საერთო ჩათი / დისკორდი

Day 3,325, 11:41 Published in Georgia Netherlands by Wilhelm Fink.

გამარჯობა.


არ შევხებივართ ბოლო 2 კვირაში მომხდარ ამბებს, ამიტომ მოკლედ აგიხსნით რა ხდება.
დავამყარეთ დიქტატურა და გავყიდეთ მედალი ჩვენ ფინელ მეგობარზე, ფული არანორმალურად გვჭირდება, ასევე ვაქირავებთ პრეზიდენტის მედალს და ამ ადგილს ჩვენი უკრაინელი მეგობარი დაიკავებს, გთხოვთ არ გაუწიოთ კონკურენცია.

ასევე მინდა გთხოვოთ დისკორდშ შემოხვიდეთ, ვიცი რომ ბევრი ჩუმად არის და არც აკომენტარებს და უბრალოდ ვარჯიშობს, მაგრამ ვიცი რომ ნახულობთ სტატიებს.

ვართ 4-5 მოთამაშე ვისაც აქვს პაკები, ჩვენ შეძლებისდაგვარად დაგეხმარებით, ძალიან გთხოვთ შემოდით დისკორდში როცა იქნებით ერეპში შემოსული, თითქმის ყოველთვის დღის განმავლობაში ნახავთ იქ ვინმეს.

ჩვენთვის ამჟამად პრიორიტეტია ავაგროვოთ ნორმალური აქაუნთები, მოგცეთ იმ მოთამაშეებს ვისაც უნდა თამაში, ავაგროვოთ ფული რომ ვიყიდოთ ყველამ პაკები, როგორც მიხვდით ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტანი ვართ კარგი აქაუნთებით და პაკებით საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა შეიძლება გავხდეთ, ჩვენი კალიბრის ქვეყნებისთვის პირველ რიგში.


ახლა კი საერთო ჩათი, მინდა აქტიური ჩათი გავაკეთო ამიტომ გთხოვთ დააკომენტაროთ და ჩაგაგდებთ სიაში, ეს აუცილებელია.


ვისაც არ გაქვთ დისკორდის ლინკი მომწერეთ და მოგცემთ.