National Front of Georgia

Day 2,615, 01:44 Published in Georgia Chile by Tengiz I

მოგესალმებით!

საქართველოს ეროვნული ფრონტი
National Front of Georgia

ძვირფასო E-საქართველოს მოქალაქეებო,
ქართველებო, რომლებიც თამაშობთ და ხარჯავთ თქვენს ძვირფას დროს საქართველოს ღირსებისა და სახელის დასაცავად ვირტუალურ სივრცეში:
E-მსოფლიოს დაარსებიდან 2614–ე დღეს E-საქართველოში დაარსდა ახალი პოლიტიკური გაერთიანება "საქართველოს ეროვნული ფრონტი".

◘ პარტია აერთიანებს E-საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ემხრობიან და აღიარებენ ეროვნული იდეის, ღირსებისა და ინტერესების დაცვის აუცილებლობას, როგორც რეალურ ისე ვირტუალურ სივრცეში.
◘ პარტია მიზნად ისახავს შექმნას ძლიერი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც აქტიურად იმუშავებს ქვეყნის მოსახლეობის განათლების, ეკონომიკური თუ სამხედრო სფეროს განვითარებისათვის.
◘ პარტია აქტიურად იმუშავებს სამთავრობო გუნდთან და სხვადასხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად ქვეყნის საკეთილდღეოდ.

მეგობრებო, "საქართველოს ეროვნული ფრონტი" არის ის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველგან და ყოველთვის დაიცავს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. იქნება ინოვაციებზე, განათლებასა და ეკონომიკურ სიძლიერეზე ორიენტირებული პოლიტიკური გაერთიანებ.
E-საქართველოს პარტიებს გთავაზობთ მეგობრობას, თანამშრომლობასა და კონსოლიდაციას ეროვნული ინტერესების დაცვისა და ქვეყნის განვითარების საქმეში. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთი დიდი გუნდი ჩვენი იდეებით და ერთამნეთს უნდა შევეჯიბროთ ინოვაციებსა და ქვეყნის სასიკეთო საქმეში

E-საქართველოს მოქალაქეებო:
თუ თქვენ გსურთ იყოთ ინოვაციებზე ორიენტირებული პარტიის წევრი,
თუ თქვენ გსურთ იყოთ წევრების განვითარებაზე ორიენტირებული პარტიის წევრი,
თუ თქვენ გსურთ იყოთ ეროვნული ღირსებით აღჭურვილი პარტიის წევრი
მაშინ შემოგვიერთდით! ერთად ვიბრძოლოთ უკეთესი E-საქართველოსთვის!




National Front of Georgia