[MOC] კომუნიკაციის სამინისტრო!!!

Day 3,099, 11:54 Published in Georgia Spain by VuXman




მოგესალმებით, ამ თვისთვის ბოლოჯერ მინისტრის პოსტზე. მე ვტოვებ ჩემს მიერ დაკავებულ თანამდებობას. ეს კი გამოიწვია ,,ჟურნალისტიკის სამინისტროს" გარშემო მიმდინარე პროცესებმა. მე როგორც მოგეხსენებათ ვიყავი პირველი ამ სამინისტროს წარმომადგენელი. ჩემი მინისტრობის ერთი დღის განმავლობაში ,,ჟურნალისტიკის სამინისტროში" შევქმენი სამინისტროს ბანერი და მთლიანი სამინისტრო გადავაბარე ახალ ძალას და ახალ სახეებს, ასევე მივიღეთ მთავრობის მხრიდან დაფინანსებაც. ამ ერთი კვირის განმავლობაში სამინისტრომ გამოაქვეყნა სტატია, სამწუხაროდ სრულად არ იყო სრულად წარმოდგენილი, მაგრამ ბიჭებმა მაინც იშრომეს. ამ სამინისტროში ზუსტად 3 მინისტრი გამოიცვალა. დიდი აჟიოტაჟი კი ხალხში გამოიწვია იმან ,რომ სამინისტრომ გადაწყვიტა შეექმნა ,,ჟურნალისტური ეთიკის ქარტია" რაც ითვალისწინებდარომ, რომელი გაზეთიც დაარღვევდა კოდექსში აღნიშნულ წესებს აუცილებლად დაჯარიმდებოდა და მისი სტატია დაიბლოკებოდა. ასევე ბიჭები აპირებდნენ გამოექვენებინათ კანონები და კოდექსი მაგრამ არ დასცალდათ. ამ იდეის ავტორები კი ვიყავით მთლიანი სამინისტრო, მათ შორის კარგად ცნობილი და თავნება K O N S T A N T I N O P O L -იც, მაგრამ მთავარი იდეის ავტორი მე გახლდით. ამიტომ მე თავს ვალდებულად ვგრძნობ რომ, მეც დავტოვო კომუნიკაციის სამინისტრო ჟურნალისტიკის სამინისტროს ბიჭებთან ერთად. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთავრობას ნდობისთვის და გამას ბოდიში მოვუხადო იმის გამო რომ, ამ დღეების განმავლობაში არ მქონდა დრო და ვერ გამოვაქვეყნე ,,გამოკითხვა", მაგრამ არც ეს არის სავალალო, რადგან მთავრობას ჰყავს მათთვის ნდობით აღჭურვილი და ყველაზე პატრიოტი ადამიანი K O N S T A N T I N O P O L-ი რომელსაც შეუძლია ჩაიბაროს ეს ორი ახალი პოსტი. მე ამას იმიტომ ვამბობ რომ, ამ თვეს მთავრობის ძირითადი ლოზუნგია ,,ახალი თაობა პოლიტიკაში" და ამიტომ გისახელებთ ამ პიროვნებას.

დიდი მადლობა ყველას!!!

მთავრობას კი ვეტყვი, რომ მეტი ახალ ძალას და ახალ ხალხს მისცენ თავისუფალი გზა პოლიტიკისკენ.