პირველი ნაბიჯები Eსაქართველოში

Day 2,415, 03:17 Published in Georgia Georgia by HORRORsan
მოგესალმებით Eსაქართველოს მოქალაქენო!
როგორც იცით Eსაქართველომ შეძლო და დაკარგული ტერიტორიები დაიბრუნა !

ამ წუთას, რუკა შემდეგნაირად გამოიყურება


უკვე მოვიგერიეთ რუსეთი და ბულგარეთი და გადავედით შეტევაზე რათა დავიპყროთ ჩრდილოეთ კავკასია !

ეს დროც დადგა !

ჯერჯერობით თამაშს არ აქვს ქართული ენა დამატებული, მაგრამ თუ გინდათ, ენის გადაყვანა რუსულზე "http://www.erepublik.com/en" ამ ლინკში ბოლო "en" შეცვალეთ "ru"-თი.
თამაშში არის 2 ვალუტა, ქაღალდის ფული (GEL) და ოქრო. მათი კონვერტაცია შეიძლება ნებისმიერ დროს, ორივეს სხვადასხვა დანიშნულება აქვს. პრემიუმ ვალუტა არ არსებობს. კურსი ცვალებადია.

ამჟამად საქართველოში 2566 მოქალაქეა, აქედან უმეტესი ნაწილი ქართველები ვართ, ჩატარდა კონგრესისა და პრეზიდენტის არჩევნები. თამაშის დაწყებისთანავე უცხოელების მიერ შეიქმნა 3 პარტია, რომლებსაც ხელისუფლების ხელში ჩაგდება უნდათ.

თავიდან მიყევით დავალებებს და იმუშავეთ და ივარჯიშეთ ყოველდღე, თავდაპირველად ბევრი არაფერი გექნებათ საკეთებელი.

ჩვენ ვირტუალურ ქვეყანას უკვე ჰყავს კონგრესი, პრეზიდენტი (ROSMEDIAN) და მთავრობა.

გვაქვს IRC არხი Rizon-ზე, სადაც შემოსვლა შეგიძლიათ შემდეგი საიტიდან: http://kiwiirc.com/client



ვინც ჯერ კიდევ არ იცით შეგახსენებთ


1)მოძებნეთ სამსახური (ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი) და დაიწყეთ პროდუქცია.



2)გაიარეთ წვრთნა მხოლოდ free training groundზე. შემდეგ სხვა ობიექტებიც გამოჩნდება, მაგრამ ისინი არ მონიშნოთ, ოქროს წაგართმევთ.


3) შეასრულეთ დავალებები (daily task)


4) გაწევრიანდით Military unitში და იბრძოლეთ იმ ქვეყნის ომებში რომლითაც დარეგისტრირდით.

5)გაუფრთხილდით ოქროს, არ დახარჯოთ სიცოცხლის რეგენერაციისთვის!!!.


გარდა ამისა იბრძოლეთ მედლებისათვის. 1 მედალი = 5 ოქროს