დანღისის ბრძოლა

Day 2,820, 03:21 Published in Georgia Georgia by Vano Mikeladze

ეს ისე 😉 ინფორმაციისთვის, გასართობად და გასამხნევებლად.

1750 წელს თეიმურაზმა და ერეკლემ დაამარცხეს ყარაბაღის მმართველი ფანა-ხანი. იმავე წელს გაიმართა ბრძოლა ქართლ-კახეთის სამეფოსა და დაღესტნელ ფეოდალთა ლაშქარს შორის. დაღესტნელთა ცხენოსანი ჯარი თავს დაესხა ყაზახს და შემდეგ მდინარე იორზე ჩამოდგა. ქართლკახეთის გაერთიანებულმა ლაშქარმა თეიმურაზ მეორისა და ერეკლე მეორის წინამძღოლობით მტერს გამოსასვლელი გზები შეუკრა. მოწინააღმდეგე მდინარე იორს დაჰყვა და დანღისში, იორ-ალაზნის შესაყართან დადგა. ქართველები მტერს წამოეწივნენ და სასტიკი ბრძოლის შემდეგ გამარჯვება მოიპოვეს. თვით ერეკლე მოწინავე ჯარში იბრძოდა. დაღესტნელთა გადარჩენილმა ნაწილმა ფლატიან გორას შეაფარა თავი, მაგრამ ფლატე მოსწყდა და გაქცეულები დაიღუპნენ. ქართველებმა ხელთ იგდეს მრავალი ტყვე და ნადავლი. დანღისის ბრძოლის შემდეგ დაღესტნელი ფეოდალები კარგა ხანს ვეღარ ბედავდნენ საქართველოში ლაშქრობას, მხოლოდ მცირერიცხოვანი რაზმები დათარეშობდნენ.


ნუ დავივიწყბეთ ვისი გორისა ვართ.

(o7-ს ნუ დაიზარებთ)