Day 2,615, 10:37 Published in Georgia Turkey by BLT Georgian

მოგესალმებით, რა თქმა უნდა ამ სტატიას ვაკეთებ "Quest" ისთვის, თუმცაღა დახმარებისთვის მინდა დაგასაჩუქროთ კიდეც 🙂 მაშ ასე, მე დავსვავ 3 კითხვას, ის პიროვნება რომელიც ყველაზე მალე გამოიცნობს სამივეს, დასაჩუქრდება 200 GEL ით 😁

" კითხვები გახლავთ თბილისის ჩემპიონატის , მეორე ლიგის დონის კითხვები " (რანგით ბოლო , ყველაზე დაბალი ლიგაა)

1) ერთ ნაწარმოებში, გაღარიბებული ქალაქის მაცხოვრებელი დანანებით აღნიშნავს, რომ იქსი უკვე დიდი ხანია აღარ მუშაობს, რადგან, როგორც ჩანს, აღარავის უნდა ამ ქალაქში დაბრუნება. დაასახელეთ იქსი ერთი სიტყვით

2) ერთ სტატიაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც ამ ფეხბურთელს ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ დისკვალიფიკაცია მისცა, მან გადაწყვიტა ჰოლანდიიდან წასულიყო და ახალი ქვეყნისთვის "გაესინჯა გემო" . დაასახელეთ ეს ფეხბურთელი.

3) ერთ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ევროპის ერთ-ერთ ქალაქში მომხდარი მოვლენის შემდეგ ციხეში მყოფი ერიკ ულსონი გარკვეული ხნის განმავლობაში იღებდა აღფრთოვანებული ქალების წერილებს. დაასახელეთ ამ სტატიის სათაური ორი სიტყვით, რომლებიც ერთსა და იმავე ასოზე იწყება.

მაშ ასე, წარმატებებს გისურვებთ 😘