პასუხის პასუხი

Day 3,027, 05:04 Published in Georgia Venezuela by deviko99



მადლობა დიდი, არ მოველოდი თუ მთელ სტატიას მიუძღვნიდი ჩემ სტატიას. (უბრალო კომენტარი რო დაგეწერა არ მეწყინებოდა). ისე წინა საპრეზიდენტო სტატიას არ დაწერდი მე რომ არა? თუ ეხლა ჩათვალე ქართველი ხალხი იმის ღირასად რომ სტატია დაგეწერა, როცა მათ უნდა გადაწყვიტონ შენი პრეზიდენტობის ბედი?

ახლა კი მეც მინდა გცე იგივე პატივი და მთელი სტატია მივუძღვნა შენს სტატიას. ასევთქვათ პასუხის პასუხი.

პირველ რიგში მთავრობის ერთერთი მოვალეობაა რომ მოქალაქეები იყვნენ იმფორმირებულები და ჩემი გადმოსახედიდან ეს მოვალეობა პრემიერ მინისტრსაც ეკისრება. ბოლოს და ბოლოს თავად თქვი რომ პრემიერ მინისტრი ვალდებულია კურირება გაუწიოს ყველა სამინისტროს, და თავისთავად ეს მას ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მინისტრად ხდის.

შენ თვითონ ამბობ იმასაც რომ არაფერი არ გამოგივიდა შენი პრემიერობის პერიოდში. რა გეგმაც გქონდა ვერც ერთი ვერ შეასრულე და ამის მერე ამბობ რომ საქართველოს შექმნის დღიდან ვთამაშობო და ამის გამო ვიმსახურებ პრეზიდენტობასო. არასოდეს არ მესმოდა რატომ აქცევდით მთავრობა ყურადღებას იმას თუ რამდენი ხანია თამაშობთ ამ თამაშს. ბევრი მინახავს ვინც კაი ხნის მოთამაშეს ჯობია აქ. და ისე მეც საქართველოს შექმნის დროიდან ვთამაშობ. ეს ჩემი მეორე ექაუნთია, პირველს დაადეს ბანი და თუ გინდა დაგილინკავ იმასაც რომ ნახო როდიდან ვთამაშობ. მაგრამ რავიცი მე მაგ საკითხისთვის არ მიმინიჭებია საიმისო ყურადღება რომ აღმენიშნა ჩემ სტატიაში.

ახლა იმაში არ შეგედავები რომ არაფერს არ იშურებს მთავრობა, და ეს ნამდვილად დასაფასებელია. მაგრამ საქმე იმაშია რომ თვითონ თქვენი შრომა გამოდის ფუჭი, არასწორი გადაწყვეტილებების გამო. ეხლა თურქეთზე და სერბეთზე აღარ დავიწყებ საუბარს იმიტომ რომ არ მინდა ვინც ამ სტატიას კითხულობს ტყვილა დრო დავღალო, რადგან ყველამ კარგად იცის რა როგორ რისთვის და რატომ მოხდა. და ზოგი მე მეთანხმება ზოგი შენ. მაგრამ მე ჩემ სიტყვებს გავიმეორებ. ჩემი პრეზიდენტობის შემთხვევაში საქართველოს ინტერესებს დავაყენებ ყველა სხვა ქვეყნის ინტერესებზე წინ რადგან საქართველომ უკვე საკმარისი "სისხლი" გაიღო სხვებისათვის.

და ერთადერთი შეკითხვა. სტატაიას ერქვა დაპირებები როგორც ასეთი. ხოდა იქნება დაწერო თუ მიახლოებით მაინც როგორ აპირებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, თუ არც სერბეთთან და არც პერუსთან არ წახვალ რაიმე კომპრომისზე? თორე რამე მონახაზის გარეშე ეს დაპირება ცარიელი სიტყვებია. თან მითუმეტეს რომ თქვენმა ძველმა გეგმებმა არ იმუშავა.

და კიდე დამიჯერე არ მეწყინება თუ აქვე დამიწერ კომენტარს და კიდე მეორე ამხელა სტატიას არ დაწერ.

ო7 გაუმარჯოს საქართველოს!!!