მოგესალმებით ქართველებო!

Day 2,381, 23:38 Published in Georgia Georgia by Emiliesta

მოკლედ, 1-2 დღეში დავაყენებ ინტერნეტს და ვაპირებ ასეთ რაღაცას:

შევქმნი სამხედრო დანაყოფს- რაზმს, რომელშიც მივიღებ აქტიურ მოთამაშეებს და უზრუნველვყოფ მათ აღჭურვას იარაღით, საკვებით და საჭირო ინფორმაციით.
მაქვს იმის რესურსი რომ 20 კაცს ჩავაცვა და დავახურო.

იმედი მაქვს ჯიმი გამომიყოფს ერთ დანაყოფს იუნიტში და კომანდერობასაც მომცემს, თუ ეს არ მოხერხდება, მეთითონ შევქმნი იუნიტს.

დანაყოფში მივიღებ ყველა ქართველს ლეველის მიუხედავად, მაგრამ აუცილებელი პირობა იქნება აქტიურობა და მითითებების სწორად შესრულება.
დანაყოფს ექნება საკუთარი გაზეთი, რომლის დასუბსქრაიბება სავალდებულო იქნება თითოეული წევრისთვის, რათა გაეცნონ ინფორმაციას.
არააქტიური წევრები გაიყრებიან რაზმიდან და ნურავის ეწყინება, ეს იქნება ელიტური რაზმი რომელიც თავისი ძალის მინიმუმ 90% იყენებს იმ დროს და იმ ადგილას, სადაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება. იარაღი დარიგდება არა მარტო მნიშვნელოვანი ბრძოლის დროს, არამედ სავარჯიშოდაც.

დანაყოფის ყველა წევრი დაემორჩილება მის ლიდერს, ლიდერი კი მხოლოდ თავდაცვის მინისტრის და პრეზიდენტის მითითებებს.
დანაყოფის ლიდერი იტოვებს უფლებას დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ბრძოლის დრო და ადგილი მითითების დროულად მიუღებლობის შემთხვევაში.
დანაყოფის ლიდერი იტოვებს უფლებას დამოუკიდებლად გადაწყვიტოს უცხო ქვეყნის დახმარებისა და სავარჯიშო ომების დრო და ადგილი იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში არ არის სამშობლოსთვის მნიშვნელოვანი ბრძოლა.
დანაყოფის წევრს აქვს უფლება თავად გადაწყვიტოს სავარჯიშო ბრძოლის დრო და ადგილი მითითების დროულად არ მიღების შემთხვევაში.


დანაყოფში გაწევრიანებისთვის მომმართეთ პირად მიმოწერაში.
პირველ ეტაპზე მივიღებ 10 წევრს, დალაგების შემდეგ კვლავ გაიხსნება მიღება.
შეგიძლიათ წევრებზე გაუწიოთ რეკომენდაცია ვინმეს ან საკუთარ თავს.