კონგრესის არჩევნები

Day 2,401, 09:49 Published in Georgia Georgia by Georgian-qartveli

მეგობრებო! გვიახლოვდება კონგრესის არჩევნები. წინა არჩევნებზე სამწუხაროდ არ ვიყავით ორგანიზებულები და შედეგად რამდენიმე ჩვენი არაკეთილმოსურნე მოხვდა რჩეულთა სიაში თავიანთი პარტიებით. ასევე რამდენიმე ისეთი ქართველი მოთამაშე, ვინც დიდი სერიოზულობით არ გამოირჩევა და კანონები სხვათაგან შეუთანხმებლად და განხილვის გარეშე გამოჰქონდა მისაღებად.
ამ და არამხოლოდ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ვიყრი კენჭს კონგრესში. ჩემი არჩევის შემთხვევაში ვერ დაგპირდებით, რომ დენი 10 თეთრი იქნება, გაზი 5 და წყალი უფასო, თუმცა შემიძლია პირობა მოგცეთ, რომ აქტიურად ჩავერთვები ესაქართველოს პრობლემების გადაწყვეტაში და კონგრესში განხილვის გარეშე არ გავა არც-ერთი კანონი. ვეცდები მაქსიმალურად ვიაქტიურო საკანონმდებლო საქმიანობაში და დავიცვა ესაქართველოს თითოეული მოქალაქის ინტერესები.
აქვე ავღნიშნავ, რომ საკმაოდ გამოცდილი მოთამაშე ვარ. ეაშშ-ში ძველი ქართული გაერთიანების წევრი ვიყავი ჯერ კიდევ წლების წინ.


თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს!


პატივისცემით Georgian-qartveli

პ.ს. მადლობელი ვიქნები თუ Vote და subscribe ღილაკებს დააჭერთ