Mercy Brothers - წესდება

Day 3,150, 06:28 Published in Georgia Australia by NO.ONE.
....................................................................... სამხედრო წესდება .................................................................................

ქართული ვერსია:
__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

1. Mercy Brothers წარმოადგენს ემსოფლიოს მოქალაქეების სამხედრო დანაყოფს და მასში გაწევრიანება შეუძლია ემსოფლიოს ყველა მოქალაქეს, რომელიც ეთანხმება დანაყოფის სამხედრო წესდებას. სამხედრო დანაყოფის მიზანია დაიცვას ესაქართველოს და მისი მოკავშირეების ინტერესები, ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება. დაიცვას ქვეყანა არაკეთილ მოსურველთა ზრახვებისგან, რომლებიც ეცდებიან ხელისუფლებაში მოსვლას დიქტატურის მეშვეობით ან სხვა გზით, ასევე ქვედანაყოფი პასუხისმგებელია მასში გაწევრიანებული ხალხის სამხედრო ცოდნის ამაღლებაზე, სამხედრო პოტენციალის ამაღლების ხედვის შემუშავებაში და მის განხორციელებაში, სამხედრო დანაყოფში მყოფ წევრებს ევალებათ მისი წესდების დაცვა, პატივისცემა და მორჩილება.

2. სამხედრო დანაყოფილის სარდალთა წევრთა საერთო კრება წარმოადგენს Mercy Brothers სამხედრო ხელმძღვანელობის უმაღლეს ორგანოს. დანაყოფის ნებისმიერი წევრი, ხელმძღვანელი პირების ჩათვლით ვალდებულია დაემორჩილოს სარდალთა წევრთა საერთო კრების მიერ დამტკიცებულ გადაწყვეტილებას. Mercy Brothers სარდალთა წევრთა საერთო კრების თავჯდომარე დანაყოფის უმაღლესი კომანდირია.

3. Mercy Brothers სარდალთა წევრთა საერთო კრება ახდენს სამხედრო დანაყოფის თანამდებობაზე ერთიანი კანდიდატურის, დანაყოფის მომარაგების მეთაურის და ბატალიონის კაპიტნების დამტკიცებას. კანდიდატურის წამოყენება შეუძლია სამხედრო დანაყოფის ნებისმიერ წევრს და მისი დამტკიცება ხდება სარდალთა წევრთა საერთო კრებაზე.
3.1 Mercy Brothers სამხედრო დანაყოფის წევრებს მკაცრად ეკრძალებათ საკუთარი ქვეყნის და მოკავშირეების წინააღმდეგ ბრძოლა, თუ ეს სავარჯიშო ომი არაა.
3.2 Mercy Brothers სამხედრო დანაყოფის წევრებს შეუძლიათ რეკომენდაცია გაუწიონ სამხედრო დანაყოფის სხვადასხვა წევრს კაპიტნის თანამდებობაზე, ასევე ის წევრი რომელიც იქნება წარდგენილი სარდალთა საერთო წევრთა კრებაზე უფლებას იტოვებს თანხმობა განაცხადოს ან უარი მონაწილეობის თაობაზე.

4. Mercy Brothers სამხედრო დანაყოფის სარდალთა წევრთა საერთო კრების ყრილობის დროს მიმდინარე კენჭისყრისას თუ ვერ მოხერხდა გადაწყვეტილების მიღება ხმების გაყოფის ან სარდალთა წევრთა პოზიციების განსხვავების გამო, სამხედრო დანაყოფის უმაღლესი სარდალი – კომანდირი იტოვებს უფლებას მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
4.1 Mercy Brothers სამხედრო დანაყოფის სარდალთა საერთო კრების წევრი შეიძლება გახდეს ემსოფლიოს ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც ირიცხება Mercy Brothers სამხედრო დანაყოფის რიგებში და ეთანხმება Mercy Brothers სამხედრო წესდებას.

5. Mercy Brothers სამხედრო დანაყოფის წესდებაში შესწორებების შეტანა შესაძლებელია დანაყოფის სარდალთა წევრთა საერთო კრების ხმების 100%-ით.

6. Mercy Brothers სამხედრო დანაყოფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ემსოფლიო სამხედრო არენაზე ახალი სახეების გამოჩენა, აღზრდა,სამხედრო ცოდნის ამაღლებაში დახმარება.

7. Mercy Brothers სამხედრო დანაყოფის აღმასრულებელ მხარეს წარმოადგენს უმაღლესი სარდალი – კომანდირი, სარდლები – მეორე კომანდირები და ბატალიონის კაპიტნები.
7.1 უმაღლესი სარდალი – კომანდირი კურირებს მოთამაშეების მოზიდვის (რეკრუტინგის) სფეროს სამხედრო დანაყოფში. უმაღლესი სარდალის – კომანდირის არყოფნისას სარდლები – მეორე კომანდირები ასრულებენ მის მოვალეობას;
7.2 სარდლები – მეორე კომანდირები კურირებენ სხვა სამხედრო დანაყოფებთან ერთობლივი პროექტების, თავდაცვითი თუ თავდასხმითი გეგმების შემუშავებასა და ალიანსების ფორმირების საკითხს;
7.3 ბატალიონის კაპიტნები პასუხისმგებელნი არიან აკონტროლონ სამხედრო დანაყოფის წევრები, დაუკავშირდნენ აუცილებლობის შემთხვევაში და მიაწოდონ ინფორმაცია სარდალთა მიერ გაცემული ბრძანების შესახებ;

8. Mercy Brothers სამხედრო დანაყოფის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება დანაყოფის აღმასრულებელი რგოლის წარმომადგნელებისაგან მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სამხედრო დანაყოფის საქმიანობის და მიმდინარე პროექტების შესახებ.
9.1 Mercy Brothers აღმასრულებელი რგოლის წევრს არ აქ განაცხადოს სამხედრო დანაყოფის მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაცია უმაღლესი სარდალის – კომანდირის თანხმობის გარეშე.

10. Mercy Brothers სამხედრო დანაყოფის ნებისმიერ წევრს აქვს უფლება ნებისმიერ დროს დატოვოს დანაყოფი.
10.1 Mercy Brothers სამხედრო დანაყოფის წევრი რომელიც ყიდის ან ცვლის საკუთარ აქაუნთს ვალდებულია შეატყობინოს აღმასრულებელი რგოლის ნებისმიერ წარმომადგენელს და მოხსნას კანდიდატურა თუ წარდგენილია ბატალიონის კაპიტნად.
10.2 Mercy Brothers სამხედრო დანაყოფის დატოვებისას მომარაგების მეთაური ვალდებულია გადასცეს სამხედრო დანაყოფის უმაღლეს სარდალს – კომანდირის და მის არყოფნის შემთხვევაში სარდლებს – მეორე კომანდირებს, Mercy Brothers განკუთვნილი სრული რაოდენობა საკვები, შეიარაღება და ფულადი სახსრები.
10.3 დაუშვებელია Mercy Brothers სამხედრო დანაყოფის წევრების მიერ ყოფილი თანამებრძოლის საჯარო გაკიცხვა ან მისი დამცირება, თუ სამხედრო დანაყოფიდან წასვლისას მოქალაქემ პირნათლად შეასრულა ზედა პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებები.


წესდებაზე მუშაობდა: პავლიკა



English version:

__________________________________________________________________________________________________________________________________________________________________

1. Mercy Brothers is a military unit of eWorld citizens, any citizen who accepts unit's rules can apply for membership. Main objective of military unit is to protect Georgia and it's allies from outside danger. Military unit administration, will help to improve military education of its members, all members of military unit are responsible to respect and defend it's rules.

2. Mercy Brothers leaders general meeting is military units highest governing institution, all members of this military unit are obliged to listen and complete all orders from general meeting members, the main person and leader of this general meeting is military unit commander.

3. Mercy Brothers general meeting members decide, who will be captains of regiments, prime supplier and second commander, any member of military unit can propose their candidature, all the leaders will make a general meeting and decide who will take that position.
3.1. It is restricted to fight against their own country and allies for all members of Mercy Brothers, only if it is not a training battle.
3.2 Any member of Mercy Brothers can propose candidates for position of captain, proposed candidate will have to decide whether take or not place in elections for given position.

4. If after general meeting, decision was not made about position candidates, Mercy Brothers main leader - commander will decide, who will take named position.
4.1. Any member of Mercy Brothers who acceptes its rules, can become a member of general meeting.

5. Correction in Mercy Brothers charter can be made if all members of general meeting will accept named idea or a small correction.

6. Main goals of Mercy Brothers is to create new, experienced and militarily educated faces in the world of eRepublik

7. Mercy Brothers leaders are : Commander, second commander and captains of regiments.
7.1. Commander - the main leader of military unit, he looks for new members and gives strategical orders to other members of this military unit, when commander isn't online, second commander becomes the leader of military unit.
7.2. Second Commander - main job is to have connection with other military units, create temporary alliances and managing coalition attacks on enemy.
7.3. Regiment Captains - their main job is to connect , commander's or second commander's orders to all other members of regiment, control their actions and giving them advices.

8. Any member of Mercy Brothers can take all information about military unit and it's directions from military unit leaders.
9. Mercy Brothers captains and second commander aren't eligible to announce secret information, without commander's agreement.

10. Any member of Mercy Brothers can resign from military unit any time.
10.1. Any member who pretends for any position in military unit, but will exchange or sell their account, are responsible to tell everything to leaders of military unit about it.
10.2. If the main supplier decided to leave military unit, he is responsible to leave all his supplies (weapons, money and food) to military unit commander or if the commander isn't online than to second commander.
10.3. It is restricted to bully on military unit members, who correctly did everything while leaving military unit.

Charter was created by : P A V L I K A