რესპუბლიკური პარტიის წესდება:

Day 2,492, 17:28 Published in Georgia Turkey by Bendo7

გამარჯობათ,
რესპუბლიკური პარტიის პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით შემუშავდა რესპუბლიკური პარტიის წესდება, რომლის ცოდნა ევალება ყველა რესპუბლიკელს თუ მას უნდა კარიერული წინსვლა ჰქონდეს პოლიტიკაში.
ყველა რესპუბლიკელს ევალება ამ წესდების დაცვა და პატივისცემა.
ყველა რესპუბლიკელს ვთხოვ დასტრურის ნიშნად ამ სტატიაზე დატოვოს კომენტარი o7.

პ.ს. არარესპუბლიკელებს ვთხოვ არ დააკომენტარონ ამ სტატიაზე, მადლობთ.



.................................................................................................წესდება....................................................................................................

ა)) რესპუბლიკური პარტია წარმოადგენს ე-საქართველოს მოქალაქეების ნებაყოფლობით
გაერთიანებას. პარტიის მიზანია ე-საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე მოქალაქეთა და საკუთარი ამომრჩევლების ინტერესების დაცვა, მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობაზე ზრუნვა, საქართველოს ეკონომიკური და სამხედრო პოტენციალის ამაღლების ხედვის შემუშავება და მისი პოლიტიკური ლობირება.

ბ)) წევრთა საერთო კრება წარმოადგენს რესპუბლიკური პარტიის ხელმძღვანელობის უმაღლეს ორგანოს. პარტიის ნებისმიერი წევრი ხელმძღვანელი პირების ჩათვლით ვალდებულია დაემორჩილოს წევრთა საერთო კრების მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებას. რესპუბლიკური პარტიის წევრთა საერთო კრების თავჯდომარე პარტიის პრეზიდენტია.

გ)) სამხედრო დანაყოფი საქართველოს ეროვნული გვარდია წარმოადგენს რესპუბლიკური პარტიის შვილობილ ორგანიზაციას და მისი მეთაური ინიშნება რესპუბლიკური პარტიის წევრთა საერთო კრების მიერ პრეზიდენტის რეკომენდაციით

დ)) რესპუბლიკური პარტიის წევრთა საერთო კრება ახდენს პარტიის და ქვეყნის პრეზიდენტის პოსტებზე ერთიანი კანდიდატურის, ასევე კონგრესისთვის საარჩევნო სიის რიგითობის დამტკიცებას. კანდიდატურის წამოყენება შეუძლია პარტიის ნებისმიერ წევრს და მისი დამტკიცება ხდება ღია კენჭისყრით

ე)) წევრთა საერთო კრების ყრილობის დროს მიმდინარე კენჭისყრისას თუ ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება ხმების გაყოფის ან პარტიის წევრთა პოზიციების განსხვავების გამო, პარტიის პრეზიდენტი იტოვებს უფლებას მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება

ვ)) რესპუბლიკური პარტიის საერთო კრების წევრი შეიძლება გახდეს ე-საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ირიცხება ე-საქართველოს რესპუბლიკურ პარტის რიგებში, ეთანხმება პარტიის მიზნებს, ამოცანებს და რესპუბლიკური პარტიის წესდებას

ზ)) რესპუბლიკური პარტიის წესდებაში შესწორებების შეტანა შესაძლებელია წევრთა საერთო კრების ხმების 2/3-ით

თ)) რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი მიზანია პოლიტიკურ არენაზე ახალი სახეების გამოჩენა. ამ მხრივ პარტიის სურვილია კონგრესის სიის სათავეში წამოაყენოს წევრთა საერთო კრების ისეთი წევრი, რომელსაც არ ჰქონია აქამდე კონგრესში ყოფნის გამოცდილება

ი)) რესპუბლიკური პარტიის აღმასრულებელ მხარეს პარტიის მეთაურობით წარმაოდგენს ვიცე-პრეზიდენტი, სპიკერი, გენერალური მდივანი და მრჩეველი.
.1. ვიცე-პრეზიდენტი კურირებს მოთამაშეების მოზიდვის (რეკრუტინგის) სფეროს პარტიაში და სამხედრო დანაყოფში. პრეზიდენტის არყოფნისას ვიცე-პრეზიდენტი ასევე ასრულებს მის მოვალეობას;
.2. გენერალური მდივანი კურირებს სხვა პარტიებთან ერთობლივი პროექტების შემუშავებას და ალიანსების ფორმირების საკითხს;
.3. სპიკერი კურირებს რესპუბლიკური პარტიის საჯარო განცხადებების გაზიარებას, საჯარო განხილვისთვის განკუთვნილი პარტიის პოლიტიკის ასპექტების გავრცელებას და ასევე არის პარტიული გაზეთის რედაქტორი;
.4. მრჩეველი განაგებს რესპუბლიკური პარტიის საერთო ფონდს და ფინანსებს, ასევე მის კომპეტენციაში შედის პარტიის ბიუჯეტის დეტალური აღწერა და დამტკიცებული პროექტების დაფინანსება საერთო ფონდიდან.

კ)) პარტიის წევრს აქვს უფლება პარტიის აღმასრულებელი რგოლის წარმომადგნელებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია პარტიის საქმიანობის და მიმდინარე პროექტების შესახებ.

ლ)) ნებისმიერ პარტიის წევრს აქვს უფლება ნებისმიერ დროს დატოვოს პარტია.
.1. პარტიის დატოვებისას მოქალაქე ვალდებულია დატოვოს რესპუბლიკელების საარჩევნო სიით მოპოვებული კონგრესის მანდატი და პარტიის ხელმძღვანელობას გადასცეს ეროვნული გვარდიის მეთაურობა. პარტიის მრჩეველი ასევე ვალდებულია პარტიის პრეზიდენტს გადასცეს პარტიის ფონდის სახსრები სრული ოდენობით.
.2. დაუშვებელია პარტიის წევრების მიერ ყოფილი თანამებრძოლის საჯარო გაკიცხვა ან მისი დამცირება, თუ პარტიიდან წასვლისას მოქალაქემ პირნათლად შეასრულა ზედა პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება.
რესპუბლიკური პარტიის წესდების ავტორები: ManteX, Bendo7, v.kandelaki, urekhi, kasho777