პმ ანგარიში - ესაზოგადოებას .

Day 3,051, 01:26 Published in Georgia Georgia by Deus Hiberiae


მოგესალმებით , თანამოქალაქენო , თანამებრძოლნო , მეგობრებო !

როგორც უკვე მოგეხსენებათ , არც პირველი და არც უკანასკნელი იქნება პრემიერ მინისტრის ანგარიში , ამიტომ , გთხოვთ და მოგიწოდებთ , რომ დაკვირვებით წაიკითხოთ გაანალიზოთ და დააკომენტაროთ , დაასაბუთოთ თქვენი აზრი , რამეთუ უაზროდ ნასროლ კომენტარებს არ ვუპასუხებ.
პირველ რიგში რათქმაუნდა დავიწყებ საუბარს , რას მიაღწია ქვეყანამ საგარეო კურსით. დიდი მადლობა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს Sebastian Vettell - ს , სასწაულად ეფექტური მუშაობისთვის , მან მოახერხა უმძიმეს პერიოდში , მიეღო უპირობოდ იდიალური შეთანხმება საქართველოსთვის. მერწმუნეთ , ხალხო ძალიან რთულია , მაშინ , როდესაც მსოფლიო არ გაღიარებს , შენზე თვალი აქვს დადგმული უძლიერეს სახელმწიფოებს , დადო ასეთი ხელშეკრულება. ვისაც გგნოიათ , რომ უკრაინელებს ამით ვაწყენინებთ , მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ , რომ ჩვენს მინისტრ რათქმაუნდა უკრაინა არ გამორჩენია და მან ასევე მიაღწია შეთანხმებას , რომლის თანახმადაც პერუმ უნდა დატოვოს უკრაინული ტერიტორიები და საერთოდ რეგიონი , წინააღმდეგ შემთხვევაში აოხრდება.
განათლების სამინისტრო , როგორც ყოველთვის ჩვენი ძმა და მეგობრის W A R R I O R - ას ხელმძღვანელობით იდიალურად მუშაობს , მე ვერ წარმომიდგენია სხვა მინისტრი ამ თანამდებობაზე , რამეთუ მინიმუმ მის ნაირად მაინც უნდა შეასრულოს უზარმაზარი საქმე , რაც მოგეხსენებათ ძალიან რთულია , შეგიძლიათ იხილოთ განათლების სამინისტროს სტატიები , ჩვენს ფორუმზე - ბმული. , დიდი მადლობა განათლების მინისტრს ეფექტური და დაუღალავი შრომისთვის , თუკი აქ დამწყები ვინმე რამეს წარმოადგენთ აუცილებლად იცოდეთ , რომ ეს ჩვენი მინისტრის დამსახურებაა.
თავდაცვის სამინისტრო , პრობლემების მიუხედავათ მუშაობდა , ამ მუშაობას ვერ დავარქმევ ძალიან ეფექტურს , მაგრამ ფაქტი სახეზეა , ჩვემ დავიბრუნეთ ჩვენი ტერიტორიები და ყველა ვაცნობიერებთ , რომ ეს თავდაცვის სამინისტროს მინიმუმ ნორმალური მუშაობის გარეშე არ მოხდებოდა. ჩვენი თავდაცვის მინისტრი K1boRg , რომელსაც გაუფუჭდა კომპიუტერი და არ დასცალდა ამ მძიმე წუთებში , დაედო ის შრომა , რომელსაც ქვეყანა მისგან მოითხოვდა , მაგრამ დამიჯერეთ , მან რაც მობილური ტელეფონით მოახერხა , აქ იმის 10% ვერ ახერხებენ მაკ მუკებით ! )). დიდი მადლობა მინისტრს.

მუშაობის პროცესში მოხდა ჩანაცვლება თავდაცვის მინისტრის პოსტი , კიბორგმა გადასცა Senna... - ას , რომლის პიროვნულ თვისებებზე საუბარიც კი ზედმეტი , იგი გახლავთ საოცრად გაწონასწორებული ადამიანი , მან ძალიან ეფექტურად იმუშავა საოცრად ეფექტურად , იდგა იქ , სადაც მისი დგომა შედეგობრივად იყო 100% - იანი გაუწია მობილიზება დიდ თანხებს , გაუკეთა ანალი ზი სად რამდენი თანხა უნდა განაწილებული ბრძოლებში და ასე შემდეგ , არ მოგვკლებია , მნიშვნელოვანი მოდ ბრძანებები. მადლობა სენას .

ჩემი პრეროგაიტივა , წესით აქ მთავრდება , მაგრამ მე მინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ პრეზიდენტის - Aveun. - ის შესახებ , პრეზიდენტი იყო , იქ სადაც იყო საჭირო , იყო მებრძოლიც , ქველმოქმედიც , პოლიტიკოსიც , მინისტრიც და ყველაფერი , მთელი მთავრობა იყო პრეზიდენტი , იგი ეხმარებოდა და საოცარ მობილიზაციას უწევდა ესაზოგადოებას , მისი და ჩვენი ჭკვიანი და მონდომებული მოქალაქეების დახმარებით , მათ მოახერხეს და შეკრიბეს საკმაოდ სოლიდური თანხა , რათა ჩვენ გვენახა , ის შედეგი , რასაც ვხედავთ , ჩვენ დავიბრუნეთ კონტროლი ჩვენს რეგიონებზე , ახლა კი პრეზიდენტს და სამინისტროებს , ეძლევათ საშუალება იზრუნონ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე , მერჭმუნეთ იმ გეგმებით , რომლებსაც ჩვენ განვახროცილებეთ ბიუჯეტი ძალიან ეფექტურად გაიზრდება.


დიდი მადლობა ყურადღებისთვის , ძალიან გთხოვთ თავი შეიკავეთ გაუაზრებელი კომენტარებისგან , ყველაფერი დაასაბუთეთ და ისე დაწერეთ ! მიეცით ხმა სტატიას.