[პრეზიდენტი] მთავრობის რესტრუქტურიზაციის გეგმა

Day 2,636, 07:49 Published in Georgia Ukraine by SuperManteX



გამარჯობათ, აქ მინდა შემოგთავაზოთ ე-საქართველოს მთვრობის მოდერნიზებული სტრუქტურა, დეცენტრალიზირებული სამთავრობო აპარატით და განაწილებული მოვალეობებით. ძირითადი სამთავრობო სტრუქტურიზაციის გეგმა გამოიყურება შემდეგნაირად:



ყოველი მინისტრი იქნება პასუხისმგებელი საკუთარ სამინისტროზე, იმაზე რომ ანგარიში ჩაბარდეს ყოველკვირეული იმის შესახებ თუ რა გაკეთდა და რა იგეგმება მომდევნო კვირას. ყოველი მინისტრი ვალდებული იქნება იქონიოს სკაიპის ლოგინი და იმყოფებოდეს სამთავრობო ჩატში. თუ მინისტრი არაა ადგილზე საპატიო მიზეზით, მან პრემიერთან ან პრეზიდენტთან კომუნიკაციის საფუძველზე მის მოვალეობას შეასრულებს მისი პირველი მოადგილე.

დამატებითი წესი, რომელიც აუცილებელი იქნება სამთავრობო პუბლიკაციებისას. სამინისტრო მიუთითებს საკუთარ სიმბოლიკას სტატიის სათაურის წინ, მაგალითისთვის [MOD], [MOF], [MOE] და ა.შ. დასაშვებია ქართული ანალოგებსი გამოყენებაც, მაგალითად, [თავდაცვა], [განათლება], [პრესცენტრი], [პრეზიდენტი] და ა.შ. ყოველი სამთვრობო სტატია გამოიცემა ასეთნაირი სტანდარტით. სახელმწიფო სიმბოლიკის გამოყენება სამინისტროების სტატიებში ასევე იქნება რეკომენდირებული.



პრემიერ-მინისტრი
პრემიერ მინისტრის ძირითადი მოვალება იქნება მთავრობის კონტროლი და მართვა. იგივე იქნება პასუხისმგებელი შეამოწმოს ყველა მინისტრის აქტიურობა და ჩართულობა, ასევე პროექტების მიმდინარეობის სტატუსი. პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა მოითხოვოს და პრეს-ცენტრთან ერთად გამოსცემ მთვრობის ყოველკვირეული ანგარიში, უხელმძღვანელოს მთავრობის ყველა რგოლს და პრეზიდენტის არყოფნისას შეითავსოს მისი ყველა მოვალეობა საშინაო პოლიტიკის კუთხით.



სამინისტროები
თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის მინიტრის უპირველეს ამოცანებად ისევ დარჩება ჯარის მენეჯმენტი, კო-ების დადება ქვეყნის სახელით მნიშვნელოვან ბრძოლებში, და სამხედრო ბრძანების დროულად გამოცხადება(!!!) თავდაცვის მინისტრი არის ძალიან მნიშვენლოვანი ფიგურა საქართველოში და ვინც ამ თანამდებობას ითვებს, გაითვისოს რომ სჭირდება მაქსიმალურად აქტიური ყოფნა თამაშის პერიოდში. თავდაცვის მინისტრი აჯამებს სამინისტროს მიერ კვირის განმავლობაში გაწეულ სამუშაოს.

მინისტრის მოადგილე კურირებას გაუწევს ჯარში კაპიტნების კორპუსს, დანიშნავს და გაამწესებს მათ, ასევე ჩაანაცვლებს თავდაცვის მინისტრს ბრძანების გამოქვეყნების მხრივ. მაქსიმალურად საჭიროა ბრძანებები იდებოდეს დროულად და იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველდღიურად იყოს ბრძანებები გამოქვეყნებული, ბრძოლების პრიორიტეტებით.

კაპიტნების კორპუსი იქნება ჯარში დანიშნული კაპიტნების გამაერთიანებელი სტრუქტურა. კაპიტნების მოვალეობა იქნება მიხედონ საკუთარ დანაყოფს და დააკვირდნენ აქტიური მოთამაშეების რაოდენობას. ასევე შევიდნენ საკუთარი დანაყოფის წევრებთან კომუნიკაციაში და შესთავაზონ დახმარება, მისცენ რჩევები და ა.შ.

თავდაცვის სამინისტროს ეყოლება 4 სარდალი, თითო ერთი დივიზიისთვის. მათ მიმართ იქნება თხოვნა თავალყური ადევნონ საკუთარ დივიზიაში ბრძოლის მიმდინარეობას მნიშვნელოვანი ომების მიმდინარეობის და/ან სამხედრო მობილიზაციის პირობებში; იცოდნენ ვინ არის ძირითადი დამრტყმელი ძალა მათ დივიზიაში; მოუწოდონ მოთამაშეებს ბრძოლისკენ ან გააკეთონ კო-ს განთვსების რეკომენდაცია.

თავდაცვის სამინისტროს სრული სტრუქტურა, პრეზიდენტი და პრემიერი გაერთიანდება გენერალურ შტაბში, რომელიც იქნება ბრძოლისას ძირითადი სტრატეგიის ჩამომყალიბებელი და გამტარებელი სტრუქტურა. სამხედრო პოტენციალი და ბრძოლის მიმდინარეობა წარიმართება შტაბიდან.



საგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა მინისტრის ძირითადი მოვალეობა ისევ იქნება უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან ოფიციალური საუბარი. საგარეო საქმეთა მინისტრი აგრეთვე იქნება პრეზიდენტის უშუალო რწმუნებული “რუთის ალიანსში” მისი არყოფნის პერიოდში და ისარგებლებს იგივე ხმით, რითაც პრეზიდენტი ფორს-მაჟორულ სიტუაციაში. საგარეო საქმეთა მინისტრი მოახდენს მპპ-ების, ხელშეკრულებების მომზადებას და მათ წარუდგენს მთვრობას რატიფიკაციისთვის. საგარეო საქმეთა მინისტრი დაეხმარება და წარმართავს დაზვერვის დეპარტამენტის ფუნქციონირებასაც. საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობა იქნება აგრეთვე კვირეული შემაჯამებელი მოხსენების წარდგენა.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იქნება მინისტრის კომუნიკაციის მთავარი რგოლი და მისი არყოფნისას მინისტრის მოვალეობის უშუალო შემტვსებელი. მინისტრის მოადგილეს მინისტრთან შეთანხმებით ექნება უფლება წარმართოს საერთაშორისო მოლაპარაკებები და ილაპარაკოს ქვეყნის სახელით. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს მოეთხოვება უცხო ენების კარგი ცოდნა და ენთუზიაზმი.

დაზვერვის უფროსი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე მოადგილე და მისი მოვალობა იქნება უშუალოდ წარმართოს და მოაწესრიგოს დაზვერვის დეპარტმენტი. მისი მოვალეობა იქნება მოაგროვოს და წარუდგინოს საგარეო საქმეთა მინისტრს და მთავრობას ე-მსოფლოში მიმდინარე მოვლენები, დაზვერტის დეპარტამენტს ეყოლება მზვერავები, რომლებიც მიიღებენ სამუშაო კვადრატს და ქვეყნებს. ასევე დაზვერვის დეპარტამენტი მიიღებს დაფინანსებას სახელმწიფოდან. დაზვერვის უფროსს და მზვერავებს მოეთხოვებათ უცხო ენების გარკვეული ცოდნა.



ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა მინისტრი იქნება ვალდებული აღწეროს ბიუჯეტის ფინანსური მდგომარეობა, დღიური და კვირეული შემოსავალი, სახელმწიფოს მიერ ახალბედებისთვის რესურსებით უზრუნველყოფისთვის, პროეტებში, ალიანსებში და სამხედრო მიზნებისთვის დახარჯული თანხა. მთავრობის წევრები და სამინისტროს წარმომადგენლები დაფინანსების საჭიროების წარმოშობისას ვალდებულები იქნებიან აცნობონ ფინანსთა მინისტრს მოთხოვნილი თანხის ოდენობა. ფინანსთა სამინისტრო ასევე განსაზღვრავს დაკრედიტების პროგრამაში მონაწილე მოქალაქეების სიას და წარუდგენს დასამტკიცებლად მთვრობას, ფინანსთა სამინისტრო მოახდენს ფისკალური პოლიტიკის გეგმის შემუშავებას. ფინანსთა მინისტრი წარადგენს ყოველკვირეულ ანგარიშს მთავრობისთვის.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ფისკალურ სფეროში ვალდებულია შეიწავლოს ადგილობრივი და უცხოეთის ბაზრები, მათი ფისკალური პოლიტიკა და საგადასახადო განაკვეთების დინამიკა; ამის საფუძველზე მინისტრსი მოადგილის მოვალეობა იქნება შეიმუშაოს და ფინანსთა მინისტრს, მთავრობასა და კონგრესს წარუდგინოს საგადასახადო პოლიტიკის რეალობაზე მორგებული გეგმა, კონგრესთან და მთავრობასთან ერთად კურირება გაუწიოს ფისკალურ ექსპერიმენტებს და აღრიცხოს მათი შედეგი. ამასთანავე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე მოახდენს აფხაზეთში თურქეთის მიერ კარეფილი გადასახადის დათვლას, რაც ბიუჯეტშივე გადაიხდება არენდასთან ერთად.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე დაკრედიტების სფეროში ვალდებულია შეაგროვოს და კატეგორიზირება გაუკეთოს სახელმწიფო დაკრედიტირების პროგრამაში მონაწილე მოქალაქეებს და ასევე აღრიცხოს დაკრედიტების პროგრამაში ჩართვის მსურველთა ინფორმაცია. მინისტრის მოადგილე ვალდებულია ეს სია გადასცეს ფინანსთა მინისტრს და მთვრობას დასამტკიცებლად. ასევე მას ევალება დაკრედიტების პროგრამაში მონაწილე მოქალაქეების მიერ დაკრედიტების ვალდებულებების შესრულების აღრიცხვა და მათი ფინანსთა მინისტრისთვის და მთავრობისთვის მიწოდება. ასევე პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში სწრაფი რეაგირებაც.



განათლების სამინისტრო
განათლების მინისტრს აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა აღზარდოს და სწორი მიმართულებით წაიყვანოს ე-საქართველოს ახალბედა მოქალაქეები. მას დაევალება აღწეროს ახალბედა მოთამაშეები და შევიდეს მათთან კომუნიკაციაში. დააკვალიანოს ისინი თამაშში, მისცეს რჩევები, უამბოს თამაშის წესების შესახებ და სახელმწიფო პროექტების შესახებ. განათლების მინისტრის პრეროგატივა იქნება ასევე დაურიგოს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსები ჩვენ თანამოქალაქეებს. განათლების სამინისტროს დაევალება ასევე პერიოდულად გაანახლოს და გაზარდოს სასწავლო რესურსების რაოდენობა ქართულ ენაზე, და ასევე კურირება და ორგანიზება გაუწიოს საქართველოს მოქალაქეებისთვის შექმნის კონკურებს.

მინისტრის მოადგილე განათლების კუთხით ჩაუდგება სათავეში და მოაწესრიგებს სასწავლო რესურსებს ქართულ ენაზე. დაუკვეთავს სტატიებს, სასწავლო ვიდეო-გაკვეთილებს და პრეზენტაციებს ქართულ ენაზე. მისი მთავარი მოვალეობა იქნება ამ რესურსების ორგანიზება, ასევე ადვილად ხელმისაწვდომ ადგილებში განთავსება. იგი მუდმივ კომუნიკაციაში უნდა იყოს განათლების მინისტრთან და მთვარობის სხვა წევრებთან. განათლების მინისტრის არყოფნის შემთხვევაში იგი ასრულებს მის მოვალეობას.

მინისტრის მოადგილე კონკურსების კუთხით კურირებას გაუწევს სახელმწიფოს მიერ შემუშავებულ კონკურსებს, მათ ორგანიზებას, გამარჯვებულების გამოვლენას და შედეგების აღნუსხვას. იგივე ანაწილებს ნებისმიერი ტიპის ჯილდოს, ფულადი, რესურსების ან სხვა სახით განათლების მინისტრთან შეთანხმებით.



კომუნიკაციის სამინისტრო და პრესცენტრი
კომუნიკაციის მინისტრის და მთავრობის პრესცენტრის უფროსის ძირითადი მოვალეობა იქნება მთავრობის პუბლიკაციების აღნუსხვა და კატეგორიზირება. მისივე მოვალეობებში შევა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხები და ასევე მთვრობის ყოველკვირეული ანგარიშის გამოცემის პასუხისმგებლობა. მთვრობის ყველა წევრი ვალდებულია მიაწოდოს კომუნიკაციის მინისტრს ანგარიში მათ მიერ კვირის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების შესახებ და მიაწოდოს კომუნიკაციის სამინისტროს მთავრობის სხვა ერთეულების მიერ გამოქვეყნებული სტატიების ნუსხა. კომუნიკაციის მინისტრი მუშაობს პრემიერ-მინისტრთან უშუალოდ და ზრუნავს მთავრობის მიერ ჩატარებული სამუშაოების ინფორმაციის გავრცელებაზე და პოპულარიზაციაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი არის სახელმწიფო მას-მედიის საშუალება, რომლის ძირითადი მიზანიც იქნება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, სოციალური, ეკონომიკური ასპექტების მიმოხილვა; ინტერვიუების შეთვაზება საქართველოს მოქალაქეებისთვის ე-მსოფლიოს ლიდერებთან; თამაშში მნიშვნელოვანი ცვლილებების ანონსირება და მაქსიმალურად ეფქტურად გადაცემა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი არის კომუნიკაციის მინისტრის მოადგილე და მისი არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.




თუ ვინმეს გაქვთ სურვილი იმუშაოთ მთავრობაში ჩემი აქ ყოფნის ამ ვადაზე, ფიქრობთ რომ პირნათლად შეასრულებთ საკუთარ მოვალეობებს, გთხოვთ დამიკავშირდეთ.