georgian democrat-ების გუნდი

Day 2,620, 06:04 Published in Georgia USA by STALINI21
მოგესალმებით ერთგულო მკითხველებო,როგორც მოგეხსენებათ დღეს 24-ია, ხვალ დაიწყება კონგრესის არჩევნები, რომელშიც ჩვენი პარტიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყრის კენჭს და მართლა, ეს უკვე გამარჯვებაა, დემოკრატული პრინციპებით დემოკრატები მოდიან ხელისუფლებაში. ასევე მინდა მოგახსენოთ ჩვენი პარტიის მიღწევები: ჩვენ ვართ ყველაზე მზარდი პარტია საქართველოში, ჩვენ ყოველდღე ვარიგებთ საკვებს და იარაღს, ვეხმარებით მოქალაქეებს ფინანსურად და ხელს ვუწყობთ თავიანთი პოზიციების ჩამოყალიბებაში, ვუკვალავთ გზას და ვაქცევთ ღირსეულ ტოლერანტულ მოქალაქეებად, ჩვენ ვართ ის ერთადერთი პარტია ომოზიციაში რომელსაც ძალუძს ქვეყნის მართვა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან შედარებით, ჩვენ აგრეთვე ვართ ყველაზე აქტიურები და დემოკრატები რაც არჩევნებმა დაამტკიცა პარტიის შიგნით, ჩვენი პარტია ასევე ზრუნავს ხალხის გართობაზე და გამხიარულებაზე, რასაც ამტკიცებს marshall-ის შოუ, ასევე ტოტალიზატორი stalin-bet.com . დიდი თანამდებობა დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს და ეს ყველა ჩვენს თანაგუნდელს აქვს გაცნობიერებული, ჩვენს ქვეყანას სწორედ ჩვენნაირი პარლამენტარები სჭირდება. ყველა მოქალაქეს გთხოვთ გააკეთოთ სწორი არჩევანი და მოგიწოდებთ "მიეცით ნიჭსა გზა ფართო" სწორედ ჩვენნაირი ნიჭიერი ახალგაზრდა პარლამენტარები გადაარჩენენ საქართველოს და განადიდებენ სამშობლოს, ეს ყველაფერი რაც მთავარია არის ხალხის არჩევანი.