საპრეზიდენტო პროგრამა

Day 2,508, 22:01 Published in Georgia Georgia by L 1 0 N

მოგესალმებით.

მოგეხსენებათ 4 დღეში საპრეზიდენტო არჩევნებია, მე კი მაქვს პატივი ერთ-ერთი კანდიდატო ვიყო.
მინდა წარმოგიდგინოთ საპრეზიდენტო პროგრამა და გეგმა რომლის მიხედვითაც 1 თვის განმავლობაში მე და ჩემი საპრეზიდენტო გუნდი ვიმუშავებთ.

პირველ რიგში გაგაცნობთ ჩვენს გუნდს

1) პრემიერ მინისტრი იქნება George Java (http://www.erepublik.com/en/citizen/profile/8423850) -
ეს ადამიანი თქვენთვის უცხო არ არის, იგი ამჟამად განათლების მინისტრის პოსტს იკავებს და დაკისრებულ სამუშაოს იდეალურად ასრულებს. მისი პოსტის შეცვლა არ ნიშნავს იმას რომ დაწყებულ სამუშაოს თავ დაანებებს პირიქით გიორგი თანახმაა პრემიერ მინისტრობასთან ერთად დახმარება გაუწიოს განათლების მინისტრს და აქტიურად ჩაერთოს ნებისმიერ პროექტში რომელსაც განათლების სამინისტრო შეიმუშავებს.

2) თავდაცვის მინისტრის პოსტზე დარჩება ჩარლი (http://www.erepublik.com/en/citizen/profile/6921983) და მისი 2 უცვლელი მოადგილე, თუნგი(http://www.erepublik.com/en/citizen/profile/1894356) და თემო.
შეიძლება იკითხოთ რათ უნდა ჩარლის მოადგილე რადგან მათი სახელები ხშირად არ გსმენიათ, მაგრამ მერწმუნეთ ომიანობის პერიოდში ისინი დიდ საქმეს გასწევენ და დიდ სურპრიზსაც შემოგთავაზებენ რომელზეც ჯერ ჯერობით საჯაროდ ვერ ვისაუბრებთ,


3. განათლების მინისტრი იქნება ფასკუნჯი
(es saxeli gecnobaT radgan warsulSi es eqaunti charlies ekutvnoda, magram amjamad am nikit tamashobs sxva pirovneba ) საკმაოდ გამოცდილი და აქტიური მოთამაშე რომელიც პრემიერ მინისტრთან ერთად თავდაუზოგავად იმუშავებს.

4) საგარეო საქმეთა მინისტრი - ისევ და ისევ ყველასათვის ნაცნობი სტივი(http://www.erepublik.com/en/citizen/profile/4517850).
როგორც ყოველთვის მას წარდგენა არ სჭირდება, ეს ადამიანი არამხოლოდ მინისტრის არამედ ჩვენი ასე ვთქვათ მთავრობის წევრების მასწავლებლის როლსაც ასრულებს.

გასულ თვეს შევასრულეთ არაერთი დაპირება, პირველ რიგში გამოვაცოცხლეთ კადეტების დივიზია, მაგრამ წინ კიდევ ბევრი სამუშაო გველის. მოგეხსენებათ იუნიტის დამაარსებელი და ესაქართველოს ისტორიაში ყველაზე აქტიური მოთამაშე Georgian Wolf (http://www.erepublik.com/en/citizen/profile/6071355) თამაშს დაუბრუნდა, ასე რომ მისი დახმარებით გავაგრძელებთ ახალბედების დახმარებას და მაქსიმალურად ვეცდებით დივიზიის უფრო და უფრო გაძლიერებას.


მიუხედავად იმისა რომ ჩვენ კონკურენტ პარტიის წევრებთან არაერთ საკითხზე მოგვიწია კამათი, დარწმუნებული ვარ ჩვენ შევძლებთ ვითანამშროლოთ და ნებისმიერ პრობლემას ერთად გავუმკლავდეთ. მერწმუნეთ ამ სიტყვებს ჰაერზე არ ვიძახი ასე რომ მზადვარ მათთან ნებისმიერი საკითხი განვიხილო რათა ერთად აღმოვფქვრათ ამჟამინდელი პრობლემები.

ჯერ ჯერობით არ გადამიწყვიტავს თუ რა ფუნქციას შეასრულებს გუბერნატორი, ამიტომ კანდიდატის დასახელებისგან თავს ვიკავებ. უმეტეს ქვეყნებში გუბერნატორი ფინანსთა მინისტრის როლს ასრულებს, ზოგ ქვეყანას ის საერთოდ არ ყავს, მე მინდა რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობასთან ერთად მან სხვადასხვა სფეროშიც იმუშაოს.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას სავარაუდოდ ისევ 4 MPP-თი შემოვიფარგლებით რათა დავზოგოთ ფული და ისედაც მცირე ბიუჯეტი უფრო არ დავასუსტოდ.

საბოლოოდ კი მინდა გითხრათ რომ იგეგმება არაერთი პროექტი, ზოგის გეგმა უკვე გამოქვეყნდა ზოგსაც უახლოეს მომავალში გაგაცნობთ.
მოგიწოდებთ არჩევნებში მხარი არამხოლოდ მე არამედ ჩვენს გუნდს დაუჭიროთ, ჩვენ გპირდებით რომ თავდაუზოგავად ვიმუშავებთ ქვეყნის განვითარებისთვის და ყველაფერს გავიღებთ რომ ჩვენი მოსახლეობის და აქტიური მოთამაშეების რიცხვი ერთი-ორად გაიზარდოს.