სქართველოს დიდი ისტორია

Day 2,790, 04:08 Published in Georgia Serbia by ganfaiteri

ტომი პირველი
~პირველი ექართველები~
2009 აშშ-ში გაჩნდა პირველი ქართული სათვისტომო რომელიც ორმოცდაათამდე ადამიანს ითვლიდა.მათ ჩამოაყალიბეს არაოფიციალური სამხედრო დანაყოფი "georgian special forces" და აშშ-ს ფედერალისტთა პარტიას შეკედლნენ, სადაც არჩევნებში საკუთარი კანდიდატიც გაიყვანეს.შეგახსენებთ რომ ამ პერიოდში არც საქართველო არსებობდა და არც სხვა რამდენიმე ქვეყანა.(ჩვენი ემიგრანტების ინტერესებიდან გამომდინარე)მსოფლიოში ერთერთი მნიშვნელოვანი და ძლიერი ქვეყნები იყვნენ: სერბეთი და უნგრეთი.სწორედ უნგრეთმა რუსეთთან ერთად მიიტანა იერიში აშშ-ზე.მათ 49 შტატი დაიკავეს,მაგრამ მთლიანად დაპყრობა ვერ შეძლეს.სამხედრო თვალსაზრისით პირველი ექართველების წვლილი ამერიკისთვის ომში უმნიშვნელო,რადგან მათ საკმარისი ძალა და გამოცდილება აკლდათ.მაგრამ რაც მთავარია მათმა აქტიურობამ და შეუპოვრობამ დაანახა eRepublik ადმინისტრაციას და მის ყველა მოთამაშეს რომ საქართველოს დამატება თამაშში აუცილებელი იყო.საკითხი მხოლოდ დროში იყო.რუმინეთის და სხვა მოკავშირეების ომში ჩარევამ უნგრეთის წინააღმდეგ ომის მსვლელობა კარდინალურად შემოატრიალა და აშშმ არათუ გააძევა უნგრეთის მისი ტერიტორიებიდან არამედ გააქრო კიდეც პოლიტიკური რუკიდან.თუმცა დროებით.ასევე მძიმე ვითარებაში ჩავარდნენ სერბები და რუსები.განსაკუთრებით გაუჭირდა რუსეთს,რადგან ამერიკა შეტევაზე გადავიდა და ურალამდე შეავიწროვა.ხოლო ქართველებმა ამ ომში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.უკრაინელთა თხოვნით და მოწვევით ქართულმა სათვისტომომ მეგობარ ეუკრაინას შეაფარა თავი,იქ გადაიტანეს ორგანიზაციები და სამხედრო დანაყოფი.აქაც ჰყავდათ საკუთარი წარმომადგენელი პოლიტიკაში.უხალისობა ერეპაბლიკში მანამ გრძელდებოდა სანამ ქვეყნების დამატებაზე გამოკითხვა არ დაიწყო.ქართველები უკვე ყველასთვის ცნობილნი იყვნენ და მეგობრების ასევე ახალი ბეიბი ბუმის მეშვეობით, საქრთველო ექერფაბლიქის რუქაზე დაემატა 2014 წლის 22 მაისს; სომხეთთან,კუბასთან და ნიგერიასთან ერთად.
~ესაქართველოს პირველი დღეები~
პირველ ეტაპზე ქართველებს დიდი პრობლემა შეექმნათ პტოების სახით.ბულგარელებს კონგრესშიც კი ჰყავდათ საკუთარი ხალხი.მაგრამ ეს პრობლემა ბეიბი ბუმის დახმარებით მოგვარდა და ხუთი მთავარი პარტიიდან ოთხი ქართული გახდა.თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისი იყო,რასაც მალე ბულგარეთის აგრესია მოჰყვა.საქართველოს მიუხედავად უკრაინელების დახმარებისა წინააღმდეგობის გაწევა არ შეეძლო რის გამოც დაკარგა ყველა ტერიტორია დედაქალაქის გარდა.ქართველებს არც აჯანყება გამოსდიოდათ წარმატებით,რადგან ბულგარეთი დაპყრობილი მიწების დაცვას სერიოზულად უდგებოდა.მიხედავად ყველაფრისა ქართულმა მხარემ მოახერხა საერთო ენა გამოენახა ბულგარეთთან და მშვიდობა დაამყარა აფხაზეთის 30 000 ლარად მიქირავების სანაცვლოდ.რომელსაც თავისი ინიციატივით ბულგარელებმა მთელი დასავლეთ საქართველოც მიაყოლეს.ამასობაში გააქტიურდა რუსეთი რომელიც ბულგარეთის მეგობარ ქვეყანად ითვლებოდა.მათ ერთად მზაკვრული გეგმა შეიმუშავეს და თავს მოახვიეს საქართველოს.კერძოდ:რუსეთი შეუტევდა კახეთს და წააგებდა ომს,შემდგომ უკვე საქართველო გადავიდოდა კონტრ შეტევაზე; ჩრდილოეთ კავკასიას და ვოლგას აიღებდა,მოგვიანებით კი ბულგარეთი დაიკავებდა ამ ორ ტერიტორიას. ამ ყველაფრში ქართული მხარე აიღებდა 40 000 ლარს. ქართველები რათქმაუნდა სკეპტიკურად უყურებდნენ ამ გეგმას,თუმცა სხვა გზა არ აყო დათანხმდნენ.რუსეთმა შეტევა დაიწყო,თუმცა პოზიციები არ დათმო და კახეთი აიღო.ქართველთა მოლოდინი გამართლდა, ბულგარეთმა და რუსეთმა არ შეასრულეს გეგმის პირობები და საქართველოს ტერიტორიები გადაინაწილეს.რუსეთმა მოითხოვა ასევე რომ დასავლეთ საქართველო ქირით აეღო.მიუხედავად იმისა,რომ მთავრობას არ სურდა მსგავსი შეთანხმების დადება აქაც იძულებული იყო მიეღო წინადადება.
ამასობაში საქართველოსთვის თამაშში ერთვება ახალი ძლიერი მოთამაშე თურქეთის სახით,რომელიც დაინტერესებულია საქართველოს რეგიონით.კერძოდ აფხაზეთის ტერიტორიით.საქართველომ თურქეთის ინტერესები თავის სასიკეთოდ გამოიყენა და მასთან არაოფიციალური შეთანხმება გააფორმა.სულ მალე რუმინეთმა ბულგარეთზე შეტევა დაიწყო,რის გამოც შესუსტდა ბულგარეთის პოზიციები საქართველოში,რადგან მათი არმია კონცეტრირებული იყო რუმინეთთან ომში.მყისვე დაიწყო აჯანყება ქვემო ქართლში,კახეთში,ბოლოს კი აფხაზეთშიც.სამივე რეგიონი ერთი შეტევით განთავისუფლდა.ამის შემდგომ ჯერი რუსეთზე მიდგა,რომელსაც დასავლეთ საქართველო ეკავა,საქართველომ ძალიან ჭკვიანურ ხერხს მიმართა, ქვეყანამ არ ისურვა რუსეთთან კოზირის გარეშე ებრძოლა, ამიტომაც მათ მოაწყვეს აჯანყება ფინეთში.რუსეთმა გაძევებული ბულგარეთის მიერ მითვისებული,მაგრამ აწ აუკვე განთავისუფლებული აფხაზეთის დაკავება მოისურვა,თუმცა უშედეგოდ.ქართველებისთვის კი ყველაფერმა იდეალურად განვლო,ყველასგან გასაოცრად მოხერხდა აფხაზეთის დაცვაც და დასავლეთ საქართველოს განთავისუფლებაც.თურქებმა პირობა შეასრულეს და ამ ყველაფრის რეალიზაციაში დაგვეხმარნენ,ასვე დიდია უკრაინელების წვლილი ამ განმათავისუფლებელ ომში.ქართულმა მხარემ როგორც თავიდანვე გეგმაში იყო მიაქირავა აფხაზეთი თურქეთს 25 000 ლარად.ამით ყველაფერი არ დამთავრებულა. ქვეყნებს შორის დაიდო შეთანხმება, რომლის მიხევითაც თურქეთი დაეხმარებოდა სამომავლოდ საქართველოს სხვადასხვა ბრძოლებში
ისევე,როგორც საქართველო აღმოუჩენდა დახმარებას თურქეთს საჭიროების შემთხვევაში.
~ტურნირი~
ამის შემდეგ მშვიდობა დამყარდა მანამ სანამ არ დაიწყო "მსოფლიო ჩემპიონატის ტურნირი". ტურნირში ყველა ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და მისი აზრი გახლდათ, რაც შეიძლება მეტი ზიანის მიყენება ომებში, Top 3 ქვეყანა, რომელიც ყველაზე დიდ Damage-ს დააგროვებდა ომებში მის ტერიტორიაზე გაიხსნებოდა Gold Mine.ტურნირში მეორე ადგილზე გავიდა რუმინეთი რომელმაც ბულგარეთს ეომებოდა.ბულგარეთს დახმარება აღმოუჩინა ჩილემ და ომი გამოუცხადა რუმინეთს.ამ უკანასკნელმა ორ ფრონტზე ომს ვეღარ გაუძლო და დამარცხდა.რადგან დაკარგა ყველა ტერიტორია და თან მეორე ადგილზე გავიდა, რუმინეთმა საქართველოზე განახორციელა საჰაერო დარტყმა რათა რეგიონი ჰქონოდათ და ადმინისტრაციას Gold Mine მიეცა მათთვის.ასე მოულოდნელად გაჩნდა დასავლეთ საქართველოში ოქროს საბადო და აღმოჩნდა საქართველო ახალი სერიოზული გამოწვევების წინაშე.ეს ნამდვილად დიდ პრობლემას წარმოადგენდა ქართული მხარისთვის,რადგან სამხედრო გზით რუმინეთის გაძევება არ შეეძლო,ხოლო რეგიონს საბადოს ამოწურვამდე არავინ დააბრუნებდა.ეს ჯერ უსიამოვნებების დაწყების პრელუდია იყო.მოულოდნელად პოლონეთმა,რომელიც ერთ-ერთი უძლიერი ქვეყანაა ამ თამაშში, განახორციელა საჰაერო დარტყმა რუმინეთზე,დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე,რადგან მათაც სურდათ ოქროს საბადოების ხელში ჩაგდება.მათ წაართვეს რეგიონი რუმინეთს და თვითონ დაიტოვეს.პოლონეთმა ისევე როგორც რუმინეთმა განაცხადა:რომ საქართველოს საწინააღმდეგო არაფერი არ ქონდა და ისინი დააბრუნებდნენ რეგიონს ოქროს გამოლევის შემდგომ.ქვეყანას სხვა გზა არ ქონდა და უბრალოდ კონცენტრაცია შიდა საქმიანობაზე გადაიტანა.თითქოს ეს არ კმაროდა რომ მოულოდნელად არგენტინამ გამოაცხადა ომი და საჰაერო დარტყმა განახორციელა საქართველოზე,მათ დაიკავეს კახეთი და ქვემო ქართლი.შემეგ ყველასგან მოულოდნელად სამხედრო ინტერვენცია დაიწყეს რუსეთში ,რითიც ისარგებლა ქართულმა მხარემ და აჯანყდა.არგენტინამ ვერც რუსეთის მიწები დაიკავა და ვერც აჯანყება ჩაახშო საქართველოში.საბოლოოდ კი რეგიონიდან გაძევებულ იქნა.
~ახალი ერა~
Gold Mine -მ პოლონეთს საშუალება მისცა თავისი პოზიციები გაემყარებინა ევროპაში. ესპანეთში კი ფეხი მოიკიდა სერბეთმა. საფრანგეთიდან გააძევეს ჩილე, რომელიც ამ ტერიტორიებს პლაცდარმად იყენებდა ევროპაში საომარი კამპანიების ჩასატარებლად.ჩილე უკან იხევს აგრეთვე სამხრეთ ამერიკაში სადაც პერუ და ბოლივია აუჯანყდნენ და გაანთავისუფლეს რამდენიმე ტერიტორია.აღმოსავლეთ ევროპაში კი რუმინეთმა 2 კვირიანი ბრძოლების შემდეგ როგორც იქნა დაიპყრო მთლიანად ბულგარეთი და გააქრო იგი რუკიდან. ასევე აღსანიშნავია უნგრეთის სწრაფი გაფართოება რომელმაც უკრაინა მთლიანად ჩაყლაპა და იტალიას შეუტია.აზიაში ტაივანმა დაიპყრო ჩვენი მოკავშირე სამხრეთ კორეა და არ დააცალა მას airstrike გაეკეთებინა შვეიცარიაში.დედაქალაქზე ფარის მოხსნის მეორე დღესვე არგენტინამ ნიგერიის დედაქალაქს შეუტია და მისი ანექსია მოახდინა.ნიგერიას მხოლოდ ერთი რეგიონიღა დარჩა ჩრდილოეთით რომელიც მან ნორვეგიას წაართვა.ოქროს საბადოების გამოლევის შემდგომ საქართველომ დაიბრუნა დასავლეთ საქართველო. ქვეყანა ROOT-ის ალიანსში გაწევრიანდა,ქვეყანაში განხორციელდა რეფორმები:ოთხი სამხედრო შენაერთი გაერთიანდა და ჩამოყალიბდა ერთიანი ძლიერი სამხედრო შენაერთი.(1 დღეში ამ სამხედრო შენაერთმა 1 მილიარდზე მეტი დარტყმა განახორციელა.)
ზემოტ აღნიშნული მსოფლიო დაძაბულობის და არეულობის ფონზე საქართველომ AS-ის მეშვეობით ახალი ზელანდიის დაპყრობა გადაწყვიტა რომელიც იმ ხანად სხვა ომებში იყო ჩართული.მართლაც საქართველომ სამი რეგიონი დაიკავა.დიდ წინააღმდეგობას წააწყდა ქართული არმია D2-სა და D3-ში. ხოლო D4- თითქმის დაუძლეველი აქღმოჩნდა.მაგრამ მის საპირწონედ D1-ში ძალზედ ადვილად დაჯაბნეს ქართველებმა ახალზელანდიელები. ROOT-ის ალიანსის წევრებთან ერთად საქართველომ მთლიანად დაიპყრო ახალი ზელანდია თუმცა დროებით.ოტაგო-ს საშუალება მისცეს განთავისუფლებულიყო რათა ჩილეს აეღო შეთანხმების თანახმად.მალე ახალმა ზელანდიამ სამხედრო ძალების მობილიზაცია და რეორგანიზაცია მოახდინა და ქართულ ჯარს მოუწია ხელი აეღო მის დაპყრობაზე.
იტალიაზე წარუმატებელმა შეტევამ კი ძალზე ცუდი ეფექტი იქონია რუსეთისთვის.მათ NE გამოუცხადეს ლიტვამ და უკრაინამ,მათ აყვა საქართველოც. რამდენიმე ქვეყანა რუსეთის მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე აჯანყდა.
ამდენმა ფრონტზე შეტევამ ბრინჯივით დააბნია რუსები და ყველა ბრძოლა სასტიკად წააგეს.ყველაზე ცხარე ომი კი ისევ საქართველომ გადაიტანა,რადგან რუსეთმა საქართველოს ომი დღის ომად გამოაცხადა.თავდაუზოგავი ბრძოლის შედეგად, მოკავშირეების დახმარებით და ბევრი CO-ს გამოყენებით საქართველომ შეძლო რუსეთისთვის საკადრისი პასუხის გაცემა და 1 ქულაც კი არ გაატანა.ამის გარდა საქართველომკონტრშეტევაზე გადავიდა დაიკავა კავკასია და ვოლგოგრადი.შემდგომ ეს ტერიტორიები დათმო რუსეთისგან თავდაუსხმელობის პაქტის გაფორმების გამო.
Your text to link here...