ესაქართველოს ისტორია

Day 2,502, 09:23 Published in Georgia Georgia by CharlieArg

გამარჯობათ ბოდიშით MOD-ის ჟურნალს რო ვიყენებ მარა მსურდა კონკურსში მონაწილეობა მიმეღო ხოდა გაეცანით ჩემს ვერსიას






დღე 2 375, მსოფლიო რუკაზე კვლავ გამოჩნდა eსაქართველო. ოცნება უამრავი eქართველისა ეცხოვრათ თავიანთ მშობლიურ მიწაზე ფრთებს ისხავდა და ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან დაუყოვნებლივ გამოეშურნენ შორეულ სამშობლოში დასასახლებლად. ეს იყო მათთვის ტერიტორია რომელიც არასდროს ენახათ და მხოლოდ მშობლების მონაყოლი მითებიდან და ლეგენდებიდან იცოდნენ მისი ისტორიის და წარსული სიდიადის შესახებ. ვინაიდან საერთაშორისო არენაზე ახალი მოთამაშე გამოჩნდა eსაქართველოს სახით, მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ გაგვეცნო ფართო საზოგადოებისთვსის მიზეზი იმისა თუ რამ გამოიწვია eსაქართველოს ასე დიდი ხნით რუკიდან გაქრობა. ყველაფერი კი ასე დაიწყო:




2125 დღის წინათ, საქართველო მისი განვითარების მწვერვალზე იმყოფებოდა და კავკასიის რეგიონში წამყვან სახელმწიფოს წარმოადგენდა. მისი გავლენა ვრცელდებოდა ჩრილო კავკასიაზე და აგრეთვე სომხეთსა და აზერბაიჯანზე, რომლებიც საქართველოს იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ. საქართველოს სიძლიერეს წარმოადგენდა მისი ტექნოლოგიორი უპირატესობა რეგიონში. საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო რეგიონში რომელიც ატომურ იარაღს ფლობდა. მილიტარული, ტექნოლოგიური და ეკონომიკური უპირატესობის წყალობით, საქართველომ მოახერხე, სომხეთის, აზერბაიჯანის და ჩრდილოეთ კავკასიის დამორჩილება. უმთავრესი მიზანი მათი საქართველოს გავლენის ქვეშ მოქცევის, მათი მდიდარი ბუნებრივი რესურსებით სავსე ტერიტორიების ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი იყო რამეთუ შენარჩუნებულიყო საქართველოს უპირატესობა მის მთავარ მტრებთან მიმართებაში რომელიც თურქეთსა და რუსეთს წარმოადგენდა. ვინაიდან ეს ქვეყნები ელოდნენ ხელსაყრელ მომენტს რათა დასუსტებულ საქართველოზე თავდასხმა განეხორციელებინათ.





ატომური სადგური სომხეთში მდებარეობდა და ქართველების მკაცრი კონტროლის ქვეშ იყო თუმცა იმ საბედისწერო 250 დღეს, სომეხი მექანიკოსის არასწორმა მანიპულაციამ გამოიწვია რადიოაქტიური ნივთიერების გაჟონვა რომელიც დროულად ვერ აღმოაჩინეს და ელვის სისწრაფით გავრცელდა. მწყობრიდან გამოვიდა რეაქტორი და ზღუდე რომელიც მას იცავდა სულ მთლად ჩამოიშალა რამაც გამოიწვია რადიოაქტიული ნივთიერებების ბუნებაში გაფანტვა. ვინაიდან კავკასია პატარა ტერიტორიაა რადიაცია მალე გავრცელდა და სომხეთის აზერბაიჯანის და საქართველოს ტერიტორიები მოიცვა და შეუძლებელი გახადა ამ ქვეყნებში რაიმე ცოცხალი ორგანიზმის არსებობა.




ერთ დროს რეგიონში დომინანტი ქართველები იძულებული გახდნენ გადახვეწილიყვნენს სხვადასხვა უცხო ქვეყნებში სამშობლოსგან შორს.




გავიდა ხანი, და ვინაიდან ქართველებს გააჩნდათ უდიდესი ნიჭი ტექნოლოგიებში მათ გამოიგონეს ხოჭოს ზომის ხელა მინი რობოტები რომლებიც რადიაციას შთანთქავდნენ, მათ ეს რობოტები საიდუმლოდ გაფანტეს საქართველოს ტერიტორიაზე რომელიც ძალიან რადიოაქტიული გახლდათ. და მრავალი დღის განმავლობაში აწარმოებდნენ დაკვირვებებს. შედეგი აღმაფრთოვანებელი აღმოჩნდა საქართველოს ტერიტორია თანდათან იწმინდებოდა რადიაციისგან და ქართველთა საბჭომ უცხოეთში მიიღო დეკრეტი რომელიც აღნიშნავდა რომ შესაძლებელი იყო ამიერიდან საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრება.





დაიწყეს დაბრუნება ქართველებმა და შექმნეს საქართველოს ერესპუბლიკა 2 375-ე დღეს. სომხებმაც იგივე გააკეთეს და მოგვიანებით აღმოჩნდა რომ მათ ქართველებს მოპარეს რობოტების პროექტი და ჩუმად თავიანთ ტერიტორიაზე გააკეთეს იგივე. მხოლოდ აზერბაიჯანი დარჩა რადიოაქტიური ტერიტორია დღეს-დღეობით.





სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ საქართველოს რუსეთი აღარ ესაზღვრებოდა მისი ადგილი კი ბულგარეთს დაეკავებინა რომელიც თავისი სიძლიერის მწვერვალზე იყო და მთელ კავკასიას განაგებდა. მან იხელთა მომენტი რადგან საქართველო ჯერ კიდევ სუსტი იყო და მისი ტერიტორიები დაიპყრო დედაქალაქის გარდა





რომელსაც ქართველებმა მაგნიტური ველის ფარი შემოარტყეს რომელსაც შეეძლო შეეჩერებინა შემოტევები 4 თვის განმავლობაში რის შემდეგაც რესურსი რომელიც ამ ფარს ამარაგებდა საქართველოს გამოელია.





საქართველო ნელნელა მოკავშირეებს იძენდა, მან იხელთა მომენტი როდესაც ბულგარეთს რუმინეთმა შეუტია და როგორც იქნა გაანთავისუფლა დაპყრობილი ტერიტორიები. თუმცა დიდი ხანი არ დასცალდა ბედნიერება რადგან ახლა რუსეთმა შემოუტია და დაიპყრო იგი თუმცა მან ვერასდროს შეძლო აფხაზეთის დაპყრობა სადაც ქართველებმა მათ გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართეს და მოკავშირეების დახმარებით უკუ აგდეს რუსეთი.





თუმცა საქართველოს ტერიტორიები კვლავ მადას უღძვრიდა დიდ იმპერიებს და დადგა ავი ჟამი როდესაც რუმინეთმა დაიპყრო დასავლეთ საქართველო.


თუმცა პოლონეთის იმპერია ამას არ შეეგუა და წაართვა დასავლეთ საქართველო რუმინეთს რათა ხელში ჩაეგდო ოქროს საწყმისი რომელიც ამ რეგიონში იმყოფებოდა. ამ ამბების შემდეგ საქართველოს ახალი იმპერია დაესხა თავს : ეს გახლდათ არგენტინა მათ სურდათ საქართველოს გავლით რუსეთი დაეპყროთ თუმცა ეს გეგმა ჩაუვარდათ და ქართველებმა მალე გაანთავისუფლეს ტერიტორიები არგენტინელებისაგან. პოლონეთმაც ნებაყოფლობით გადმოსცა საქართველოს დასავლეთ საქართველო. მხოლოდ აფხაზეთი რჩებოდა თურქეთის შემადგენლობაში





რადგან ქართველებმა მოაწერეს ხელი აფხაზეთის მიქირავებაზე თურქეთთან რის სანაცვლოდაც თურქეთი ჩვენ ამაში თვიურად 25 000 ქაბაბს გვაძლევს და თეორიულად უნდა დაგვეხმაროს დამპყრობლების წინააღმდეგ. მას შემდეგ საქართველოს სერიოზული ომი აღარ ჰქონია თუ არ ჩავთვლით სომხეთთან ომს და აფხაზეთში აჯანყებებს. ჩვენ დავამარცხეთ უამრავი დიდი იმპერია ერესპუბლიკაში, გავანთავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიები და მას შემდეგ ეგრე მოვდივართ!