ფინ. სამინისტრო - მილიტარი უნიტების დაფინანსება, წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა

Day 2,448, 14:06 Published in Georgia Serbia by Jimmy Levy


ფინანსთა სამინისტრო წარმოგიდგენთ



ფინანსთა სამინისტრო წარადგენს კიდევ ერთ პროექტს
ამჯერად საქმე ეხება მილიტარი უნიტების დაფინანსებას.





წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა
საჭიროა სახელმწიფო ფინანსურად მხარში დაუდგეს და ხელი შეუწყოს სახელმწიფოს მთავარ სამხედრო დასაყრდენის, სამხედრო შენაერთების გამართულ მუშაობას.
ქვემოთ შემოგთავაზებთ დაწვრილებით ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, საიდან, რა რაოდენობით უნდა გამოიყოს თანხა, როგორ უნდა განაწილდეს და რა მიზნებს მოხმარდეს.






1. სამხედრო დანაყოფების დაფინანსება უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.


2. თანხა უნდა გამოიყოს კვირაში ერთხელ და ერთდროულად ყველა ქართული უნიტისთვის.

3. თანხის რაოდენობა უნდა განისაზღვროს უნიტის წინა კვირაში განადგურებული მოწინააღმდეგების რაოდენობის 1 პროცენტით გადაყვანილი ვალუტაში.
3.1. მოვიყვან კონკრეტულ მაგალითს. აი ეს არის წინა კვირაში განადგურებული მოწინაანააღმდეგეების რაოდენობა მილიტარი უნიტების მიხედვით.
დანაყოფ N7-ს განადგურებული ჰყავს 28 194 მოწინააღმდეგე. ამ რაოდენობის 1 პროცენტი არის 281. შესაბამისად დაფინანსდება 281 ლარით.
საქართველოს ეროვნულმა არმიამ გაანადგურა 21 330 მოწინააღმდეგე. დაფინანსება შეადგენს 213 ლარს.
3.2 ამ პროგრამაში სახელმწიფო დახარჯავს სავარაუდოდ კვირაში 700-800 ლარს. მინიმუმ ამდენი თანხა შედის ბიუჯეტში ყოველ დღე. ასე რომ, დაფინანსების პრობლემა არ უნდა იყოს.


4. თანხა უნდა გადაეცეს შენაერთის მეთაურს პირად ანგარიშზე.
4.1. შენაერთის მეთაური თანხას გახარჯავს მხოლოდ საკვებში და იარაღში.
4.2. ფინ. სამინისტრო და სრულიად ქვეყანა ნდობას უცხადებს და ეჭვია არ შეაქვს მეთაურების კეთილსინდისიერებაში და მათ ესამშობლოს პატრიოტიზმში.
4.3. ამის მიუხედავად მეთაურები იღებენ ვალდებულებას, წარადგინონ და გამოაქვეყნონ დაწვრილებითი ანგარიში ყოველკვირეულად.

5.დაფინანსების მიზანი არაა უნიტების წახალისება და/ან დაჯილდოვება.
5.1. თანხა უნდა მოხმარდეს მებრძოლთა მოთხოვნილების დაკმაყოფილებას.
5.2. უნდა დაკმაყოფილდეს მებრძოლების მხოლოდ სამხედრო მოთხოვნილებები. რათა მათ მეტი იბრძოლონ, მეტი გაანადგურონ, შესაბამისად მათმა უნიტმა შემდეგ კვირას მეტი დაფინანსება მიიღოს.
5.3. დაუშვებელია მებრძოლის სხვა მიზნით დაფინანსება (სიტყვაზე როგორიცაა მისი ეკონომიკური განვითარება, კრედიტის დაფარვა და ა.შ.)
5.4. პრიორიტეტულია დამწყები მოთამაშეების დახმარება.
5.5. დახმარება მებრძოლებს გაეწევათ მხოლოდ მატერიალური დახმარება, ძირითადად აღჭურვილობა (იხილეთ ფოტოზე ქვემოთ). დაუშვებელია ფულის გადაცემა.




გისურვებთ წარმატებულ წვრთნას და აღჭურვას.