რჩევა ბიზნეს სფეროში დამწყებ ახალბედებს

Day 2,600, 04:35 Published in Georgia Spain by Giorgi Gelovani.

როგორც ვხედავ ესაქართველოს ამ ახალი წლის პერიოდში ბევრი ახალბედა შეემატა, დიდი ხანი მინდოდა ამ სტატიის დაწერა და ბარეღამ ეხლა დავწერ სანამ დრო მაქვს 😉

თუ რამე კითხავ გექნებათ , არ მოგერიდოთ მომწერეთ



მოკლედ, ყველა ახალბედამ იცის, რომ თამაშის დაწყებისას თქვენ საჩუქრად გადმოგეცემათ 3 food material მაწარმოებელი ქარხანა და 1 ქ1 ხარისხის ქარხანა,

1. გახსოვდეთ!!!! ყველა ეს ქარხანა არის წამგებიანი !!!
ავიღოთ food material , Grain Farm , რომელიც 3 ცალი გვაქვს
თითოეული აწარმოებს ჩვენს ქვეყანაში 49 ერთეულს
ჯამში 157 ერეთეული

ეხლა დავითვალოთ ხარჯები:
უკვე ზოგიერთმა იცით , რომ კომპანიის მუშაობაში გეჭრებათ საშემოსავლო, 5% თითო კომპანიიდან, ანუ საშუალო ხელფასი საქართველოში არის 30.16 , თითო კომპანიაზე გადაიხდით საშემოსავლოს დაახლოებით 1,525 ლარის ოდენობით
ჯამში ამ 3 კომპანიაში 4,57 ლარს
ასევე არ დაგავიწყდეთ -30 ენერგია რომელსაც დაკარგავთ მუშაობისთვის ანუ 0.18 თეთრი

უბრალო არითმეტიკა მეტი არაფერი
გამოსული პროდუქცია ბაზარზე გაიყიდება 1ერთ=0.04 , ანუ 6.28ლ, მაგრამ ეს მონაცემი შეიძება 0.01 ან 0.02 თეთრზეც დაეცეს, ამიტომ საშუალო 0.03 ავიღოთ
4,71-4,57= 0.14!!!

2. დავუშვათ არ ყიდით food materials და იყენებთ მას ქ1 საჭმლის წარმოებისთვის

არამც და არამც 😃

საქართველოში თქვენ შეგიძლიათ აწარმოოთ 140 ქ1 საჭმელი რაშიც დაგეხარჯებათ 140 food materials

140ქ1 საწმელი ბაზარზე 0.06 თეთრი ღირს
ანუ შემოსავალი ყველაზე კარგ ვარიანტში 8,41 ლარი გამოგდით

ამ დროს თქვენ გეხარჯებათ 1,57ლარი ქარხანაში მუშაობაში, 4,57 ლარი food materials-ის წარმოებაში და -40 ენერგია, რომელიც ასევე ხარჯია
ხარჯი 6,14+0,24=6,38
მივდივართ ისევ მიზერულ მოგებასთან რომელიც 1 ლარს შეადგენს(8,41ლ-6,38ლ= 2,03ლ)


3.გამოსავალი

არის ორი ვარიანტი:

ან აჩერებთ წარმოებას და დამოკიდებული ხართ მთლიანად ბაზრის პროდუქციაზე, რაც ქვეყნისთვის დამღუპველია(არ შედის საშემოსავლო)

ან შლით ამ სამ ქარხანას,და ყიდულობთ რენტაბელურ food materials ფერმას


3-ვე ქარხანაში თქვენ აიღებთ 750*3=2250ლ , რაც 10ოქრო და 70ლარია.
10ოქროთი შეგიძლიათ იყიდოთ ფიშერი , რომელიც საქართველოში 175 ერთეულ food materials აწარმოებს, 18-ით მეტი ვიდრე ის სამი ფერმა




პრაქტიკულად, ამ შემთხვევაში ჩვენ 3 ფერმას, 1-ში ვაერთიანებთ და ვამცირებთ ხარჯებს 5ლარით , ხოლო ენერგიას ვზოგავთ +20-ით.
ზარალის მაგივრად გვრჩება მოგება.

ისევ გამოთვლები 😃

შემოსავლები: 175*0,04=7ლ
ხარჯები: 1,57 ლარი + 0.06ლარი(-10 ენერგია)= 1,63ლ

მოგება გვრჩება 7-1,63= 5,37ლარი

P.S. თუ food materials აწარმოებს საჭმლის ქარხნისთვის , ამ შემთხვევაში მოგება შემცირდება , ხარჯი გვექნება 3,36ლარი შემოსავალი 8,41ლარი ანუ 5,05 ლარი მოგება

P.S.S.პატარა რჩევას გავცემ ახალბედათათვის , ეცადეთ ფასდაკლებებზე 10ოქრო გაიღოთ ქ1 საჭმლის ქარხნის ქ2-მდე ასაწევად და 10ოქროც ერთი თევზის ფერმის დასამატებლად, ეს მხოლოდ იმათ ვისაც ბიზნესმენად ჩამოყალიბება უნდა მომავალში 😉


Vote , Subscribe და სასარგებლო რჩევისთვის მინიმალურ შემოწირულობებზე უარს არ ვიტყვი 😃😃😃