რუსთავი 2-ის 3 წლის იუბილე!

Day 3,119, 07:31 Published in Georgia Spain by VuXman


მოგესალმებით. დღეს ჩვენს გაზეთს 3 წლის იუბილე შეუსრულდა. 2013 წლის 4 ივნისი. ეს ის თარიღია, როდესაც დაარსდა ესაქართველოში ერთ-ერთი რეიტინგული გაზეთი. ჩვენს გაზეთს ამ 3 წლის განმავლობაში ქონდა ბევრი წარმატება, წარუმატებლობა და მთავრობასთან დაპირისპირებებიც კი, მაგრამ ამდენი რთული წლების განმავლობაში მოვედით აქამდე. ჩვენ გვყავს ბევრი პარტნიორი გაზეთი და ასევე სამინისტრო. ეს გაზეთებია GDS და GLOBE TROTTER IN GEORGIA, რომელიც ინდონეზიური გაზეთია. ასევე რუსთავი 2-ის პარტნიორია განათლების სამინისტრო. თითქმის 3 წელია რუსთავი 2-თან ერთად იწერება და ისტორიაში შედის ესაქართველოს ისტორია. ჩვენი გენარალური დირექტორი განაცხადებს: ,,მთავარი შეცდომა რუსთავი 2-ის იყო რამდენიმე თვის წინ, როდესაც ჩვენ დავიწყეთ მთავრობის უაზრო კრიტიკა, რითიც პოპულარობა მოვიპოვეთ, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა დაგვაკარგინა. ეს იყო დიდი შეცდომა, რადგან რუსთავი 2 ამ პერიოდში გამოვიდა ასე რომ, ვითომ კონკრეტული პარტიის გაზეთი იყო, ესაა შეცდომა. რუსთავი 2 არის ყველას გაზეთი. ყველას შეუძლია აქ დააფიქსიროს თავისი სუბიექტური აზრი. ჩვენ ვართ ერთ-ერთი კრიტიკული მხარე, მაგრამ არა პოლიტიკური, პარტიული და პერსონალური ჭიდილის მხარე, არამედ ხალხის მხარე. რუსთავი 2-მა უკვე 2-3 თვის განმავლობაში დაკარგა ცოტა პოპულარობა, რადგან ჩვენ მოვეშვით ე.წ ,,WATCH DOG"-ის მხარეს და ხელისუფლების კრიტიკას. ეს შეიძლება ხელისფულფლებისთვის ძალიან არაკომფორტულია, მაგრამ საჭიროა. მე ამას ვამბობ როგორც ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი. გაცილებით უფრო კომფორტულია რომ არ გყავდეს ,WATCH DOG" მაგრამ, გაცილებით უარესია მაშინ უკვე შენი მუშაობა, იმიტომ რომ თუ არ გყავს კრიტიკოსი შენი საქმეც გგონია კარგად მიდის, მაგრამ სინამდვილეში არის ბევრი შეცდომა. მგონი ეს ასეა, ვაღიაროთ ყველამ, მაგრამ ვამბობთ რომ, არასდროს არ მივიღებთ ხელისუფლების მხრიდან იმ არგუმენტს, რომ ჩვენ ვართ რომელიმე ოპოზიციური პარტიის გაზეთი და ამის გამო მთავრობის პოლიტიკურ ღვაწლს არ ვაშუქებთ. ეს არ არის სიმართლე, იმიტომ რომ ჩვენ გვინდა დავინახოთ ხელისუფლების მხირადან რაიმე კარგი, მაგრამ ეს არ არის ჩვენი პრობლემა. ეს არის უკვე ხელისუფლების დიდი პრობლემა. ყველას უნდა გვახსოვდეს რომ, მედია არის თავისი ბუნებით კრიტიკული საშუალება და მედია კი მუშაობს რომ ყოველთვის გააშუქოს ყველაფერი ნეგატიური და ხელისუფლებამ ამ ნეგატიურის აღსამოფხვრად იმუშაოს, ამიტომ ხელისუფლებამ ისეთი ,,STREAM LINE" უნდა შექმნას რომ ყველაფერი პოზიტიური გაშუქდეს მაგრამ ეს არ ხდება. დიდი მადლობა!!!"



ჩვენ დაბადების დღე მოგვილოცა გაზეთმა GDS-მა და დიდი მადლობა მათ ამისათვის. GDS-ის განცხადებაში კი ნათქვამია რომ ,,რუსთავი 2" ობიექტური გაზეთია და უნდა ისეთივე წარმატებული იყოს, როგორც რეალურ ცხოვრებაში.

ასევე ჩვენ დაბადების დღე მოგვილოცა სოციალური თანასწორობის პარტიამ. ჩვენ მათ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ,,გილოცავთ 3 წლის იუბილეს გაზეთ ,,რუსთავი 2"-ს და მის მკითხველს, რადგან ასეთი ხმაურიანი და კრიტიკული გაზეთის გახსნას არ არის მიჩვეული ქართველი ხალხი. თქვენ გვაწვდით ყველაზე მთავარ ამბებს, ყველაზე მაღალი ხარისხით. გაზეთი ,,რუსთავი 2"-ის სტილი და ხარისხი 101%-ით არის ადაპტირებული ექართულ და ემსოფლიო მედიასთან, ამიტომ რაც მომხდა ამ 3 წლის განმავლობაში ყველაფერი უნდა დაივიწყოთ და გააგრძელოთ წინსვლა გამარჯვებისთვის და აქვე გვინდა ვთქვათ რომ, ,,რუსთავი 2" ყველას გონია ჩვენს პარტიასთან დაკავშირებული და სრული სერიოზულობით ვამობობთ, რომ ეს ასე, არ არის. დიდი მადლობა!!!"

დიდი მადლობა გვინდა მოვუხადოთ ყველას მოლოცვისათვის და წარმატება ვუსურვოთ მათ!








GLOBE TROTTER IN GEORGIA

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული და პოპულარული გაზეთი უკვე საქართველოშია. ეს პროექტი მიიჩნევს იმას რომ, მსოფლიოს ხალხს გააცნონ სხვადასხვა ქვეყნის კულტურა და მათი ცხოვრება, ტრადიცია. ეს ყველაფერი მისასალმებელია ჩვენთვის რა თქმა უნდა და დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ მათ ამისათვის. ეს პროექტი ვრცელდება მსოფლიოს ქვეყნებში. ეს ქვეყნებია:მონტენეგრო, ისრაელი, ბელორუსია, არგენტინა, საბერძნეთი, იაპონია, გერმანია, მალაიზია, პოლონეთი, ავსტრალია, რუმინეთი უკრაინა ფილიპინები, ირანი, უნგრეთი, იტალია, ტაილანდი და საქართველო.