ამოცანა / გამოცანა / პრიზი 5 გოლდი

Day 2,597, 02:57 Published in Georgia Japan by Strategi1
მოკლედ, სანამ ვანიებთან ბრძოლა დაიწყება გთავაზობთ გასართობ გამოცანას, ცოტა გავხალისდეთ ომის წინ 🙂 თან რუსეთან კავშირშია გარკვეულწილად

თამარ მეფის ეპოქაა საქართველოში, ახალი გამეფებულია მისი შვილი ლაშა-გიორგი, იმდროინდელი რუსეთის იმპერატორი საქართველოში აგზავნის წერილს სადაც ითხოვს ხარკის გადახდას საქართველოსგან, ამ დროს ისე დაემთხვა რომ გარდაიცვალა თამარის ქმარი.

წერილი გამოგზავნილი იყო თამარის სახელზე, იმის მიუხედავდ, რომ იგი უკვე მეფე აღარ იყო,
თამარმა პასუხი გაუგზავნა რუსეთის მმართველს სადაც 3 სიტყვა ეწერა მხოლოდ.

ვინც კომენტარებში პირველი დაწერს სწორ პასუხს,(იმ სამ სიტყვას) ჩემგან მიიღებს 5 ოქროს 🙂

ისტორიული ფაქტები რაც დავწერე, შეიძლება არ იყოს ზუსტი მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს 🙂

ხო სიტყვების თამაში და მაიმუნობები არ არის 🙂 ერთხელ მაინც გექნებათ ეს პასუხი გაგონილი.

ღამის 9 საათამდე ჩვენი დროით თუ არ იქნება სწორი პასუხი კომენტარებში, პასუხს მე დავდებ და პრიზი ჩემთან დარჩება 🙂




პირველი სწორი პასუხის ავტორია NikaGogola

ლაშას მამა გარდაიცვალა

🙂 🙂 🙂