მენტორობა საქართველოში

Day 2,611, 07:34 Published in Georgia Pakistan by MNOSTER

გამარჯობა, დიდი ხანია ,რაც გავიგე მენტორების არჩევის შესახებ და ორიოდე კვირის წინ გავაგზავნე აპლიკაცია და გავხდი ერთ-ერთი მათგანი.
მინდა გითხრათ თუ რა სირთულეებს ვხვდები და შეიძლება სხვა მენტორები შეხვდნენ (არ ვიცი ასეთები თუ არიან ) მომავალში.
დავიწყებ სტატისტიკით.
ამ დროის განმავლობაში , დავუკავშირდი 46 ახალბედას .
46 დან პასუხი მხოლოდ 30 მა გამცა.
30 დან მხოლოდ 19 მა გამოთქვა სურვილი მიეღო დახმარება ,თუმცა მხოლოდ 30% მდე მოთამაშეებს ჰქონდათ კონკრეტული შეკითხვა , ძირითადად საჭმელსა და ფულს ითხოვდნენ .
სასწავლო გვერდი 46 დან მხოლოდ 25 ახალბედას ჰქონდა წაკითხული.
მიუხედავად კითხვების არსებობისა ,თუ არარსებობისა ვცდილობ ყველა მოვამარაგო გარკვეული ინფორმაციით ,თუმცა ზოგისთვის უკვე დაგვიანებულია ხოლმე (3 მა ახალი აკაუნტი გააკეთა ,როგორც ვიცი).
ასევე,გთხოვთ, თუ ვინმე დაიწყებთ საკვებისა და იარაღის დარიგებას , უპირველეს ყოვლისა, მაცნობეთ მე და მომეცით შესაბამისი ლინკი, თქვენც გაგიადვილდებათ ასე მოქმედება და მეც , რათა ახლებმა მიიღონ საკვები ,რომელსაც ითხოვენ ხოლმე ( 5 მდე მოთამაშეს თავად დავეხმარე,თუმცა ასე ყველას შემთხვევაში ვერ მოვიქცევი ,საკმარისი რესურსი არ მაქვს) .
მინდა ვთხოვო პრეზიდენტს,ან ვისაც ეხება ეს. როდესაც მოთამაშე რეგისტრირდება ,ვიცი რომ მას მისდის წერილი,გთხოვთ ამ წერილში გარკვეული ინფორმაცია ჩადოთ მენტორის შესახებ ,რათა ყველამ მიპასუხოს და გაკვეული კითხვები უკვე ჰქონდეთ, მაგალითად ,რა სტრატეგია შეიძლება შეიმუშავო განვითარებისთვის. მე ვერ მივხედავ ასე ყველას,რადგან არ მოდის მათგან მზადყოფნა მოსმენისთვის, იძულება კი,დამეთანხმებით გამოსავალი არ არის, შეიძლება არც გადახედონ ჩემს მიერ გაგზავნილ ინფოს და უბრალოდ შრომა წყალში ჩამეყაროს.
ვინც მენტორია, და ვისაც ეხება მთავრობაში ახალბედების შესახებ რაიმე,გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია და შესაბამისად მიიღოთ მოთამაშეების ინფორმირებულობის ასამაღლებლად გარკვეული ნორმები . ერთად შევძლებთ, რომ ახალმა მოთამაშეებმა მიიღონ საჭირო ცნობები იმის შესახებ,თუ რა შეიძლება მოხდეს და გაკეთდეს უკეთესად თამაშში.
მადლობა წინასწარ.

Vote. რათა ნახონ. http://tinyurl.com/mmb8kmy აქ იგზავნება ინფორმაცია სამენტორო მოთამაშეების შესახებ