ახალი იდეები და შესაძლებლობები

Day 2,395, 15:41 Published in Georgia Georgia by JangavaDze
აბა მოგესალმებით ბიჭებო,ამ ბოლო 10 დღის მანძილზე ბევრ თემას შევეხე და ბევრი იდეაც განვახორციელე,ახლა მინდა კიდევ ერთი ჩემი გამონათება გაგიზიაროთ



ყველაფერი დაიწყო იქიდან რომ ქვეყნის მოქალაქეების 90 პროცენტს სურს მიაღწიოს მთავრობის მწვერვალს და სულ რამოდენიმე დღეში გახდეს კონგრესის დამსახურებული წევრი.ამაზე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე სრულიად შევცვალო თამაშის სისტემა,იგი უფრო რთული,ჩამოყალიბებული და დახვეწილი გავხადო.ალბათ დაგაინტერესდათ ეს როგორ უნდა გავაკეთო..მე პირადად მიჩნდება უსამართლობის შეგრძნება როცა ვხედავ ახლად დარეგისტრირებულ და ჯერ თამასში გაურკვეველ პიროვნებას რომ ექნება იგივენაირი შანსი ქვეყნის მართვის როგორც ძველ მოთამაშეს რომელმაც არაერთი ღამე გაათენა თქვენთვის ინფორმაციის მოწოდებისთვის,დაპურება თუ შეაიარაღებისთვის,ჩაუჯდა და საათობით სწავლობდა თამაშის მექანიზმსა და არსს.ამიტომაც მე მინდა ქვეყნისთვის საუკეთესო და ვინც ჩემს აზრს იზიარებთ...ყველა მსურველს ვისაც უნდა რომ იყოს აქტიური წევრი ამ ქვეყნის და მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის მშენებლობაში,საქმის კეთებით და არა ყბედობით მოვუწოდებ გვერდში დამიდგეს და დასაქმდეს ქვეყნის მთავრობის მიერ შექმნილ სამსახურებში.
თუ გასაკეთებელი საქმე გადანაწილდება მოთამაშეებზე ის უფრო სრულყოფილად და ხარისხიანად გაკეთდება.განათლების სამინისტრო მზადაა მათ ოფიციალური ხელფასებიც კი დაუნიშნოს.თითოეულ მოთამაშეს ექნება თავისი მიღწევების სია.ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ როგორ ფიქრობთ ადამიანს ვინც სახელწიფო სამსახურში იმუშავებს და ქვეყანას საქმით გამოადგება,ვინმე გაბედავს და შეეწილება მის დაწინაურებას კონგრესში იქნება ან თუნდაც სხვა სფეროში?


ჩემი აზრით ეს არის იდიალური გზა განვითარებისთვის,კომუნიკაციისთვის და ქვეყნის გაძლიერებისთვის.დღესდღეისობით ყველა აღიქვამს კონგრესს უმნიშვნელოდ,ზოგიერთმა ჩვენმა მოქალაქემ თავის სტატიაში ისიც თქვა რომ კონგრესმენი ნებისმიერი გახდება და ამას არაფერი დიდი ცოდნა ან დრო არ სჭირდება.ხოლო მე მინდა რომ კონგრესმენი იყოს პიროვნება ვინც ქვეყნის სახეა,ვინც დაუზოგავად შრომობდა და უკვე გამოცდილია ბევრ სფეროში,განა იმიტომ რომ მას ეს სჭირდება რამე კანონის მისაღებად,არამედ იმიტომ რომ მას პასუხისმგებლობა დაეკისრება თითოეული მოქალაქის წინაშე.იგი ყველანაირად უნდა ამოუდგეს გვერდში თავის მოქალაქეებს,ცოდნა გაუზიაროს მათ და დახმარების ხელი გაუწოდოს.

ეხლა მითხარით რომელი კონგრესმენი გირჩევნიათ თქვენ,ახალი დარეგისტრირებული ვინც გაიძახის დემოკრატიაა და ყველას თანაბარი უფლებები გვაქო,როცა თვითონ თამასში საჭმელი სად იყიდოს ისიც არ იცის,თუ მშრომელი კონგრესმენი რომელსაც დიდი ღვაწლი აქვს თავისი ქვეყნის მიმართ.


ახლა ვისაუბროთ ვაკანსიებზე :
1.კადეტების ოფიცერი – პიროვნება ვინც იცის თამაშის მექანიზმი და მზადაა დაუზარელად აუხსნას ყველა ახალ დამწყებ მოთამაშეს (5 ვაკანსია)
2.სამხედრო ჟურნალისტი– რომელიც ვრცლად ახსნის ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიზეზებს და აზრს.პრივილეგია ექნება პირველმა შეიტყოს ჩვენგან ინფორმაცია (2 ვაკანსია)
3.დამსაქმების სამინისტრო – ამ სამინისტროში იმუშავებენ პირები ვინც უცხო ენებს კარგად ფლობენ და მოიძიებენ ინვესტორ მოთამააშეებს ჩვენ ქვეყანაში დამწყები მოთამაშეების დასაქმებისთვის,რომლებიც სანაცვლოდ მოამარაგებენ მათ იარაღით ან საკვებით.იმაზე მეტი ღირებულებით ვიდრე სამსახურების სახელფასო სიაშია (5 ვაკანსია)
4.მომარაგების სამინისტრო – დაწერენ სტატიებს უფასო საკვების და იარაღის გაცემასთან დაკავშირებით,მიიღებენ საჭირო რაოდენობის პროდუქტს ჩვენგან და მოახდენენ მის დარიგებას მოსახლეობაში ,როგორც ჩვენ ვაკეთებთ უკვე რამოდენიმე დღეა (4 ვაკანსია)
5.ამ სამსახურს ჯერ სახელი ვერ მოვუფიქრე მაგრამ დაევალება ქვეყნის წამყვანი პირებისგან ინტერვიუს აღება და ხალხისთვის მათი პოზიციების და პიროვნული თვისებების დანახება.
(2 ვაკანსია)
6.კონტროლის პალატა – პიროვნებები ვინც შეაფასებენ სხვა სამსახურების მუშაობის დონეს(2 ვაკანსია)
7.სარეკლამო ჯგუფი – ხალხი ვისაც აქტიურად ექნება კონტაქტი ყველა მოთამაშესთან და გააცნობს ჩვენს შემოთავაზებას ამ თემასთან დაკავშირებით დაეხმარე შენს ქვეყანას! (2 ვაკანსია)


ველოდები თქვენს იდეებს და გამოხმაურებებს კომენტარებში,მოვუწოდებ ყველა პარტიის წევრს და ქვეყნის მოქალაქეს ჩაერთოს ამ საკითხში.ვაკანსიების და სამსახურების დამატება შესაძლებელია,მომეხმარეთ ეს იდეა დავხვეწოთ და ავამოქმედოთ
ჯერჯერობით სულ ეს იყო რაც მოვიფიქრე,დამიფასეთ ნაშრომი და მიეცით გაზეთს Vote+subrcibe

ამ თემის გაგრძელება....სამინსტროები და დასაქმება

თქვენს გვერდში გვიგულეთ :
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/6071355 – Georgian_wolf (ირაკლი)
http://www.erepublik.com/ru/citizen/profile/5314681 - Lonely tunes (რატი)
http://www.erepublik.com/en/citizen/profile/8387633 - Geooffroader (გიორგი)







საქართველოს კონგრესმენი და განათლების მინისტრი
Cadets' Military Academy –ს მოადგილე
United Georgian Party–ს ვიცე პრეზიდენტი

=========== Georgian_wolf ===========