ეროვნულ-დემოკრატიული პარტია!!!

Day 2,606, 07:03 Published in Georgia Georgia by J.Volandi

მოგესალმებით ყველას.

დიდი დრო გავიდა მას შემდეგ რაც ესაქართველოში ერთპარტიული სისტემა დაიშალა და მე და ჩემმა თანამოაზრეებმა და რამდენიმე მეგობარმა (შეიძლება ითქვას) ეროვნულ-დემოკრატიული პარტია ჩამოვაყალიბეთ. პარტია რომელმაც სისხლისმელ როსმედიანს ჩამოართვა მმართველობა და რომელიც სისხლს უშრობდა უსაქმურ ჯიმის მეგობარ პარტიასთან ერთად.

ბევრმა წყალმა ჩაიარა მეგობრებო.

აქტივობამ იკლო და მივედით იმ შედეგამდე, რომ პარტია მეექვსე ადგილზეა რეიტინგში.

დღევანდელი დღიდან ჩვენი პარტია იბრძოლებს მოწინავე პიზიციისთვის და ამისთვის დაგვჭირდება თქვენი დახმარება.

6 დღის შემდეგ პარტიის ლიდერის არჩევნებია, გადავწყვიტე კენჭი ვიყარო.

მე, რენდლ პატრიკ მაკმერფი, ესაქართველოს საპატიო მოქალაქე (ეს ტიტული ჯერ არ მოუნიჭებიათ, მაგრამ მე ვიცი რომ თქვენს გულში ასეთი ვარ და თუ ვინმემ არ იცის რატომ ვარ ,,საპატიო მოქალაქე" შეუძლია ჩემს პროფილს გადახედოს) მოგიწოდებთ თქვენ გაწევრიანდეთ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. (ახლა რომ ვფიქრობ ძაან გატყლარჭული ენით გამომდის საუბარი, შესაბამისად დროა ადამიანურ ენაზე გადავიდე)

მას შემდეგ რაც მე გავხდები პარტიის პრეზიდენტი, მე და ის გუნდი რომელიც ჩემთან იქნება აქტიურად შევეცდებით პარტია ისევ გაცოცხლდეს, ჩვენ მოვიზიდავთ აქტიურ იუზერებს, ხოლო ყველაზე აქტიურებს გარანტირებული ექნებათ ადგილი კონგრესში და ხელფასი (!) 500-დან 1000 ლარამდე. მე და ჩემი გუნდი, რომელიც იმდენად გამოცდილია რომ პლატოსაც კი აჯობებს გარკვეული დეტალების ცოდნაში მოგცემთ თქვენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას, ჩვენ დაგეხმარებით როგორც იარაღით, ასევე საკვებით, რჩევებით და თუ თავს ძალიან გამოიჩენთ ბოზებშიც წაგიყვანთ :/

აქტიურობაში არ იგულისხმება მხოლოდ ახალი მოთამაშეების პარტიაში მოზიდვა, აქტიურობაში იგულისხმება სტატიების წერა, სხვადასხვა სამხედრო თუ ეკონომიურ პროექტზე მუშაობა და ნებისმიერი თქვენი გონივრული ინიციატივა იქნება განხილული, იქნება გათვალისწინებული და ყველანაირად შევეცდები რომ ისინი განხორციელდეს.

რამდენიმე იდეა მეც მაქვს, მაგრამ ახლა არ გავხსნი კარტებს, თორემ უსაქმური ჯიმი მიითვისებს. 🙁

ჩვენი პარტია შეეცდება იყოს მოწინავე, მიიღოს რაც შეიძლება მეტი ადგილი კონგრესში და თქვენთან ერთად კიდევ უფრო ძლიერი გახადოს ესაქართველო.

ჩემი პარტიული მმართველობის პერიოდში UGP კვლავ დარჩება პარტიის მთავარ პარტნიორად და დიდი იმედი მაქვს მათი განწყობაც ასეთივეა.

მოკლედ, ხალხო
http://www.erepublik.com/en/party/erovnul-demokratiuli-partia-4773/1

შემოგვიერთდით (განსაკუთრებით მათ ეხება, ვინც განილია და დაირხა ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა, ვერ გაუძლეს ბედის უკუსვლას და სალი კლდეები სხვა პარტიის სამოთხეზე გაცვალეს. დაბრუნდით!) და ერთად გავაგრძელოთ საქართველოს მშენებლობა.

ღმერთი არს ჩვენკენ
ვიწყებთ