ვინ თვლის რომ ქართველი ქართველი აღარ არის?

Day 2,821, 05:00 Published in Georgia Georgia by Vano Mikeladze

ჩემს მიერ დაწერილი წინა სტატია ეხებოდა საქართველოს ისტორიიდან დანღისის ბრძოლას.. დასასრულით - გვახსოვდეს ვისი გორისა ვართ...
ერთ ერთმა ესაქართველოს მოქალაქემ ასეთი კომენტარი დამიწერა

.............ის კი ვიცი რო ერეკლესი და თეიმურაზის გორისა არ ვართ , უფრო ძველების მითუმეტეს

Vano Mikeladze რა საჭირო იყო ეხლა აქ ამის დაწერა? მე არ ვიცი ვისი გორისა ხარ მაგრამ აქ ქართველებზე და წინაპრებზეა საუბარი...

ემოქალაქე: ქართველი ვარ , მაგრამ საქართველოზე არაბებმა,ოსმალებმა,სპარსებმა,მონღოლებმა, სხვა თურქმანულმა ტომებმა და ბოლოს რუსებმა გადაიარეს და შენი აზრით იგივე ხალხი ვართ ?

Vano Mikeladze სამწუხაროა რომ ეგრე ფიქრობ.


ვერ გავიგე ხალხო, მე თუ ვფიქრობ რომ უნდა ვიამაყო ჩემი წარმომავლობით, ქართველობით, ისტორიით, კულტურით და კიდევ ათასი შინაგანი სიმდიდრით რასაც საქართველო ჰქვია გულში და სულში... სხვა ქართველს ამისი გაგება უჭირს? სხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში თუ შედიოდა ჩვენი ქვეყანა რატომ თვლიან რომ ვიღაცამ ისე გადაგვიარა როგორც ჩვენმა უფროსმა თაობებმა უქნეს რუს ქალებს თავის დროზე. აბა ქართველის ვაჟკაცობა და კაცობა საიდან მოდის? თუ ამდენმა დამბყრობელმა გადაგვიარა როგორც წერს ზევით ხსენებული ემოქალაქე.

ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის ისტორიას კარგად უნდა გადავხედოთ ყველამმ.. ამის შემდეგ ვეცდები ისტორიიდან მხოლოდ ბრძოლების შესახებ არ დავწერო ხოლმე..