ცდუ-ცსუ პოლიტიკური პარტიების ოფიციალური განცხადება

Day 2,593, 05:09 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy

ქრისტიან დემოკრატიული კავშირის და ქრისტიან სოციალური კავშირის სახელით ვაკეთებ ოფიციალურ განცხადებას
ჩვენი პოლიტიკური გუნდი უერთდება ხელისუფლების ინიციატივას მებრძოლების ერთიან სამხედრო შენაერთში გაწევრიანების შესახებ. დღეს ვიწყებთ გადმობარგებას, რომელიც რამდენიმე დღე გასტანს ალბათ.
ვკეტავ ქართულ ეროვნულ არმიას, რათა ახალი მებრძოლები აღარ გაწევრიანდნენ.

იმედს ვიტოვებ, ეს ნაბიჯი დაეხმარება ქართველ ეხალხს გაერთიანებაში.

აგრეთვე ხელისუფლებას ვთავაზობ პოლიტიკურ რეფორმას, რომელიც ამ ორიოდე თვის წინ შევთავაზე და პრინციპში მოეწონათ, ოღონდ რატომღაც ინიციატივა ინიციატივად დარჩა.
მხედველობაში მაქვს მინისტრის პორტფელების გადანაწილება პოლიტიკურ პარტიებზე. მოგეხსენებათ არსებობს მინისტრის 5 პორტფელი და კონგრესშიც 5 პარტია გადის.
ვფიქრობ, თუ მართლა გვსურს ერთობა და თნამშრომლობა, აუცილებელია ხელისუფლების გაყოფაც.
ხელისუფლებას მოვუწოდებ დაიწყოს ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები ოპოზიციურ პარტიებთან, ამ საკითხის დაუყოვნებლივ გადასაწყვეტად.

პატივისცემით
ცდუ-ცსუ პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარე
ჯიმი ლევი