WSS განცხადება

Day 3,029, 11:08 Published in Georgia Venezuela by deviko99


მეგობრებო, ჯერ ოფიციალური შედეგები არ დადებულა, მაგრამ ალბათ ყველასთვის უკვე ცხადია, თუ ვინ გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. მინდა Aveun-ს ვუსურვო წარმატება და მაქვს იმედი რომ იგი სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს. ასევე მოახრული ვიქნები რომ ამჯერად უკვე ქვეყნის პრეზიდენტის როლში არ დაკარგავს კონტაქტს საქართველოს მოქალაქეებთან და ხალხს ეცოდინება თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს მთავრობა და რატომ. მოკლედ წარმატებები ო7.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო მათ ვინც დამიჭირეს მხარი არჩევნებში, მე არ ვაპირებ დანებებას და ახლა კიდევ უფრო გავაქტიურდები. გააქტიურდება ჩემი პარტიაც.

ასევე მინდა მოვიწვიო ყველა საქართველოს მოქალაქე ჩვენ პარტიაში. ჩვენი პარტია ხვალიდან დაიწყებს 300 ქ1 საკვების დარიგებას ყოველდღე ჩვენი პარტიის წევრებისათვის. იმისათვის რომ მიიღოთ საკვები უნდა იყოთ გაწევრიანებული პარტიის სკიპ ჩატშიც. საკვების მისაღებად შეგიძლიათ უკვე დააკომენტაროთ ამ სტატიაზე. სტატიები დაიწერება ორ დღეში ერთხელ და თითო სტატიაზე დაკომენტარებით ჩვენი პარტიის წევრები მიიღებენ ორი დღის საკვებს ანუ 600 ქ1-ს.

ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ,

შემოგვიერთდით,

გაუმარჯოს საქართველოს ო7