გვაქვს თუ არა ზუსტად განსაზღვრული საქართველოს დროშა?!

Day 2,511, 03:01 Published in Georgia Poland by Georgian Warrior

მოგესალმებით ესაქართველოს მოქალაქეებო.

ამ სტატიის დაწერა გადავწყვიტე იმ გაურკვევლობის გამო, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო დროშასთან დაკავშირებით აღმოვაჩინე. ყოველდღიურად ტელევიზიით თუ პირადად ვხედავდი საქართველოს დროშის სხვადასხვა ვარიანტებს, მათ შორის ოფიციალურ შეხვედრებზე და დავინტერესდი ზუსტი ზომებით ჩვენი ქვეყნის დროშის.

ამასთად დაკავშირებით შეკითხვაც დავსვი და 50 ლარიანი ჯილდოც დავაწესე, თუმცა დიდი აქტიურობა არ ყოფილა. რაც არც გამკვირვებია: http://www.erepublik.com/en/article/-1344-2452406/1/20

საქმე ეხება პატარა ჯვრების ზომას და ფორმას. ძირითადად ორი ვარიანტია გავრცელებული (თუმცა სხვებიც გვხვდება, მათ შორის ოფიციალურ შეხვედრებზე და სამთავრობო საიტებზე):


ოფიციალური წყარო არის საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის ბრძანებულება:

http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/2/28/Brdzanebuleba_31.pdf?uselang=ka

თუმცა ამ ბრძანებაში გარკვეული შეუსაბამობა არის. დახატული დროშა ვიზუალური მსგავსებით მეორეს შეესაბამება, მაგრამ თუ ფოტოშოპით აღნიშნული ზომების მიხედვით აგებას შეეცდებით პირველ დროშას მიიღებთ.

wikipedia ზეც პირველი სახის დროშა დევს:
http://en.wikipedia.org/wiki/Flag_of_Georgia

პირველი სახის დროშა დევს მთავრობის საიტზეც



პრეზიდენტის საიტის ფონად კი ამ ორისგან სრულიად განსხვავებული დროშა არის, უფრო ვიწრო ჯვრებით



პრაქტიკაში ვხვდებით სხვა სახის დროშებსაც. ზოგჯერ არა მარტო ზომა, არამედ მთლიანად ფერიც განსხვავებულია (მუქი და შედარებით ღია წითელი). გთავაზობთ რამდენიმე სურათს:








განსხვავება ძნელი შესამჩნევი არ არის!!!

მაინტერესებს თქვენი აზრი, რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. დასაშშვებია თუ არა რომ ქვეყნის სახელმწიფო დროშა სხვადასხვა შეხვედრაზე სხვადასხვაგვარი იყოს და არ არსებობდეს ერთიანი სტანდარტი???

პირადად ჩემი აზრით, ეს ქვეყნის სირცხვილია!!!