••• მიმოხილვა •••

Day 2,416, 11:32 Published in Georgia Georgia by HORRORsan

სტატიის ავტორი: Generali Nika (ნიკა წითელაშვილი)



პირველ რიგში მინდა იმაზე გავამახვილო ყურადრება, რომ რაც გუშინ მოხდა ეს არ იყო არავის ბრალი მითუმეტეს თურქების ისინი იმას აკეთებენ რაც მათ ქვეყანას აწყობს. სხვებზე გადაბრალება და ამით თავის მართლბა ჩვენ დაგვაზარალებს და არა მათ. კარგი იქნება თუ გავაანალიზებთ იმ შეცდომებს რაც დავუშვით Eსაქართველოს მოქალაქეებმა და მთავრობამ. ყველაზე დიდი პრობლემა რაც გვაქვს ეს გამოუცდელობაა სულ რაღაც ერთი თვეა რაც ქვეყანა დაამატეს და ჯერ კარგად ვერ მოვახერხეთ მობილიზება. ასევე ჩვენი ახალბედობის გამო მოქალაქეების ძირითადი ნაწილი I დივიზიონშია კონცენტრირებული, რომელიც თითქმის ვერაფერს ვერ ცვლის ომში, ამას ემატება ასევე ის არ კოორდინირებული მოქმედებები რაც მთავრობის შიგნით და ხალხთან მიმართულებაში მჟღავნდება (დაგვიანებული ბრძანებები, გაურკვეველი სამომარი პრიორიტეტები და საერთოდ რას ვაპირებთ მომავალი დღეების მანძილზე არ ვიცით). გადავწყვიტე ის პრობლემები რაც მე დავინახე დამეწერა და ასევე მოგიწოდებთ თქვენც დაწეროთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

•ყოველ დღე ემატება ახალი მოთამაშეები და მათი იმფორმირებულობა მოიკოჭლებას.

•რომ იტყვიან ყველა თავისას უბერავს და არ მიყვებიან (დიდი ნაწილი ზოგი მოწინააღმდეგის მხარესაც კი იბრძვიან) ბრძანებებს, რომელიც სამთავრობო ჯგუფიდან მოდის.

•ბრძანებები რომ შესრულდეს ჯერ ბრძანების გამცემი პირველი წყარო უნდა ინარჩუნებდეს პირველი წყაროს სტატუსს და არ უნდა ხდებოდეს ამა თუ იმ იმფორმაციის სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან გავრცელება, რომელიც საბოლოო ჯამში არასწორი შეიძლება აღმოჩნდეს.

•ბრძანების ჯეროვნად შესრულებას ჭირდება კოორდინირებული მუშაობა რაც აშკარად მოიკოჭლებს.

•არ ფუნქციონირებს და საერთოდ ვერ მუშაობს ჯარის ისე დანაწილება რაც ამჟამად მოქმედებს. (ჩემი აზრით) ჯობია მოთამაშეები დავყოთ „ლვლების“ მიხედვით და არა ძალის. შეიქმნას 4 დანაყოფი დივიზიების მიხედვით და ერთი დივიზიის წევრები იყვნენ ერთად და არა ცალცალკე დანაყოფში გაფანტულები. „ორგანიზებული უმცირესობა ჯობს არა ორგანიზებულ უმრავლესობას“

•ომის დროს ჩატში უნდა წერდეს დივიზიონის ხელმძღვანელი ან ის ვისაც იმ მომენტისთვის ევალება ხელმძღვანელობა და არა 300 კაცი ერთად.

•და ბოლოს არც ეკონომიკა არის კარგ მდგომარეობაში და იქნებ ამაზეც დაწეროს კომპეტენტურმა პირმა (მთავრობიდან) რამე როგორ მოივიქცეთ.

„ცხვრების ჯარი, რომელსაც მეთაურად ჰყავს ლომი, ყოველთვის დაამარცხებს ლომების ჯარს, რომელსაც მეთაურად ცხვარი ყავს.“