დღენი გრიშაიასი

Day 2,644, 06:31 Published in Georgia Georgia by Giga Nems

თავი I 2013წ. 2მაისი. სკოლა

მე დევიბადე და გევიზარდე სოფელში, მერეთ წევეი ქალაქში. ხოდა ერთ დღეს მამუკიამ მითხრა_სამუშოო გიშოვე წამოი ფული არ გაწყენს ვიციო. ყოლიფერი დეიწყო აქიდამ .

თავი II 2013წ. 2მაისი. სკოლა

წავყევი მამუკიას და ნაცხე რაცხა დიდი კომბინატი. ეგი ყოფილა ლიმონათების ქარხანა.
შევედი. ერთ მხარეს თუთხმეტი კაცი მუშოობდა, მორე მხარეს 14(მე მელოდებოდენ ალბათ  ).
-გამამყევი-მითხრა მამუკიამ-წამოი გრიშაია.
წავყევი.შოვუდექით კიბეს.
-დიდუ რა კაია-ვთქვი და თან აზრზე არ ვიყავი რატო.
-კაია და თუ მეეწონე დირექტორს , შენც აქანე იმუშივეფ შემსავით.-მითხრა მამუკიამ.
მივადექით შავ კარებს. დააკაკუნა მამუკიამ.
-მობრძანდით!-გევიგონე ხმა შიგნიდან.
შევაღე კარები და პირველი თვალში მეცა წიგნებით გამოტენილი შკაფები.
-დაბრძანდით!-იმ კაცმა კრესლოებზე მიგვითითა.
მე მოურიდებლათ ჩავხტენი კრესლოში.
ხო მართლა ე კაცი იყო დავით ტაბიძე(კარებზე ეწერა).

თავი III 2013წ. 3მაისი.ტრიალი მინდორი.

დამიწყო ამ კაცმა კითხვები:
-ვაკანსიის თაობაზე ხართ მოსული ხო?
-ზუსტათ ზუსტათ მაგაზე.
-მითხარით თქვენი სახელი და გვარი.
-გრიგოლ ჩაკვეტაძე.
-ასაკი?
-რა?
-რამდენი წლის ხართ?
-24-ისი
-გამოცდილება თუ გაქვთ ამ ან სხვა რაიმე სფეროში?
-სფეროები მაინცდამაინც არ მომწონს.
-გამოცდილება თუ გაქვთ ამ ან სხვა რაიმე საქმეში მეთქი!
-არავითარი!!!
-მმმ... ერთი კვირა უხელფასოდ იმუშავეთ და თუ თქვენი მუშაობა კომპანიისათვის მომგებიანი იქნება, დაგინიშნავთ ხელფასსაც.
-მასე იყოს.
რაცხაზე მოვაწერე ხელი და გამევედი ოთახიდან.


საქმე იმაშია რომ როდესაც მე ამის მეტი ვერაფერი ვნახე ანუ ეს ჩემი დაწერილი არაა, უბრალოდ ჩემ მერხში შეტენილ ქაღალდთაგანია.