ისტორიის დრო (სერია 3: ნაწილი 2)

Day 2,651, 08:48 Published in Georgia Georgia by Giga Nems

გამარჯობათ, ეს არის გადაცემა ისტორიის დრო, მე კი მისი წამყვანი გიგა ნემსიწვერიძე გახლავართ.

დღეს ჩვენი მთავარი თემაა აბასიანთა არაბული სახალიფო. ეს არის გაგრძელება არაბული სახალიფოს იმ ისტორიისა რომელიც, პარასკევს განვიხილეთ.

აბასიანებმა დედაქალაქი დამასკოდან ბაღდადში გადაიტანეს, რომელიც სასანიანთა ძველი დედაქალაქის ქტესიფონის მახლობლად გაშენდა.
აბასიანთა მმართველობის პირველ პერიოდში სახალიფო ერთიანი და ძლიერი სახელმწიფო იყო.მისი აყვავების ხანად ითვლება ხალიფა ჰარუნ არ-რაშიდის მმართველობა(768-809). მაგრამ შემდეგ დაიწყო ცენტრალური ხელისუფლების დაკნინება და სახალიფოს დაშლა. კომუნიკაციების სირთულის გამო ძნელი იყო ცენტრიდან დაშორებული პროვინციების მართვა. პროვინციები სულ უფრო მეტად ცდილობდნენ სრული დამოუკიდებლობის მოპოვებას და გადასახადებს აღარ იხდიდნენ. ასე მოხდა თბილისის საამიროშიც. არაბთა ხალიფებმა რამდენჯერმე გამოგზავნეს ჯარები თბილისში, თუმცა ვერ შეძლეს ამირების დამორჩილება.



ჰარუნ არ-რაშიდი

სახალიფოს დაშლის პროცესი შეუქცევადი გახდა. ეგვიპტეში ფატიმიანთა დინასტიამ დამოუკიდებელი სახალიფო შექმნა და ამას გარდა, პრეტენზიას აცხადებდა მუსლიმური სამყაროს მეთაურობაზე. შორეულ ესპანეთში კორდოვის საამირო დაარსდა. ირანის ტერიტორიაზე რამდენიმე სახელმწიფო შეიქმნა. მათ შორის იყო შიიტ ბუვეიანთა სახელმწიფო, რომლებმაც მალე ბაღდადი დაიპყრეს და ხალიფა დაატყვევეს. მალევე ახლო აღმოსავლეთს ახალი ძალა მოევლინა თურქ-სელჩუკთა სახით. 1055 წელს სელჩუკებმა ხალიფა გაათავისუფლეს, მაგრამ ამით აბასიანთა ძალაუფლება არ აღმდგარა. ხალიფები სელჩუკთა ნების უსიტყვო შემსრულებლებად იქცნენ. აბასიანთა დინასტიის არსებობა 1258 წელს დასრულდა, როდესაც მონღოლებმა აიღეს ბაღდადი და უკანასკნელი აბასიანი ხალიფა სიკვდილით დასაჯეს.







დააფინანსეთ სტატია Endorse-ით, რათა განავითაროთ ქართული პრესა. „მიეცით ნიჭსა გზა ფართო!“