გვჭირდება მარტო 200 მა კაცმა ის გავაკეთეთ რაც გავაკეთეთ მეტის საშუალება ჩვენ არ გვაქ 🙁 ვარდი კიდე უეკლოდ არავის მოუკრეფია :/.
ახლა კი დავუბრუნდეთ ბბ-ს აბ ბბ-ს მიმდინარეობის პერიოდში (პრეზიდენტის დახმარებით მადლობა ირაკლი 🙂 ) დავარიგე 1000 ქ7 იარაღი და 20 000 ქ1 10 000 ქ2 საჭმელი ვაძლევდი ყველა ახალბედას (და ასე განვაგრძობ მომავალშიც) მიუხედავად იმისა რომ მათი 90% ჩემს პარტიაში არ იყო ჩემი რჩევა იქნება კარგად გაეცანით პარტიის მართვის სტრუქტურას და იდეოლოგიას სანამ გაწევრიანდებით, რადგან პარტიის იდეოლოგიაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული თან პარტიის წევრობა აუცილებელი პირობა არ არის და შეგიძლიათ ნეიტრალური პოზიცია.
პ.ს თუ ჩვენი გეგმები და იდეოლოგია თქვენს ხედვებს ემთხვავა შემოგვიერთდით ამისათვის კი ფოტოზე დააკლიკეთ და ჩვენი კანტორის გვერდზე აღმოჩნდებით

გადავიდეთ პარტიაზე 🙂
უკვე ორი თვე არის რაც პარტიის პრეზიდენტი ვარ და მინდა მოკლედ მიმოვიხილო განვლილი პერიოდი. ამ პერიოდში რესპუბლიკურმა პარტიამ პარტნიორ პარტიებთან ერთად შეძლო და დაასრულა უჯპ-ედპ-ს ტირანია :დ და ვიმედოვნებ მომავალ არჩევნებშიც ჩვენი კანდიდატი მიაღწევს წარმატებას 🙂
რესპუბლიკური პარტია იმართება წესდების შესაბამისად რომელიც პარტიის კონსტიტუციას წარმოადგენს და მისი დაცვა სავალდებულოა პარტიის ყველა წევრისათვის. პარტია განაგრძობს იმ პუნქტებით ფუნქციონირებას რომელიც გასულ თვეს დამტკიცდა!
აქვე მინდა შევახსენო ყველა რესპუბლიკელს რომ ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და გთხოვთ დარეგისრირდეთ და მოემზადეთ წინასწარი კენჭისყრისათვის, რომელიც შემდეგი პრინციპით გაიმართება
თუ სკაიპ ჩათსი შემოსვლას და საკუთარი ვარიანტის პარტიის პრეზიდენტისთვის გადაგზავნას ვერ ახერხებთ მაშინ შეგიძლიათ თქვენი ვარიანტი მოგვაწოდოთ ელექტრონულ ფოსტაზე ereprepublican@gmail.com
რაც შეეხება ახალბედებს ჩვენ ყველანაირად დაგეხმარებით მიუხედავად ხართ თუ არა რესპუბლიკური პარტიის წევრი, ამისათვის უკვე 2 თვეა ფუნქციონირებს „ახალგაზრდა მოქალაქეების ინტენსიური განვითარების ცენტრი“ ანუ რეპუბლიკელების სკოლა სადაც თეორიულთან ერთად მატერიალურ დახმარებასაც აღმოგიჩენთ.