UGP is Hiring/დასაქმება

Day 3,133, 00:05 Published in Georgia Albania by Unik.

მოგესალმებით ამხანაგებო

მაქვს რამდენიმე გეგმა რომელიც უკავშირდება ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საჭირო საქმიანობების დანერგვას. საქმიანობა ძირითადად უკავშირდება კონტროლს და ზედამხედველობას.

ზედამხედველობა კონგრესის მუშაობაზე;
ზედამხედველობა მიგრაციის სამინისტროზე;
ზედამხედველობა მთავრობაზე;
ზედამხედველობა პარტიაზე (უგპ);

სამუშაო რთული არაა, ერთმანეთს დავეხმარებით, შევიმუშავებთ მარტივ ფორმებს, პროცედურებს და გაგიადვილდებათ;
დიდ დროს არ მოითხოვს მაქსიმუმ დღეში 15-20 წუთი, ოღონდ რეგულარულად

ვისაც დრო აქვს, ვისაც სურვილი აქვს, ვისაც უნდა გამოცდილება მიიღოს არა მარტო ვირტუალური არამედ რეალური ცხოვრებისეულიც (გარწმუნებთ რეალური ბიზნესიც ასე მუშაობს) გიწვევთ დასაქმდეთ ჩემთან. შეგასწავლით, გუგლის ფორმებს, ექსელთან მუშაობას ინფორმაციის ანალიზს და მათ გამოყენებას;
ანაზღაურება იქნება მაღალი, თუმცა ინდივიდუალურად შეთანხმებით;

დეტალებს გავივლით პირადში, თუმცა შემდგომი ინფორმაცია იქნება საჯარო და არაფერი კანონსაწინააღმდეგო.

მუშაობა შეუძლია ნებისმიერს, განურჩევლად პარტიული კუთვნილებისა, თუმცა დასაქმდებით პარტიაზე 🙂

ხვალ/კვირას მეცლება და მანამდე იმედია გამოჩნდებიან მსურველები;
ადგილები შეზღუდული არაა, მირჩევნია ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმემ იმუშაოს რომ კონკურენცია იგრძნონ 🙂

წარმატებები მეგობრებო