წინასაარჩევნო მდგომარეობა

Day 2,464, 09:51 Published in Georgia Poland by gvangvalo

2014 წლის 25 აგვისტოს ე-საქართველოში გაიმართება კონგრესის არჩევნები,რა გამოწვევების წინაშე დგას წინასაარჩევნოდ ე-საქართველო?!

მსურს გამოვეხმაურო ამ რთულ წინასაარჩევნო პერიოდში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, მოკლედ შევაჯამო არსებული ვითარება და საკუთარი წვლილი შევიტანო მდგომარეობის გაუმჯობესებაში.საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომ ვაკვირდები რა წინასაარჩევნო პროცესებსა და მათ კანონმდებლობასთან შესაბამისობას, ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა იკავებს პირველ ადგილს. ამ ხნის განმავლობაში, დამიგროვდა მდიდარი მასალა, რაც უკვე მაძლევს შესაძლებლობას პირველადი და ზოგადი შეფასება მივცე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. მართლაც, თავისი ინტენსივობითა და მასშტაბით უპრეცედენტოა ის აქტივობა, რასაც სახელმწიფო უმაღლესი პირები იჩენენ თითეული ე საქართველოს მოქალაქის მიმართ.

ჩემს მიერ შესწავლილი საქმეები მაძლევს საშუალებას დავასკვნა, რომ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა წინასაარჩევნო თვალსაზრისით არის მეტისმეტად მიკერძოებული და ორიენტირებულია ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური კოალიციის შევიწროებისაკენ. არა ერთი სერიოზული ბრალდება, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო შემოწირულებებისა თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას შეეხება, ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი -(ბოლო დროს წამოწყებული აქციები მარტივი მაგალითია იმისა თუ როგორ ცდილობენ ოპოზიციური პარტიის წევრების გადაბირებას,ან ის ცრუ ბრალდებები რაც შეეხება მთვარი ოპოზიციური ძალის მიმართ თითქოსდა ისინი არ ემორჩილებიან კონსტიტუციას და ე საქართველოს დაცემისკენ არიან მიდრეკილი(იდეოლოგიური ზეწოლა ოპიზიცის წევრებზე)სულ ცოტა ხნის წინ საპრეზიდონტო არჩევნების ამის ნათელი მაგალითია (როცა მიდიოდა აგიტაცია თავად მთვარი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის მხრიდან).

დღეს ჩვენ ვართ თვითმხილველნი არა მხოლოდ პრობლემატური კანონმდებლობისა, არამედ სახელმწიფო ორგანიების მხრდიდან მისი კიდევ უფრო პრობლემატური, ხარვეზიანი და თვითნებური აღსრულებისა, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ.

რასაკვირველია, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან კანონის დარღვევა თანაბრად მიუღებელია და მოითხოვს დამრღვევების მიმართ სათანადო ზომების გამოყენებას. უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა კანონის ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული, ხოლო კანონის დარღვევა არ უნდა წახალისდეს. სამწუხაროად, ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ კანონის სათანადო და მიუკერძოებელ აღსრულებას. ამის ნაცვლად, ადგილი აქვს მის შერჩევით გამოყენებას, რაც გამოუსწორებელ შედეგებს აყენებს საარჩევნო გარემოს ე-საქართველოში.