დაპირებები, როგორც ასეთი...

Day 3,026, 11:11 Published in Georgia North Macedonia by Aveun.

მოგესალმებით ყველას მეგობრებო, პრეზიდენტობის კანდიდატი, თქვენი მონა მორჩილი - Aveun, მსურს გესაუბროთ მოახლოებულ არჩევნებზე...


deviko99-ის სტატია წავიკითხე და ამ ადამიანთან მაქვს შეკითხვა თუ იცის რა არის პრემიერ მინისტრის ვალდებულება? ნუ რათქმაუნდა თუ არ იცის დავაკვალიანებ, რომ პრემიერის ვალდებულებაა გაუწიოს კურირება ყველა დანარჩენ სამინისტროებს. კი მართალია სტატიები არ დამიწერია, პრემიერობის პერიოდში, ძირითდად გადართული ვიყავი საგარეო პოლიტიკაზე, სადაც უამრავი მოლაპარაკებები მინდინარეობდა, თუმცა საწადელს, მაინც ვერ მივაღწიეთ. დაკვირვებული ემოთამაშეები, მიხვდებოდნენ, რომ გვაქვს პრობლემები საბერძნეთთან, რომელმაც ჩვენს მტერ ბრაზილიასთან გააფორმა ორმაგი დაცვის ხელშეკრულება და ამ დღეებშიც მათ არ მოისურვეს ჩვენთან ოდპ-ს გაფორმება. ასევე იყო საუბრები ანტიასტერიული ალიანსის ჩამოყალიბებაზე, თუმცა ეს ყველაფერი, საბოლოოდ დროის ფლანგვა გამოდგა, რადგან ბულგარეთმა დაამტკიცა, რომ დიდად არ ანაღვლებს ეგ თემა.

სიმართლე გითხრათ ძველი მოთამაშეების გარდა, არც არავის ახსოვს თუ რა გამიკეთებია ქვეყნისათვის და იცით რატომ? რადგან ბევრისგან განსხვავებით არ დამიწერია ნარცისული შინაარსის სტატიები და არ დამიწყია ჩემს მიღწევებზე საუბარი. ამ თამაშში საქართველოს დამატების პირველივე დღიდან ვარ და ეს თუ არ არის საკმარისი, რომ მე საპრეზიდენტო კანდიატი ვიყო, მაშინ კი ბატონო, მიეცით ხმა deviko99-ს.



ხშირია შემთხვები, როდესაც ახალწვეულები ძალზედ პრიმიტიულად აფიქსირებენ თავის პოზიციას და გამოთქვავენ ისეთ პრეტენზიებს, რაც რეალურად აზრს არის მოკლებული, ჩემი თხოვნა იქნება, კარგად გაერკვიოთ ამ თამაშში და ჯანსაღად შეაფასოთ მიმდინარე მოვლენები.
ძალიან მწყინს, როდესაც მოქმედ მთავრობას აკრიტიკებენ, როდესაც რეალურად ბიჭები არაფერს არ იშურებენ, რომ ამ წყეულ თამაშში ჩვენი ექვეყანა იყოს ძლიერი და ერთიანი, ხარჯავენ უამრავ თანხებს, როცა გვერდიდან, რომ შეხედოს ადამიანმა გეტყვის, რაში ყრი ფულსო და ამ დროს ბევრი გამოდის და მათ, რაღაც უაზრო შენიშვნებს აძლევს.

კიდევ წავიკითხე 1 მილიონი თუ დახარჯეთ, მაშინ 300 ათასი, რაღატო არ გადაუხადეთ სერბეთსო? - აი ეს ციტატა deviko99-ის სტატიიდან, არი კარგი დასტური ჩემი მაღლა ხსენებული სიტყვებისა, მივმართავ ყველას ვინც deviko-ს ამ სიტყვებს დაეთანხმა, ანუ თქვენ თვლით, რომ ჩვენ უნდა გადაგვეხადა 300 ათასი მტრისთვის და მიგვეშვა ისინი მოკავშირე თურქეთთან? უბრძოლველად? ნაღდად ესე ფიქრობთ? მიგვეტებინა მოკავშირე ომში, რომელიც მან ჩვენ გამო დაიწყო? ესე, რომ გვექნა ეს იქნებოდა უდიდესი სირცხვილი ჩვენი ქვეყნისათვის და დამღუპველი ჩვენი რეპუტაციისა, რომელსაც ეს 2 წელიწადი ვაგებდით, რეპუტაცია, რომელიც უამრავი ფულის და დროის ხარჯვის შემდგომ მოვიდა. დღეს ესაქართველოს ყველა იცნობს იმ ქვეყნად, რომელიც არ იხევს უკან და არ ღალატობს თავის მოკავშირეებს, რაც არ უნდა დაბრკოლებებს გადაეყაროს, ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ! ნუ იქნებით ბანალურები და კარგად გაიაზრეთ, სანამ რაიმე განცხადებებს გააკეთებთ.



ეხლა კი უშუალოდ სტატიის მთავარ თემაზე.

ერთი სიტყვით ვიტყვი, რომ ვერ ვიტან ოპორტუნიზმს და ფარისევლობას, ამიტომ ზებუნებრივს არაფერს დაგპირდებით, ყველაფერი ისედაც ნათელია. ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულია 2 აგრესორის მიერ და რასაკვიველია უმთავრესი პრიორიტეტია ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნება.

ქვეყნები, რომლებსაც ამჯერად "ვეჭიდავებით" არიან სერბეთი და პერუ, ვინც არ იცის და ახალი დარეგისტრირებულია, მინდა ვუთხრა, რომ სერბეთი არის ამ თამაშში ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყანა, როგორც ეკონომიკურად ისე სამხედრო განხრით, ასევე პერუ, მართალია სერბეთის დონის ქვეყანა არაა, მაგრამ ჩვენზე გაცილებით ძლიერები არიან, ამიტომ ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშე დგას, თუმცა ჯერ არ ყოლია ესაქართველოს მტერი, რომელიც რეგიონიდან მალევე არ გაგვიძევებია, მაგალითისთვის: ბულგარეთი,რუსეთი,ირანი,რუმინეთი,არგენტინა,პოლონეთი და ა.შ.

ასევე მინდა ავღნიშნო, რომ ბევრი ახალწვეული შევამჩნიე, რაც ძალიან მახარებს, აქ ადამიანური რესურსი ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ ვთვლი ჩემს მოვალეობად ვიზრუნო ამ ახალწვეულებზე, ამისთვის კი უკვე გაკეთდა ფორუმი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი Senna...-ს და Da Vinci Demon-ს. ვინც არ ხართ ფორუმზე დარეგისტრირებული, ჩემი პირადი თხოვნა იქნება გაიაროთ რეგისტრაცია და იაკტიუროთ, რადგან აქ განთავსდება აწ უკვე დაწერილი ყველა სასწავლო სტატიები, ნებისმიერ თემაზე იქნება ეს ეკონომიკა,პოლიტიკა თუ უამრავი სხვა.

განათლების სამინისტრო, ყველაფერს გააკეთებს, რომ იზრუნოს თითოეულ ახალწვეულზე, მოახდინოს მათი ინფორმირება და მაქსიმალურად თამაშის მექანიზმის გათვისება.

მოკლედ ვიტყვი, რომ ქვეყნის განთავისუფლების, შემდგომ ჩვენ ძირითადად ახალწვეულებზე გადავერთვებით. რეალშიც ფაციფისტი ადამიანი ვარ, ამიტომ მეეჭვება, რაიმე ომები გავაჩარხოთ, მინიმუმ ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში.

მადლობა ყურადღებისათვის, პატივისცემით - Aveun