დამხმარე სახელმძღვანელო ნაწილი პირველი:მარკეტი

Day 2,499, 11:30 Published in Georgia Georgia by Gama Datoshvili

თუ თქვენ ამოგეწურათ, საწყობში იარაღისა და საკვების მარაგი და გსურთ მისი შევსება,ამისათვის არსებობს მარკეტი(სავაჭრო ცენტრი).

პირველრიგში:უნდა შევიდეთ «მარკეტში»


«მარკეტში» განთავსებულია სხვადასხვა სახის ნედლეული,როგორიცაა:
საკვები - იარაღი - სამოგზაურო ბილეთები - კვების ნედლეული - იარაღის ნედლეული - კომპანიები (საავადმყოფოებისა და თავდაცვის სისტემების შეძენა შეუძლია მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტს)


• საკვები: აუცილებელია ენერგიის გამომუშავებისთვის და მისი აღდგენისათვის
• იარაღი: რათქმაუნდა გამოიყენება საომარ ველზე
• სამოგზაურო ბილეთები: გამოიყენება სხვადასხვა სახელმწიფოთა საზღვრების გადაკვეთისათვის
• საკვები ნედლეული: აუცილებელია რათა თქვენმა საწარმომ შექმნას საკვები პროდუქტი
• იარაღის ნედლეული: აუცილებელია რათა თქვენმა საწარმომ შექმნას სამხედრო შეიარაღება
• კომპანიები: იგივე ქარხნები(საწარმოები),გამოიყენებიან სხვადასხვა სახის პროდუქტის შექმნისთვის.

პროდუქცია და ხარისხი

მზა პროდუქცია (როგორიცაა საკვები, იარაღი და სამოგზაურო ბილეთები)იყოფა რამოდენიმე კადეგორიად: ქ1 დან ქ7 დამდე
უმდაბლესიდან უმაღლესამდე (რათქმაუნდა განსხვავდება მათი სავაჭრო ფასებიც)

საკვები: ქ1 ის გაძლევთ X2 ენერგიას,ქ2 გაძლევთ X 4 ენერგიას,ქ3 გაძლევთ X 6 ენერგიას.ქ4 გაძლევთ X 8 ენერგიას,ქ5 გაძლევთ X 10,ქ6 გაძლევთ X 12 ხოლო ქ7 გაძლევთ X 20 ენრგის აღდგენის საშუალებას.

პატარა რჩევა: თუ საჭიროებას არ წარმოადგენს ნუ შეიძენთ ნაადრევათ საკვებს. ასევე გაითვალისწინეთ ზოგჯერ შესაძლებელია ქ3 საკვები ბევრად ძვირი ღირდეს ვიდრე ქ5.ასევ ხშირად ქ1 თას და ქ2 საკვებ ფასთა შორის მცირედი სხვაობაა ამიტომაც ჯობია ქ2 საკვების შეძენა.


იარაღი: ქ1 იარაღი ზრდის თქვენი დარტყმის ძალას 20% და შეიძლება გამოყენებული იქნას თითოჯერ, ქ2 იარაღი ზრდის თქვენი დარტყმის ძალას 40% და შეიძლება გამოყენებული იქნას 2 ჯერ ,სხვა დანრჩენებიც მსგავსად ზრდიან +20% დამატებით თქვენს ძალას.
ქ7 იარაღი, ზრდის თქვენი დარტყმის ძალას 200% და შეიძლება გამოყენებულ იქნას 10ჯერ.


პატარა რჩევა: მაშინაც კი, თუ ფასი არის სხვადასხვა, თქვენ უფრო მეტი ზიანის მიყენება შეგიძლიათ ერთი ქ7 იარაღით, ვიდრე 7 ჯერ ნასროლი ქ1 იარაღით.
პროდუქციის შესყიდვა
როგორ შევიძინოთ სხვადსხვა შესაძლებლობების პრუდუქტი?

ვიმეორებ: პირველრიგში:უნდა შევიდეთ «მარკეტში»

მაგალითად: მინდა ვიყიდო 100 Q1 საკვები

დააწკაპეფთ საკვებს და პირველივე სურათს პურს (ქ1). გამოჩნდება მოვაჭრეთა სია,რომელებიც მოცემულ მომენტში ყიდიან ქ1 საკვებს: უჯრაში ვუთითებთ რაოდენობას და ვყიდულობთ,საკვები შეინახება თქვენს საწყობში.


გაითვალისწინეთ:ვაჭრობა შეგიძლიათ მხოლოდ იმ ქვეყანაში რომლის მოქალაქეც ხართ ან იმ ქვყენაში სადაც იმყოფებით სამოგზაუროდ