ესაქართველოს ისტორია

Day 2,888, 22:14 Published in Georgia Georgia by Giorgi Gelovani
მოგესალმებით მეგობრებო!

როგორც ყველას მოგვეხსენება, საქართველოს მთავრობამ ამ რამოდენიმე დღის წინ თურქეთს აფხაზეთი მიაქირავა, რასაც მოჰყვა გაუგებრობა, უკმაყოფილება და ახლა აჯანყებასაც კი აპირებენ.

ხელისუფლების წევრებმა დაგვამშვიდეს და განაცხადეს, რომ თურქეთი ჩვენი მეგობარია, ის ბევრჯერ დაგვხმარებია, როდესაც ჩვენ არაფრის ქვედატანი არ გვქონია, როდესაც ვიყავით ახალბედა ქვეყანა, ისინი ჩვენი ქვეყნის მთლიანობის დასაცავად ისევე იბრძოდნენ, როგორც ჩვენ ვიბრძოლებდით.

ეს ნამდვილად დასაფასებელია, მაგრამ ვგონებ, ამ სიტყვებს ბევრმა არ დაუჯერა. ესენი ძირითადად ის ახალბედა ემოქალაქეები არიან, რომლებიც დიდი-დიდი ნახევარი წელია რაც თამაშობენ. მეც მათ რიცხვში შევდივარ (ახალბედა მოთამაშეებს რიცხვში).
ჩვენ არ ვიცით, თუ როგორ დაიწყო ყველაფერი. ვინ გვეხმარებოდა და ვინ არა, რომელმა ქვეყანამ რამეხლა წვლილი შეიტანა ესაქართველოს გადარჩენასა თუ დაპყრობაში. ან თუნდაც, რომელმა მოთამაშეებმა. საბოლოოდ გამოვა, რომ ახალბედა მოთამაშე, რომელიც შეიძლება საკმაოდ პერსპეტქიული იყოს და განიხილებოდეს რომელიმე თანამდებობაზე დასანიშნად, ესაქართველოს ისტორიის არ ცოდნის გამო შეიძლება მცდარი გადაწყვეტილება მიიღოს და ის დიდი ძალისხმევა, რომელიც აქამდე დახარჯულა სულ წყალში ჩაიყაროს.

ამიტომ, გადავწყვიტე გავაკეთო რუპბრიკა (ჩემს გაზეთში, ჯერჯერობით, პირველი და ერთადერთი 😃 ), სადაც გამოვაქვეყნებ ესაქართველოს ისტორიას საქართველოს შექმნამდე და შექმნის შემდეგ.

ამისათვის, მეგობრებო, მჭირდება თქვენი დახმარება. გთხოვთ ვისაც რა ცნობები გაქვთ ესაქართველოს ისტორიის შესახებ მომწეროთ. ეს ძირითადად გამოცდილ მოთამაშეებს ეხებათ. ანუ იმათ ვინც დიდი ხანია თამაშობენ და მოვლენების მომსწრენი ყოფილან.
მგონი კარგი იდეაა და ეს ყველას წაგვადგება. ახლებსაც და ძველებსაც.