ტერიტორიული თავდაცვის მართვა

Day 2,606, 00:26 Published in Georgia Georgia by Georgian Pretender

ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების მართვა არის, ტერიტორიული მართვის ცენტრალური(სტრატეგიული), ოპერაციული და ტაქტიკური ორგანოების მიერ განხორციელებული ქმედებების ერთობლიობა. ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების მართვას ტერიტორიული მართვის ორგანოები ახორციელებენ, რომლებიც შეიარაღებული ძალების მართვის ნაწილს წარმოადგენენ.
თავდაცვის მინისტრი ახორციელებს ტერიტორიული თავდაცვის მართვას, ტერიტორიული თავდაცვის ინსპექტორატის(დეპარტამენტის) მეშვეობით.
ტერიტორიული თავდაცვის ოპერაციული მართვის ორგანო, კონკრეტული ოპერაციული ზონის სამხედრო ადმინისტრაციაა.
ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების ოპერაციულ-ტაქტიკურ მართვას, რეგიონული შტაბი ახორციელებს.
ტერიტორიული თავდაცვის შენაერთების ტაქტიკურ მართვას, კონკრეტული სამხედრო გარნიზონების ხელმძღვანელობა ახორციელებს.

ტერიტორიული თავდაცვის დაფინანსება
სხვა ქვეყნების(მაგ. პოლონეთ, გერმანია, აშშ) ტერიტორილი თავდაცვის შენაერთების ჩამოყალიბების გამოცდილების გათვალისწინებით, ნათელი ხდება, რომ ზემოთ წარმოდგენილი შენაერთები, რეგულარულ შენაერთებისაგან განსხვავებით, ბევრად ნაკლებ ფინანსურ დანახარჯებს მოითხოვენ.
ტერ.დაცვის შენაერთების დაფინანსება შესაძლებელია, როგორც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თუ სხვა საბიუჯეტო რესურსებიდან, ასევე არასაბიუჯეტო წყაროებიდან.
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში ჩადებული უნდა იყოს ტერიტორიული თავდაცვისთვის განკუთვნილი სახსრების რაოდენობა(როგორც ამერიკაში), რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 10%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ტერ.დაცვის დაფინანსება სხვა საბიუჯეტო რესურსებიდან უნდა მოიცავდეს სამედიცინო თუ სამაშველო აღჭურვილობის შესყიდვებს.
ტერ.დაცვის დაფინანსება არასაბიუჯეტო წყაროებიდან შეიძლება განხორციელდეს:
- ადგილობრივი თვითმართველობის მიერ, სატრანსპორტო საშუალებების, სასწავლო და საყაზარმო ინფრასტრუქტურის გამოყოფით.
- ინდივიდუალური პიროვნებების, კერძო ფირმებისა თუ ორგანიზაციების თვითნებური დოტაციების ხარჯზე.
- სხვა მეგობარი სახელმწიფოების დახმარების სახით, რომლებიც თვითნებურად გადასცემენ სამხედრო აღჭურვილობას თუ შეიარაღებას, საქართველოს ტერ.დაცვის შენაერთებს.
ტერ.დაცვის შენაერთების შეიარაღებითა და აღჭურვილობით დაკომპლექტება შეიძლება განხორციელდეს ოპერაციული(რეგულარული) ჯარების შეიარაღებიდან, მოდერნიზაციის მიზნით ჩამოწერილი შეიარაღების თუ აღჭურვილობის ხარჯზე.
ტერ.დაცვის შეიარაღების და აღჭურვის პროცესში აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქართული სამხედრო სამრეწველო კომპლექსიც, რაც საგრძნობლად შეამცირებს დანახარჯებს.