ირყევის ვითარცა ლერწამი ქართაგან ძლიერთა

Day 2,904, 06:09 Published in Georgia Albania by Unik.

ეს ფრაზა გუშინდელიდან ამეკვიატა
რაც პატივცემულმა ჩეგევარამ მითხრა რომ რესპუბლიკური პარტია მე აღარ მიჭერდა მხარს და მისკენ გადაერთო.
სიმართლე გითხრათ არ გამკვირვებია, იმიტომ რო ჩეგევარა მათი პარტიის ყოფილი წევრია და ამასთანავე "ოპოზიცია", ხოდა როგორც ჭეშმარიტი ოპოზიციური პარტია რესპუბლიკელებსაც მისი მხარი უნდა დაეჭირათ...
დრო გავიდა თემომ ექაუნთი შეცვალა და რაც მართლა გასაკვირია რესპუბლიკელებმა მე დამიჭირეს მხარი... რატომ?! ფიგ ევო ზნაეტ დღემდე ვერ მივხვდი...

კიდევ ერთი სურპრიზის შესახებ გამაფრთხილეს და მგონი აი ისიც
კიდევ ერთი პარტია რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო მე მასაპორტებდა (არ ვიცი რატომ) განმიდგა (არც ეს ვიცი რატომ)...

არავინ ჩათვალოს რომ უკმაყოფილო ვარ და ამ სტატიას მაგ მიზეზით ვწერ. არ არის ნამდვილად ესე და სახეზეც სტანდარტული მუდმივი პოკერფეისი მადევს 😃

ამ ორი პარტიის ლიდერებს მინდა დავუსვა კითხვა.
რატომ დამასაპორტეს მე?!
მხოლოდ ეს მაინტერესებს...
იმიტომ რომ არც აგიტაცია ჩამიტარებია არც მილაპარაკია რამე თემაზე...
უბრალოდ მინდა გავერკვე მოტივებში
მგონია რომ ძალიან დილეტანტი ხალხი წყვეტს თითოეული პარტიის ან არჩევნების ბედს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ დიქტატურა კარგია 😃
კარგი იქნება თუ დისკუსიას გავშლით კომენტარებში. o7 და ო7 კომენტარები არ მინდა. მხოლოდ საქმე


ამიტომ გეუბნებით რომ უნდა ისწავლოთ უნდა გაერკვეთ სიტუაციაში უნდა ჩამოგიყალიბდეთ თქვენი საკუთარი აზრი და ამის მერე რაღაც პრინციპები გაიჩინოთ რასაც არ უღალატებთ...
შენ იმიტომ გიჭერ მხარს რო სხვა არ მომწონს ესეთი აზროვნება დამღუპველია..
ბიძოც მაგიტომ მოვიდა რომ ხალხს მიშა არ უნდოდა და გვიკავია კაი ჩიტი ხელში 😃

თუ ხართ მემარცხენე არ დაუჭიროთ მხარი მემარჯვენეს.
თუ გინდათ დემოკრატიის აღდგენა მე მხარი არ დამიჭიროთ...
იმიტომ რომ სანამ პლატო რამე უკეთეს დაცვის მექანიზმს არ მოიფიქრებს მე ვიქნები დიქტატურის მომხრე 🙂

ვიცი ამით ჩემი ამომრჩევლების წრეს ვამცირებ მაგრამ მირჩევნია ხალხი მართლა ჩემი იდეების გამო მიჭერდეს მხარს ვიდრე იმის გამო რომ თურმე ქართველი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია მიჭერს მხარს, რა დროსაც არაფერში არ მეთანხმებიან 😃