[CP] მნიშვნელოვანია!

Day 2,786, 11:53 Published in Georgia Cyprus by The Yamamoto

დღევანდელი გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით ვიტყვი რომ საკმაოდ მძიმე სიტუაციაა მსოფლიოში, ჩვენი მოკავშირე ქვეყნები ებრძვიან მათზე ბევრად ძლიერ მოწინააღმდეგეებს, რაც ასუსტებს საქართველოს ადგილს მსოფლიო რუკაზე. დღეს როგორც არასდროს გვმართებს პასუხისმგებლობა ჩვენი სამშობლოს წინაშე, პასუხისმგებლობა თითოეული იმ ადამიანის წინაშე რომლებმაც 1 წელი მიუძღვნეს ამ ქვეყნის შენებას და ამის გამო მინდა მადლობა გადავუხადო მათ. მახსოვს როდესაც რუსული მიწები გვქონდა დაპყრობილი ქართველი ხალხის ერთიანობა და მუშაობა მიზნის მისაღწევად, მახსოვს დღე როდესაც პოლონეთმა ჩვენზე საჰაერო დარტყმა დაიწყო და ჩვენი გამარჯვებით დასრულდა, მახსოვს შეტევა პერუზე რომელშიც მართალია დავმარცხდით მაგრამ ჩვენი სიტყვა ვთქვით. სულ რაღაც 1 კვირის წინ საქართველომ შემოიერთა სომხეთის მიწები , შეტევა დილით 8 საათზე დაიწყო, ამ დროს 15 ამდე ადამიანი იყო უკვე საიტზე და საქართველოს გამარჯვებისთვის არაფერს ზოგავდა, ჩავთვალე რომ ქვეყნისთვის პრეზიდენტობით მეტის გაკეთება შემეძლო თან გეგმები უკვე დალაგებული მქონდა და გადავწყვიტე არჩევნებზე კენჭი მეყარა, დაველაპარაკე ჩემს მეგობრებს მათ ნდობა გამომიცხადეს და მხარი დამიჭირეს სამეულში მყოფი ყველა პარტია მხარს მიჭერდა და ამის გამო არც ვნერვიულობდი ვიცოდი რომ გამარჯვებას მოვიპოვებდი, სამწუხაროდ იმ აზრმა რომ ქვეყანას აფხაზეთს დავუბრუნებდი და ამის საშუალებით საქართველოს მოსახლეობა საკმაოდ გაიზრდებოდა , მხარი არ დაუჭირეს და შეეწინააღმდეგნენ მიუხედავად იმისა რომ მე საგარეო კურსის ცვლილება ან ომის გამოცხადება კიარა დიპლომატიას მივმართავდი ამ მიზნის მისაღწევად. ეს არაუშავს ბევრმა ჩათვალა რომ 15 000 თვეში ჯობდა მოსახლეობის საგრძნობ მატებას მაგრამ მე ასე არ ვთვლი. ბევრი ლანძღვა-კრიტიკის შემდეგ მოხდა ის რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა და რისი პრაქტიკაც ახსოვს ქართულ არჩევნებს მაგრამ ამაზე ბევრმა არ იცის. პარტიისთვის ჩივილი და ადმინისტრაციასთან მიმართვა ჩემს საწინააღმდეგოდ, ამას არაფრად ჩავთვლიდი იმდენად ძლიერები რომ ვიყოთ რომ შიდა დაპირისპირებების არ გვეშინოდეს მაგრამ ქვეყანა იმდენად სუსტია რომ ნებისმიერმა შიდა დაპირისპირებამ შეიძლება გამოიწვიოს დაცემა. თუნდაც დიქტატურამდე როდესაც "ერთმა ადამიანმა" გადაწყვიტა დიქტატორი გამხდარიყო და "მეორე ადამიანმა" მოკავშირეებს მცდარი ინფორმაცია მიაწოდა საგარეო კურსის ცვლილების შესახებ რომელმაც იმ დროს არსებული მოლაპარაკება ჩაშალა თურქეთის მთავრობასთან და იმით დამთავრდა რომ თურქეთმა სერბეთის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის განხორციელება მოგვთხოვეს ჩვენი სიტყვების დასამტკიცებლად, ჩვენდა სასიხარულოდ ყველაფერი კალაპოტში ჩადგა. არ გვაქვს დრო შიდა არეულობისთვის არ გვაქვს დრო ერთმანეთის ლანძღვისთვის. ვინც თვლის რომ ქვეყნისთვის თავის მაქსიმუმი უკვე გააკეთა გეტყვით რომ მწარედ ცდებით და ეს შეიძლება სამშობლოს ფასად დაგვიჯდეს უნდა ვეცადოთ ყოველთვის წინ ვიაროთ რათა დიდი ქვეყნების უბის ქვეშ ამოფარებული შეშინებული შვილის შთაბეჭდილება არ დავტოვოთ მსოფლიოში მაშინ როდესაც გვაქვს იმის პერსპექტივა გავხადოთ ჩვენი ქვეყანა ძლიერი და სახელგანთქმული. ამ ბოლო დროს საკმაოდ ბევრი ლანძღვა ისმის ჩემს მიმართ მაგრამ ესეც არაუშავს ამასაც გადავიტანთ. დღეს დავამტკიცებ ახალ სენატს რომელიც ძველისგან დიდად განსხვავებული არ იქნება და მათი პირველი მსჯელობის თემა გახდება ჩემი თანამდებობიდან გადადგონის თემა თუ სენატის ნახევარი ან მეტი გადაწყვეტს რომ მე ქვეყანას არ ვჭირდები მზად ვარ დავტოვო თანამდებობა თუ ეს იქნება არგუმენტირებული და არა ყვითელი პრესისთვის დამახასიათებელი შინაარსით.

გეგმები:

ეკონომიკური კუთხით ძლეირი რეფორმები იგეგმება რომელიც გაზრდის ქვეყნის ყოველდღიურ შემოსავალს.

აფხაზეთზე არ დაწყებულა ჯერ მოლაპარაკებები რადგან ამის დრო არ არის ამ მომენტში რადგან თურქეთს საკმაოდ უჭირს სერბეთის შეტევის გამო მაგრამ ამაზე აუცილებლად ვისაუბრებთ და შედეგს გაჩვენებთ.

დაინიშნებიან დივიზიების სარდლები რომლებიც მოამარაგებენ ბრძოლის დროს დივიზიის წევრებს რესურსით უზრუნველყოფენ მათ ინფორმირებულობას და გასცემენ სამხედრო ბრძანებებს.

შეიკვრება სამხედრო საბჭო რომელშიც შევლენ:პრეზიდენტი, თავდაცვის მინისტრი და დივიზიების სარდლები.

კულტურის სამინისტრო განაგრძობს მოღვაწეობას ისევე როგორც წინაზე მინისტრი იგივე დარჩება და ჯიმის ვთხოვ კურირება პირადად გაუწიოს მინისტრის მუშაობას.

ამ ეტაპზე ვერ ვხედავ იუსტიციის სამინისტროს არსებობის მიზანს ამიტომ გაუქმებულია.

დაზვერვის სააგენტო აღდგება და ჩაიბარებს 😕e Saliery რომელიც ყოველ 2 კვირაში 1ხელ წარადგენს ანგარიშს.

მაქსიმალურად ვეცდებით მოვაგვაროთ დემოგრაფიის პრობლემა, დავიწყებთ მზადებას ბბსთვის.
აღდგება მენტორობის ინსტიტუტი რომელიც მთლიანად განათლების სამინისტროზე იქნება დამოკიდებული.

ქვეყანა ეცდება გამონახოს სახსრები რათა აქტიური მოქალაქე უზრუნველყოფილი იყოს ძლიერი აქაუნთით.

ძლიერი ეკონომიკური წინსვლის შემთხვევაში გაიცემა მოკლევადიანი სესხები.

____________________________________________________________________________

სენატი:
1.G. N. Soldier
2.Luka Koberidze
3.Georgian woolf
4.Jimmy Levy
5.Georgian Ghost
6.Le Saliery
7.Uncrowned King
8.Georgian Shield
9.CharlieArg
10.Thomas Crown Jr

ნუმერაციას მნიშვნელობა არ აქვს პირობითად არის გამოყენებული, სურვილი მქონდა სენატში SuperManteXიც ყოფილიყო მაგრამ დროის უქონლობის გამო ვერ შემოგვიერთდება.

დივიზიების სარდლები:

D1-vask0d
D2-Georgian Shield
D3-Uncrowned King
D4-Georgian Ghost

ყველა დივიზიის სარდალი გააკეთებს დივიზიის ჩათს, ასევე დივიზიის სარდლები იქნებიან სამხედრო საბჭოში საიდანაც მიიღებენ მითითებებს და შემდგომში გაავრცელებენ ბრძანებას დივიზიაში.


მთავრობა:

პრემიერი-Uncrowned King
თავდაცვის მინისტრი-Georgian Ghost
I მოადგილე:Mr. Nickname
II მოადგილე:vask0d
საგარეო საქმეთა მინისტრი-Luka Koberidze
I მოადგილე:The ProSyndicate
II მოადგილე😮miko Ejibia
განათლების მინისტრი-Georgian woolf
I მოადგილე:Mr.Sarajishvili
გუბერნატორი-Tengiz I
კულტურის მინისტრი-MORAL1994
I მოადგილე:Georgian Adapter




G. N. Soldier