კანონების მიღება

Day 2,916, 21:16 Published in Georgia Georgia by Giorgi Gelovani
მოგესალმებით

მინდა მივმართო ესაქართველოს პოლიტიკოსებს, კონგრესმენი იქნება ეს თუ მთავრობის წევრი.

მას შემდეგ რას დიქტატურა გადავარდა საქართველოში შეიქმნა კონგრესი, შეიქმნა მთავრობა და კანონების მიღება უფრო მეტ ადამიანს შეუძლია. საქმე ისაა, რომ სანამ კანონს გავიტანდეთ კარგი იქნება თუ პატარა სტატიას დავწერთ კანონთან დაკავშირებით, თუ რა მიზანს ემსახურება ეს კანონი და რატომ იქნება ის კარგი ქვეყნისთვის.
იქიდან გამომდინარე, რომ მხოლოდ კონგრესმენებს შეუძლიათ დათანხმება თუ უარყოფა გთავაზობთ, რომ შეიქმნას კონგრესმენთა ჩატი, სკაიპში თუ ფეისბუქზე. თორე ისე გამოდის რო პარტია რაღაც გადაწყეტს, მერე მათი რომელიმე კონგრესმენი გაიტანს კანონს კონგრესზე განსახილველად და სინამდვილეში კონგრესის 27 წევრიდან მხოლოდ 9-მ იცის თუ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს ქვეყანას კანონმა.