[MOE] Pacifica

Day 2,604, 12:07 Published in Georgia Serbia by Rezo Marshall Revishvili


ეს არის სტატია ჩვენი მოწინააღმდეგე ალიანს - Pacifica-ს შესახებ! ვთვლი რომ უნდა გვქონდეს ინფორმაცია ჩვენს მტერზე... ყველაზე დიდი ძალა ინფორმირებულობაა!

ალიანსი Pacifica დაარსებულია eUSA-სა და eRussia-ს მიერ ორმხრივი მეგობრობისა და პროგრესისათვის 2014 წლის 19 ივნისს. საფუძველი დაუდო დათვისა და არწივის პაქტმა. პირველი პარტნიორი ამ ალიანსისა იყო ლატვია, შეუერდა 2014 წლის 20 ივლისს. იგი ძალიან ახლოსაა განსაკუთრებით რუსეთთან, მან და რუსეთმა ერთად დაიპყრეს ბელორუსია და გაიყვეს ის...

Pacifica-ს წევრები ერთმანეთთან ნდობით არიან შეკავშირებულნი და მათი მიზანია დაიცვან ერთმანეთის ეროვნული საზღვრები რათა ჰქონდეთ დომინანტი პოზიციები ესამყაროში.

Pacifica-ს წევრები ასევე ფინეთი და ტაივანიც არიან... როგორც მთელი საქართველო ამბობს: ფინეთმა წაიღო ტვინი ესტონეთთან ბრძოლით. თან ამას არანაირი შედეგი არ მოაქვს, რეალურად ფინეთს რომ მისი ალიანსი სრულად დახმარებოდა ესტონეთი უნდა დაეპყრო თუმცა სიტუაცია პირიქითა... აშშ იმუქრება, დავეხმარები რუსეთს და თქვენც მოგხედავთ ესტონელებოო... ვნახოთ რამდენად ჩაერევიან ისინი ამ ბრძოლაში. ტაივანი კი არის სტაბილურად აღმოსავლეთში და თავის რეგიონში საკმაოდ კარგი პოზიცია უკავია. სწორედ მათ აქვთ დაპყრობილი ჩვენი ძმობილი სახმრეთ კორეის ტერიტორია!

უნდა ავღნიშნოთ რომ ყველა ეს ალიანსი ეკონომიკურად ძლიერია! ყველაზე დაბალი ხელფასები ლატვიაშია - 39 LVL! ბაზარზე საკმაოდ კარგი ფასები აქვთ... ზოგს შედარებით მაღალი ზოგს კი დაბალი... თუმცა ხელფასების სიდიდე ზოგისთვის ამ მინუსს ფარავს!
როდესაც ამხელა ხელფასებია მაშინ Work Tax-იც შესაბამისად უფრო მაღალია და იქაური ხალხი იქვე მუშაობს, რაც ბიუჯეტის შემოსავალზე დადებითად მოქმედებს!
საკმაოდ მაღალი შემოსავლებიც აქვთ მათ... ყველაზე დაბალი შემოსავალი ფინეთს აქვს დაახლოებით 6000 ყველაზე მაღალი კი აშშ-ს 100000 და მეტი... რაც არ უნდა იყოს მინიმუმიც კი ჩვენ შემოსავალს აღემატება, მათი სიძიერე მართლაცაა ეკონომიკა!

Pacifica-ს ჰყავს ამერიკელი ლიდერი Wild Owl, ხოლო Co-General 2, პირველი ისევ და ისევ ლიდერ Wild Owl ხოლო მეორე რუსი kolluchiy!

დამფუძნებელი პარტნიორები:
1. დანიშნული co-SG და HQ-ს მრჩევწლი ვალდებულია ხელი მოაწეროს MPP-ს (მეგობრობას) სხვა დაფუძნებელ პერტნიორებსთან და უბრალო პარტნიორებთან!
2. წევრები არ ებრძვიან დამფუძნებელ და უბრალო პარტნიორებს და დამფუძნებელი პარტნიორების მოკავშირეებს!
3. მათ აქვთ უფლება დაადონ ვეტო ახალი წევრის შემოყვანას ან ნებისმიერ ცვლილებას რაც შეიძლება მოხდეს წევრების სიაში.
4. შეუძლიათ დაადონ ვეტო დაფუძნებელი და უბრალო პარტნიორების უფლებების ცვლილებას.

უბრალო პარტნიორები:
1. ნიშნავს HQ-ს მრჩეველს, აწერს ხელს MPP-ს დამფუძნებელ წევრებთან და უბრალო წევრებთან!
2. არ იბრძვის დამფუძნებელ პარტნიორებთან და უბრალო პარტნიორებთან, ასევე დამფუძნებელი პარტნიორების მოკავშირეებთან!

ამ სტატიით მინდოდა უფრო კარგად გაგეცნოთ ჩვენი მოწინააღმდეგე რომელთან ბრძოლაშიც ვართ... მათი სიძლიერე ნიშნავს მას რომ ომი რთული იქნება თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ განწირუნლი ვართ... ერთიანობით ყველაფერს შევძლებთ 😉

პატივისცემით საქართველოს კონგრესმენი და მალე განათლების მინისტრი თქვენი Rezo Marshall Revishvili