წინასაპრეზიდენტო სტატია-deviko99

Day 3,026, 04:47 Published in Georgia Venezuela by deviko99



ალბათ მრავალმა თქვენგანმა უკვე ნახა ჩემი კანდიდატურა პრეზიდენტობის სიაში. ეს გადაწყვეტილება ალბათ ბევრისთვის ძალიან მოულოდნელი იყო და სიმართლე გითხრათ ჩემთვისაც.

ეს გადაწყვეტილება მივიღე გუშინ, რადგან ვერ ვნახე ვერავინ ღირსეული კანდიდატი, ჩემი გადმოსახედიდან, ვინც შეძლებდა საქართველოს ამ სიტუაციიდან გამოყვანას. მოველოდი რომ ან რესპუბლიკური პარტია ან დაბოლილები გამოიყვანდნენ ღირსეულ კანდიდატს, მაგრამ ეს არ მოხდა. რის გამოც გადავწყვიტე ჩემი თავი გამეყვანა და საფორთ მეთხოვა რესპუბლიკური პარტიისთვის.

ავეუნი არის მეორე კანდიდატი ვისაც აქვს საკმარისი მხარდაჭერა იმისათვის რომ მოვიდეს მთავრობაში. მაგრამ მას თავისი პრემიერ მინისტრობის ორ თვიან პერიოდში ერთი სტატიაც არ დაუწერია და ახლა თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ასეთი კანდიდატი უნდა გახდეს პრეზიდენტი?

როგორც აქამდე მთავრობის წევრებმა განაცხადეს, მათ თვის გამნავლობაში 2 ათასი ლარი დახარჯეს, თუმცა თვითონვე თქვეს რომ ეს არ იყო საკმარისი, სერბეთის მოსაგერიებლად, ნუთუ არ ჯობდა ის 300 ათასი გადაგვეხადა, რომელიც იყო ომის დასრულების ფასი? ხოლო ის ფული საქართველოს სამომავლო განვითარებაში ჩაგვედო ? მაგრამ არა ხომ თავი მაღლა უნდა აგვეწია და არ უნდა გადაგვეხადა ეს 300 ათასი.

ჩემ გეგმებს რაც შეეხება, მე რა თქმა უნდა ჩემი პარტიის იდეოლოგიით ვიხელმძღვანელებ, შევინარჩუნებ კონტაქტს ყველა სხვა პარტიასთან და ზოგადად ხალხთან, რაც ასე აკლდა ამჟამინდელ მთავრობას, ისედაც ცოტანი ვართ და არ უნდა იყოს პრობლემა წესით რომ ერთმანეთთან გვქონდეს კონტაქტი, მე თუ მკითხავთ საქართველოს მომავალი მის ახალ მოთამაშეებშია, უნდა მიეხედოს ახალი აქაუნთების შოვნას. ახლების თამაშში დატოვებისათვის ახალი განათლების სწრაფი სისტემა უნდა მოვიფიქროთ, რომ სანამ ჩვენ ვილაპარაკებთ ესა თუ ის რას ნიშნავს არ მოსწყინდეს ახალბედას და არ დატოვოს თამაში.

ჩვენ შევძლებთ ყველაფრის გამოსწორებას, თუ ერთად დავდგებით. რომელი პარტიის წევრიც არ უნდა იყოთ იმ ცხრა პარტიიდან, რომელიც არის საქართველოში თქვენი აზრი მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ თქვენ შეიძლება დაგებადოთ ისეთი იდეა, რომელიც გადაარჩენს საქართველოს! მე ვითანამშრომლებ ახლანდელ მთავრობასთანაც რადგან ვაფასებ მათ გამოცდილებას.

კარგად ვხვდები რომ უბრალო აჯანყებებით ვერ გავაწყობთ ვერაფერს და არ აქვს მნიშვნელობა ვინ დაგვიდგება გვერდით. მოლაპარაკებაა ერათადერთი გამოსავალია და მოვიდა დრო, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესები დააყენოს სხვისაზე წინ.

ახლა კი თქვენი გადასაწყვეტია მანდობთ ქვეყანას მე deviko99. ანუ გარისკავთ და ვნახოთ რა გამოვა, თუ გირჩევნიათ ისევ ძველს მისცეთ ხმა და დატოვოთ ქვეყანა ისე როგორც არის იგი ამჟამად. მინდა გითხრათ რომ ამ შემთხვევაში გარისკვა ცოტა არასწორი სიტყვაა, რადგან ამაზე უარესი ვერფერი ვეღარ მოხდება.


მინდა ყველამ გაითვალისწინოთ. ძალა ფულში არაა, ძალა იდეაშია.

მინდა მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს ვინც დამიდგა გვერდში

o7 გაუმარჯოს საქართველოს!!!