რატომ ვაგრძელებ ამ თამაშს?!

Day 3,077, 12:32 Published in Georgia Albania by Unik.

2003 წლის დაილაფის ხანა იდგა, 5 წლიანი მოლოდინის მერე პირველად ჩავრთე კომპიუტერში ინტერნეტი და რაღაც ჩატში შევედი, შესვლისთანავე ვიღაცას ჩემი სახელი თვალში არ მოუვიდა და დამიწყო გინება, 15 წლის ბიჭი გაოცებული ვიყავი ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა, ერთი რასაც მივხვდი ის იყო რომ კომპიუტერს ამოფარებული ადამიანი თავის ნამდვილ ბუნებას ავლენს.

იგივე ხდება ამ თამაშშიც, ჩვენ ერთმანეთთან უფრო გულწრფელები ვართ ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. უფრო თამამები, უფრო აგრესიულები, უფრო გულუხვები და ა.შ.

დღეს ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა ჩემთვის. ვიღაცა ორმა უცნობა შეურაცხყოფა მომაყენა. სამწუხარო იმიტომ რომ ეგ ორი უცხო ქართველები იყვნენ ვისთან ერთადაც უკვე თვეებია ვთამაშობ ამ თამაშს.
ვეცადე თავი არ შემერცხვინა, არ გამეყადრებინა და მათ დონემდე არ დავსულიყავი. მგონი გამომივიდა.

პირველ რიგში იმიტომ რომ ამ თამაშს მუღამს დავუკარგავდი რაც ნამდვილად არ მინდა.
ჩვენ ზოგიერთებმა ამ თამაშით ერთმანეთი გავიცანით შევიკრიბეთ რეალურ ცხოვრებაშიც მოვილხინეთ და დასამახსოვრებელი მომენტიც დავიტოვეთ.
http://www.erepublik.com/en/article/first-meeting-in-real-life-2563154/1/20

ფოტოზე (მარჯვნიდან მარცხნივ: ნიკა მიშა გიზო და მე)

აქიდან გამომდინარე მინდა შემოგთავაზოთ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ ესეთი შეკრება რათა უფრო მეტი დასამახსოვრებელი მომენტები შევიქმნათ რომ ცუდმა ადამიანებმა მუღამი არ დაგვიკარგონ.



ყველას ვისაც სურვილი გაქვთ კომენტარებში დააფიქსირეთ როდის გიხერხდებათ და მერე მე პირადად დავაორგანიზებ.
პირობას გაძლევთ არ ინანებთ....

უკვე ისე დათბა რომ შეგვიძლია ბუნებაში გასვლითი სხდომაც მოვაწყოთ, მწვადები შევწვათ და ა.შ.


პ.ს. რაც უმფრო კაგს გავაკეთებთ ამ ცხოვრებაში უმფრო კაია, ცუდი თუ ვაკეთეთ ჰეეჰ...

ბზობას გილოცავთ